როგორ მოვუაროთ ფეხსაცმელებს ზამთარში

724

პირველი თოვლი არამხოლოდ სიხარულსა და წარმატებულ ფოტოებს გვჩუქნის, არამედ “ფაფასაც” თოვლის, მარილისა და ქიმიური რეაგენტებისგან, რომელთან კონტაქტიც ტყავის ფეხსაცმელზე საშინელ თეთრ ლაქებს ტოვებს.

მარილი აქვეითებს წყლის გაყინვის ტემპერატურას, შედეგად კი ყინული და თოვლი დნება, ხოლო გზები და ტროტუარები ნაკლებად მოცურებადია.

ერთი მხრივ, ეს გვიცავს დაცემისა და ტრავმებისგან, თუმცა მეორე მხრივ – აფუჭებს ტყავისა და ზამშის ფეხსაცმლის ტექსტურებს და უვარგისს ხდის ძვირადღირებულ ფეხსაცმელს.

ზამთრის ტყავის ფეხსაცმელი

აქტუალური კითხვა: “როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი მარილისგან”, ყოველწლიურად ჩნდება, რადგან არაესთეტიკური ლაქების ამოყვანა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს (განსაკუთრებით, ზამშის ნაკეთობიდან). ჩვენი რედაქცია ამის გაკეთებას გასწავლით.

როგორ მოვაშოროთ მარილი ტყავის ფეხსაცმელს

1. ქუჩიდან სახლში მოსვლისთანავე გაწმინდეთ ტყავის ფეხსაცმელი თბილ წყალში ჩალბობილი ქსოვილით. არაა საჭირო ფეხსაცმლის ზედმეტად ჩალბობა, რადგან მარილი აქტიურად იქცევა ტენიან გარემოში რაც მას საშუალებას მისცემს, უფრო ღრმად შეაღწიოს ფეხსაცმლის ფორებში.

© Depositphotos

შემდეგ გაახვიეთ დაბინძურებული ადგილები ქაღალდის ხელსახოცებით ან ტუალეტის ქაღალდით და დადგით ფეხსაცმელი გასაშრობად. მარილს ქაღალდი შეიწოვს და გაშრალ ფეხსაცმელს წაუსვით საბავშვო კრემი.

2. მარილის ლაქების ამოყვანაში, ტყავის ფეხსაცმლიდან, დაგეხმარებათ 9%-იანი ძმრის ხსნარი. შეურიეთ  ძმარი წყალს 3:1 პროპორციით და გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები ამ საშუალებით.

3. აბუსალათინის ზეთი – პოპულარული ხალხური საშუალებაა მარილის ლაქებთან საბრძოლველად. გაწმენდილ და გამშრალ ფეხსაცმელს, რბილი ქსოვილის გამოყენებით, წაუსვით ზეთი. თუ თეთრი ლაქები მაინც არ გაქრება, პროცედურა გაიმეორეთ.

4. გაწმინდეთ მარილის ლაქები ნიშადურის სპირტით გაჟღენთილი ქსოვილით. შემდეგ დაამუშავეთ ჩექმის ზედაპირი კრემით. ნიშადურის სპირტის გამოყენებამდე, სცადეთ იგი ფეხსაცმლის შიდა ტყავზე – თუ საღებავის ფერი არ შეიცვალა, ესე იგი, შეგიძლიათ პროცედურა თამამად შეასრულოთ.

როგორ მოვაშოროთ მარილი ზამშის ფეხსაცმელს

ზამშის ფეხსაცმელი ალიან პრეტენზიულია ექსპლუატაციაში. მისგან მარილის ლაქების ამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე ტყავის შემთხვევაში. თუმცა, ეს ნამდვილად შესაძლებელია.

  1. სცადეთ ზამშის გაწმენდა მარილისგან შემდეგი მეთოდით: წყლიანი ქვაბი დადგით ქურაზე და, ადუღების შემდეგ, გააჩერეთ ზამშის ფეხსაცმელი ორთქლზე, შემდეგ გაწმინდეთ სპეციალური მშრალი ჯაგრისით. ბუნებრივია, ფეხსაცმელი ამის შემდეგ უნდა გააშროთ.
  2. 2. ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდაში ჩვეულებრივი მანი-ფაფაც დაგეხმარებათ. უბრალოდ მოაყარეთ ფხვნილი მარილის ლაქებს, შემდეგ კი გახეხეთ ზამშის სპეციალური ჯაგრისით. მანი შეიწოვს მთელ მარილს, საყვარელი ფეხსაცმელი კი ისევ ახალივით იქნება.

როგორ მოვაშოროთ მარილი ნუბუკის ფეხსაცმელს

ნუბუკი – მასალაა, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს. ფეხსაცმლის შეძენისას, სასურველია, მაშინვე მოიმარაგოთ სპეციალური ხელსაწყოები და საშუალებები, რომლებიც სწორედ ამ მასალის მოვლისთვისაა გათვალისწინებული.

პოპულარულ გამწმენდებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი აეროზოლები და ქაფები: Detach Stain, Тarrago de Salter, Salton, “ანტისოლი” და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ნუბუკს ეშინია წყლის და მისი გამოყენება, ნაკეთობის გასაწმენდად, არაა რეკომენდებული.

სანამ ფეხსაცმლის გაწმენდას შეუდგებოდეთ, შეამოწმეთ მასალისა და შერჩეული საშუალების ურთიერთქმედება. დაამუშავეთ საშუალებით ფეხსაცმლის პატარა, არათვალსაჩინო მონაკვეთი.

ფეხსაცმლის მოვლა და მასზე ლაქების პროფილაქტიკა

  1.  ფეხსაცმლის წმენდის პროფესიონალური საშუალებები, კრემების, სპრეებისა და გელების სახით, კარგი პროფილაქტიკაა ჭუჭყისა და მარილის ლაქებისთვის. თუმცა, ისინი არაა ეფექტური უკვე არსებული ლაქების წინააღმდეგ.
  2. ქუჩაში ყოველი გასვლის წინ, ტყავისა და ზამშის ფეხსაცმელი დაამუშავეთ წყალგაუმტარი საშუალებით, რომელსაც ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიძენთ.
  3.  არ დაგეზაროთ ლაქის მოშორება მალევე, სახლში ან ოფისში მისვლისას. გარდა იმისა, რომ გამშრალი და უკვე შეწოვილი მარილის ამოყვანა უფრო რთულია, იგი ფეხსაცმელსაც აფუჭებს.
  4.  ჩვენს პირობებში ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა, თუმცა მაინც, არ ატაროთ ტყავის ერთი და იგივე ფეხსაცმელი ყოველდღე. ფეხის ოფლი აღწევს მასალის სიღრმეში და იწყებს მისი სტრუქტურის ნელ-ნელა განადგურებას.
  5. ტყავის ფეხსაცმელს, ოფლისგან სრულად გასაშრობად, სჭირდება 24 საათი, ხოლო თუ თოვლში ამ ფეხსაცმლით 2 დღე მაინც დადიხართ, მას არ აძლევთ სრულად გამოშრობის საშუალებას და ამცირებთ ექსპლუატაციის ვადას.
  6. დაბოლოს, რჩევა, რომელსაც უკვე საუკუნეებია, ჩრდილოეთის ქვეყნების მოსახლეობა იყენებს: ჩაიცვით ფეხსაცმელზე კალოშები ან ბახილები – ისინი საუკეთესოდ დაიცავს მას მარილისა და ქიმიის ზემოქმედებისგან. თანაც, დღეს ბაზარზე იპოვით არამხოლოდ რეზინის მონსტრებს (“მშვიდობით, ახალგაზრდობავ”), არამედ უფრო თანამედროვე კალოშებსაც.

როგორც ხედავთ, ფეხსაცმლიდან მარილის ამოყვანა შესაძლებელია, თუმცა ეს გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ, საუკეთესო საშუალებაა ფეხსაცმლის დაცვა ამ ლაქების გაჩენისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს