ნაზი კატლეტი, გემრიელი სალათა და ცოტა საპონი – რა მოვამზადოთ ბაბუაწვერას ყვავილებისგან

0
454

თითქოს, რისი მომზადება შეიძლება ბაბუაწვერასგან? მწერალ რეი ბრედბერის თაყვანისმცემლები გიპასუხებთ: ღვინო! მაგრამ არა! ბაბუაწვერასგან ღვინის დაყენება ძალიან პრობლემურია. აი, ვეგეტარიანული კატლეტის, სალათის, პეროგის, მურაბის, ჩაის, საპნის და სამკურნალო ბალზამის მომზადება ადვილია. გამოიყენება არა მხოლოდ ფოთლები, არამედ ყვავილები (რეცეპტის მიხედვით). პაპარაცი გიამბობთ, რისი მომზადება შეგიძლიათ, როცა ბაბუაწვერა აყვავდება.

ბაბუაწვერას ყვავილობის პერიოდი მაისიდან ივნისამდეა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, სადაც უკვე თბილა, ბაბუაწვერა სეზონურ მენიუში ჩნდება. მაგალითად, იტალიასა და საფრანგეთში ეს მცენარე ისეთი გავრცელებულია, როგორც ისპანახი. რესტორანში ასეთი სიამოვნება ზღაპრული თანხა დაგიჯდებათ! ამიტომაც ევროპაში ბაბუაწვერას ყიდვა მიღებული არაა. ბაბუაწვერასგან კერძების მომზადება ოჯახურ ტრადიციას მიეკუთვნება, ამიტომ ყვავილებს აგროვებენ ქალაქგარეთ სეირნობისას, იქ, სადაც ჰაერი სუფთაა. ნუთუ ჩამოვრჩებით ფრანგებს და იტალიელებს? ჩაიწერეთ რეცეპტები!

რა მოვამზადოთ, როცა ბაბუაწვერა აყვავდება?

ბაბუაწვერა საკვებად ვარგისი ველური მცენარეა, მის უახლოესი ნათესავია რუკოლა. ამას მომზადებისთანავე შეამჩნევთ. ბაბუაწვერას გემო მდიდარია, ფოთლები საკმაოდ ხორციანი. როგორც წესი, სწორედ ფოთლებს მიირთმევენ: იტალიაში ბაბუაწვერას ფოთლებს შუშავენ, საფრანგეთში ახალ ფოთლებს სალათას უმატებენ. თავად ყვითელი ყვავილის პოტენციალი არ უნდა გამოგრჩეთ, მისგან ხორციანი კატლეტის გემრიელი ალტერნატივა შეგიძლიათ მოამზადოთ.

ბაბუაწვერას ყვავილების კატლეტი

ეს კერძი ბევრი მიზეზით გასაოცარია. პირველ რიგში, ნამდვილად გემრიელია! მეორეც, ტექსტურა გასაოცარია და თავისი თვისებებით ხორცს არ ჩამორჩება! ასეთი კატლეტი გარნირთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ან ვეგეტარიანულ ბურგერში გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ბაბუაწვერას ყვავილები
  • 1 ჭიქა საფანელი
  • 2 კვერცხი
  • 0,25 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 0,25 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 1 ს/კ ფრანგული მდოგვი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ბაბუაწვერას ყვავილები მოამზადეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყვავილები უნდა შეაგროვოთ ეკოლოგიურად სუფთა ზონაში: გზიდან და პესტიციდებით სავსე სამრეწველო მინდვრებისგან მოშორებით. შეგროვების შემდეგ (ჭიქები უნდა გაივსოს, ყვავილები ჩატუმბეთ), ყველაფერი კარგად უნდა მომზადდეს. პირველ რიგში, ყვავილებს მწვანე ყუნწი მოაშორეთ, რადგან ცოტა მწარეა. თუ რუკოლას გემო მოგწონთ, შეგიძლიათ დატოვოთ. მომზადებამდე ყვავილის ფურცლები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

2. ფარში მოამზადეთ. 6–7 გემრიელი კატლეტისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები დიდ თასში აურიეთ (მცენარეული ზეთის გარდა, ის შესაწვავად გვჭირდება).

3. კატლეტებს ფორმა მიეცით, როგორც ბურგერისთვის. აკონტროლეთ, რომ ძალიან თხელი არ გამოვიდეს, 2–3 სმ სისქე უნდა ჰქონდეს. პერგამენტზე მოათავსეთ მოხერხებულობისთვის. კატლეტებს პოლიეთილენის პარკი დააფარეთ და ნახევარი საათი მაცივარში შეინახეთ. ამ დროში კატლეტები ცოტა გამაგრდება და შეწვისას არ დაიშლება. გარდა ამისა, ეს დრო საჭიროა, ყველა გემოს სწორად შერწყმისთვის.

4. შეწვის დრო! ტაფაზე რამდენიმე სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ბაბუაწვერას კატლეტები გადაიტანეთ. პარტიებად შეწვით, რომ თითოეული კატლეტი კარგად მოიხარშოს. დაახლოებით 5 წუთი საშუალო ცეცხლზე შეწვით, რომ კატლეტები ოქროსფერი და ხრაშუნა გამოვიდეს.

სუფრაზე გაიტანეთ ცხელი კატლეტები, როგორც მთავარი კერძი გარნირთან ერთად ან ახალ ფუნთუშაზე დადეთ.

ფრანგული სალათა ბაბუაწვერათი

საფრანგეთში უპირატესობას ანიჭებენ ბაბუაწვერას ხრაშუნა, ახალ ფოთლებს. გაზაფხულზე კენკრაზე და ადრეულ მწვანილზე ადრე ჩნდება. ამ მეთოდით ორგანიზმი მდიდრდება B, C და E ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით და ნატრიუმით. ბაბუაწვერას ფოთლები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. სეზონური ხილ–ბოსტნეულის გარეშე ხანგრძლივი სიცივის შემდეგ, თქვენი ხსნა გახდება. მისგან ამზადებენ ტრადიციულ ნოყიერ სალათას – Salade de pissenlit.

ჩვეულებრივ ცხლად მიირთმევენ, ზემოდან ცხელ სოუსს ასხამენ. როგორ მზადდება, იხილეთ ჩვენს რეცეპტში. ფოთლების გემო რბილი რომ იყოს, ყვავილობამდე შეაგროვეთ. თუ ყვავილობის შემდეგ შეაგროვებთ, სალათაში დამატებამდე მარილიან წყალში ჩაალბეთ. ასე სიმწარე მოშორდება და დარბილდება. ყურადღება მიაქციეთ: სალათაში ზეთი არაა და ეს შემთხვევით არ არის.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ბაბუაწვერას ფოთლები
  • 200 გ ბეკონი (შებოლილი უკეთესია)
  • 2 ს/კ ძმარი (ღვინის უკეთესია)
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 1 ს/კ დიჟონის მდოგვი
  • თეთრი პური გახუხული პურისთვის
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნამდვილად ფრანგული სალათის მოსამზადებლად გახუხული პური გააკეთეთ. 100 გრამი თეთრი პური კუბებად დაჭერით, ზეთი მოასხით, მარილი მოაყარეთ და ღუმელში სასიამოვნოდ შეწითლებამდე აცხვეთ. მნიშვნელოვანია, რომ გახუხული პური კარგად იყო შეზეთილი. რა თქმა უნდა, მშრალ ტაფაზე შემწვარი უბრალო ორცხობილები შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. კვერცხი მოსახარშად დადგით და ბეკონის შეწვა დაიწყეთ. ბეკონი ნაჭრებად დაჭერით და საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ბეკონი ბაბუაწვერას ფოთლებზე მოათავსეთ.
  3. სოუსის დროა! ჯერ კიდევ ცხელ ტაფაზე ძმარი დაასხით, კოვზი წყალი შეგიძლიათ დაუმატოთ. მდოგვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. მიღებული სოუსი ბეკონს და ბაბუაწვერას ფოთლებს მოასხით.
  4. ზემოდან ნაჭრებად დაჭრილი კვერცხი და გახუხული პური მოაყარეთ. ესეც ასე, მზადაა!

ბაბუაწვერას ყვავილობა: ნაზი მურაბა

ენით აღუწერელი ფერის და სუნის მქონე მურაბა ბაბუაწვერას ყვავილებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. თაფლის მსგავსი გამოდის და სამკურნალო თვისებები აქვს, რადგან ბეტა კაროტინით მდიდარია. შეგიმჩნევიათ, რამდენად კაშკაშა ყვითელია ბაბუაწვერა? ეს ყველაფერი ბეტა კაროტინია.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ბაბუაწვერას ყვავილები
  • 800 გ შაქარი
  • 800 გ წყალი
  • 2 ლიმონი
  • კოჭა, მოცხარის ფოთლები სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. 400 გრამი ყვავილები დაახლოებით 1 ორლიტრიანი ქილაა, მჭიდროდ ჩატუმბული. გაითვალისწინეთ, რომ მურაბისთვის მხოლოდ ყვითელი ნაწილი უნდა გამოიყენოთ. მწვანე ყუნწები შეიცავს რძეს და ცოტა მწარეა. მომზადებამდე ყვავილები წყალში 2 საათით ჩაალბეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და მომზადება დაიწყეთ. ბაბუაწვერას 800 მლ წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ. შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და მთელი ღამე, დაახლოებით 10 საათი, გააჩერეთ.
  2. ახლა ნაზი ნახარში მარლაში გადაწურეთ, რომ ფურცლები მოაშოროთ. ყვავილები აღარ გჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ დატოვოთ ესთეტიკური თვალსაზრისით იმის საჩვენებლად, რომ ბაბუაწვერას მურაბაა.
  3. ახლა ნახარშს დაუმატეთ 800 გ შაქარი და ადუღებამდე ხარშეთ. როცა ადუღდება, ლიმონი ქერქიანად დაუმატეთ. ასევე ცოტა გახეხილი კოჭა სურვილისამებრ. 45 წუთი ხარშეთ, დროდადრო ქაფი მოაშორეთ. შემდეგ ლიმონი ამოიღეთ, გააგრილეთ, წვენი მურაბაში ჩაწურეთ და აურიეთ. კიდევ 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ მურაბა ქილებში გადაანაწილეთ.
  4. არ შეგეშინდეთ, რომ ხარშვისას მურაბა ყავისფერი გახდება. ბოლოს, განსაკუთრებით ლიმონის წვენის დამატების შემდეგ, ქარვისფერი გახდება. ბაბუაწვერას მურაბა ტოსტზე და ხაჭოზე შესანიშნავად გამოიყურება.

ბაბუაწვერას ყვავილობა: საპნის რეცეპტი

არა მხოლოდ კერძები. სახლის კოსმეტიკის მომზადების დროა. ეს რეცეპტი დასავლეთ ვირჯინიის მთებში მცხოვრებმა გამიზიარა. ჩიოდა, რომ იქ მაღაზიებში ადვილი არ იყო პირველად მოხმარების ნივთების პოვნა, როგორიცაა საპონი. ამიტომაც ბაბუაწვერასგან ხარშავს, წინასწარ ყვავილების შეგროვების შემდეგ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ბაბუაწვერას ყვავილები
  • 200 გ ქოქოსის კარაქი
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ წყალი
  • 50 გ ტუტე (ფრთხილად გამოიყენეთ)
  • ეთერზეთი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. ბაბუაწვერა ქილაში მჭიდროდ მოათავსეთ, ზეითუნის ზეთი დაასხით, ქილა დაახურეთ და 2 კვირა ბნელ, გრილ ადგილას გააჩერეთ. ეს საჭიროა ნაყენის მოსამზადებლად, საიდანაც მოგვიანებით შეგიძლიათ გააკეთოთ ბალზამი ან საპონი. რამდენიმე დღეში ერთხელ ბაბუაწვერას ქილა შეანჯღრიეთ.
  2. როცა ნაყენი მზად იქნება, ტუტე ბაზა მოამზადეთ. ამისთვის შეურიეთ წყალი და ტუტე, როგორც მითითებულია შეფუთვაზე (ჩვეულებრივ 1:2), ნარევს გაცივება აცადეთ. უსაფრთხოების წესები დაიცავით. უმჯობესია, ტუტე ხსნარი მოამზადოთ გამწოვის ქვეშ ან გარეთ, ხელთათმანი და რესპირატორი აუცილებლად გაიკეთეთ.
  3. ქოქოსის კარაქი გაადნეთ, 150 მლ ბაბუაწვერას ზეთი დაუმატეთ და ნელ–ნელა დაასხით ტუტე ხსნარს (უკვე ცივი უნდა იყოს). ახლა ნარევს რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად აურიეთ. შემდეგ ათქვეფა დაიწყეთ, უმჯობესია ბლენდერი გამოიყენოთ. ათქვიფეთ მანამ, სანამ მასა ჰაეროვანი, კრემისებრი კონსისტენციის პუდინგი არ გახდება.
  4. რბილი სალონი სილიკონის ფორმებში ჩაასხით და გრილ, მშრალ ადგილას გასაშრობად გააჩერეთ. დაახლოებით 2–3 კვირა სჭირდება.
  5. ასევე ბაბუაწვერას ზეთისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ბალზამი, თმის ნიღაბი და სახის კრემ–ემულსია.

ბაბუაწვერას ყვავილებისა და მწვანილის გამოყენების უთვალავი მეთოდი არსებობს. მაგალითად, მისი ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა მწვანილის ნაცვლად დახურულ პეროგში და ღვეზელში. ნიორთან ერთად ზეთში შეგიძლიათ შეწვათ და ომლეტთან ერთად მიირთვათ. ახალი ფოთლებიც კარგია, რასაც ფრანგული გამოცდილება ამტკიცებს. არ გამოტოვოთ ბაბუაწვერას ყვავილობა! შეინახეთ რეცეპტები, რომ ამ გაზაფხულზე რაღაც ახალი მოამზადოთ!