27 წლის ვარ, ახლა ფინანსურად მშობლებზე აღარ ვარ დამოკიდებული. ისინი ძალიან დამეხმარნენ ბინის ყიდვაში. იპოთეკის წინასწარ გადასახდელი თანხა მომცეს, მერე ბინა თავიანთივე ხარჯებით გაარემონტეს. ახლა მყავს საქმრო, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მშობლებს შევატყობინე, რომ ორსულად ვარ.
პირველი თვე-ნახევარი თითქმის შეუწყვეტელი ისტერიკა ჰქონდათ. საშინელება იყო დედაჩემის შეხედვა, მან 10 კგ დაიკლო, ძალიან გახდა. ჩემი მშობლები ცდილობენ შეეგუონ ამ ამბავს, მაგრამ ვხედავ, როგორ იტანჯებიან, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვა ქალაქში ცხოვრობენ. ერთმანეთს ვიდეოზარით ვესაუბრებით.
მთელი პრობლემა ის არის, რომ მათი აზრით, ბავშვის მამა არ არის ჩემი შესაფერისი. იმედოვნებდნენ, რომ ძალიან მდიდარ და ლამაზ თანატოლს ვიპოვიდი. მათი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო საჭირო ურთიერთობა და მით უმეტეს, შვილის გაჩენა. ორსულობა დაუგეგმავი იყო. ბავშვის მამასთან ხელი არ მაქვს მოწერილი, მაგრამ ეს ალბათ ერთადერთია, რაც ჩემს მშობლებს უხარიათ.
ჩემი შეყვარებული არ არის ჰოლივუდის ლამაზმანი, ობიექტურად მე მასზე ლამაზი ვარ და ის მოდურად არ იცვამს. ჩემი მშობლები მასზე ამბობებენ: „თუ სახეზე ცელოფანს ჩამოაფარებ, შეგიძლია შეეგუო“. ნერვიულობენ, რომ თვალის ქვეშ სისხლჩაქცევები აქვს, ფიქრობენ, რომ რაღაცით არის ავად. ისინი შიშობენ, რომ მათი ავადმყოფობა შესაძლოა ბავშვს გადაეცეს. ვარწმუნებ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მოსმენა არ უნდათ.
წუწუნებენ, რომ მას საკუთარი ბინის ფული ჯერ არ გამოუმუშავებია. რამდენიმე ბინაში აქვს წილი, მაგრამ მშობლები იქ ცხოვრობენ (ღმერთმა დიდხანს სიცოცხლე მისცეს). მათ არ მოსწონთ მისი სამსახური: ნახევარ განაკვეთზე მუშაობს პროგრამისტად, ნახევარ განაკვეთზე – რეპეტიტორად, ადრე მასწავლებელი იყო. მაგრამ ამავდროულად, მე მარჩენს და უკვე საკმაოდ დიდი ხანია ზოგავს ფულს მომავალი საერთო უძრავი ქონებისთვის.
მათ ასევე იმედი ჰქონდათ, რომ დროებით ჩემთან შეძლებდნენ ცხოვრებას, სანამ ნელ-ნელა რემონტს გააკეთებდნენ ახალ ბინაში. მაგრამ ახლა არ გამოვა, რადგან ახლა ჩემთან ჩემი საქმრო ცხოვრობს და შეიძლება ამ ბინის გაყიდვა მოუწიოთ. ზედმეტი ფული არ აქვთ, რემონტის დროს ვერაფერს იქირავებენ (იქ მხოლოდ ბეტონია, გაკეთებას დიდი დრო და ფული სჭირდება). და აზრს ვეღარ ხედავენ რაიმეს კეთებაში, ამბობენ, რომ ახლა მე ჩემი ოჯახი მყავს და მათთვის ადგილი არ არის. ორსულობის ამბამდე მათ უნდოდათ, რომ საცხოვრებლად ჩემთან უფრო ახლოს გადმოსულიყვნენ.
მე შევთავაზე მათ ფინანსური დახმარება, რემონტის დროს დახმარება, მზად ვიყავი დროებით წავსულიყავი სხვა ქალაქში, ჩემი მომავალი მამამთილის ცალკე ბინაში, რათა მათ მშვიდად ეცხოვრათ ჩემთან. მაგრამ ეს ვარიანტები მათ მიერ კატეგორიულად უარყოფილია.
მშობლები დამეხმარნენ, რადგან მათ ეს მშობლის მოვალეობად მიიჩნიეს შვილის წინაშე. და მათ არასდროს ჰქონიათ არანაირი ფინანსური პრეტენზია ჩემ მიმართ. მე წარმატებით გადავიხადე ჩემი იპოთეკა და თითქმის მომიგროვდა ის თანხა, რაც მათ რამდენიმე წლის წინ მომცეს. ახლა მინდა დავაბრუნო, ან ნაწილი მაინც, რათა დროებით ფინანსურ სირთულეებს გაუმკლავდნენ, მაგრამ მიღებაზე უარს ამბობენ. იმედი მქონდა, რომ ამ გზით პრობლემების ნაწილი მაინც მოგვარდებოდა.
ნაწილობრივ მესმის მათი შიშების. საერთოდ არ ვაპირებ მათ დატვირთვას ჩვენი შვილით, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და დახმარება შეიძლება მივიღოთ, მაგრამ არ უნდა მოვითხოვოთ. არ ვიცი, როგორ შევუმსუბუქო მათ მდგომარეობა. გული მწყდება, მათი შემხედვარე. მათ წინაშე უსაზღვროდ დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ცხოვრება არ წარიმართა ზუსტად ისე, როგორც მათ სურდათ. მაგრამ, მეორე მხრივ, ნუთუ ვალდებული ვარ ისე ვიცხოვრო, როგორც მათ სურთ? არ ვიცი, როგორ მოვიქცე და როგორ მოვაგვარო ეს ყველაფერი…