როდის დაიწყო სსრკ–ში ბურახის გაყიდვა დიდი ყვითელი კასრებიდან. მოქალაქეები მასზე გიჟდებოდნენ

0
176

როდესაც სსრ კავშირმა დიდი ყვითელი კასრებიდან ბურახის გაყიდვა დაიწყო, მოქალაქეებში წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. სიცხისგან თავის დასაღწევად გრილი, მატონიზირებელი სასმლის დალევა დაიწყეს როგორც უფროსებმა, ასევე ბავშვებმა. პირდაპირ ქუჩაში სვამდნენ, ქილაში ან ბიდონში ჩასხმული სახლში მიჰქონდათ ოჯახის წევრებისთვის. არავინ ფიქრობდა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ბურახის დალევა ასეთი მოცულობით, რადგან უალკოჰოლოდ თვლიდნენ. ბურახი ხომ ლუდი არაა, არ დაგათრობს!

შეიძლება თუ არა ბურახის დალევა მანქანის მართვისას?

ნატურალური პროდუქტების დუღილის შედეგად მიღებულ ნამდვილ სასმელში სპირტის მინიმალური შემცველობა (1,2%–მდე) არის. ხელნაკეთში უფრო მეტიც შეიძლება იყოს. თუ გაღელვებთ კითხვა, შეიძლება თუ არა ბურახის დალევა მანქანის მართვისას, გპასუხობთ: რეკომენდებული არაა. ტესტის გავლისას პრობლემების თავიდან ასაცილებლად ფერმენტირებული სითხის მიღებისგან თავი შეიკავეთ. ეს შეზღუდვა მხოლოდ ცოცხალ სასმელებზე ვრცელდება. მისი გაზიანი იმიტაცია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დალიოთ. ბევრს მაინც ვერ დალევთ.

შეიძლება თუ არა ბურახის დალევა ყოველდღე და რა რაოდენობით?

ზრდასრული ადამიანისთვის, რომელსაც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები არ აქვს, დღეში 500 მლ–მდე ნატურალური ბურახის დალევა ნებადართულია. მისთვის სასარგებლოც იქნება. თუ დიეტას იცავთ ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ფერმენტირებული სასმლის დალევისგან თავი შეიკავეთ, რადგან საკმაოდ კალორიულია, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ბევრი გაზის წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს. ალკოჰოლის შემცველობის გამო ბურახის დალევა პატარა ბავშვებისა და ორსულებისთვის რეკომენდებული არაა, მაღაზიაში საეჭვო ხარისხის ბურახის სუროგატის შეძენა არ ღირს.

ერთხელ გადავწყვიტე ბურახის დაგემოვნება, რომელსაც ახლა მაღაზიებში და სეზონურ კარვებში ასხამენ. ვვარაუდობდი, რომ იმედი გამიცრუვდებოდა და ვყოყმანობდი, შეიძლება თუ არა მსგავსი ხარისხის ბურახის დალევა, მაგრამ წყურვილმა გაიმარჯვა. 500 მლ პლასტმასის ჭიქაში მომიტანეს სითხე, რომელიც ძველ სასმელს მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა, მაგრამ გემოში იყო შაქრის, ლიმონმჟავას, საღებავების და არომატული დანამატების ნარევი, წყალში გაზავებული და გაზით სავსე. მისი დალევის შემდეგ გულძმარვა დამეწყო და ყელი უფრო გამომიშრა.

ბურახი კასრიდან

სულ სხვა საქმეა მობილური კასრიდან ჩამოსხმული ბურახი. წყურვილს კარგად კლავდა და ენერგიით გავსებდა. სამწუხაროა, რომ თანამედროვე პროდუქტები მას ჩამორჩება. ადრე ცოცხალ ბურახს უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივ ქარხანაში აწარმოებდნენ. მის მოსამზადებლად გამოიყენებოდა ალაოს ტკბილი, საფუვრის და შაქრის დამატებით. დუღილს 1 დღე მაინც სჭირდებოდა. ხოლო სასმლის რეალიზება 2 დღეში უნდა დასრულებულიყო, რომ სასმელი არ დამჟავებულიყო. რეგულატორები, სტაბილიზატორები და კონსერვანტები არ ემატებოდა, ამიტომ დიდხანს არ ინახებოდა. არც იყო საჭირო, რადგან ბურახი სწრაფად იყიდებოდა.

მზა ბურახს მთელი ზაფხულის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში ატარებდნენ. კასრთან თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალბატონი ჯდებოდა. ის ოსტატურად ახერხებდა ქაფიანი სასმლით თლილი ჭიქების, მძიმე ბოკალების და სამლიტრიანი ჭურჭლის გავსებას. ყველა კლიენტი სვამდა ერთსა და იმავე ჭურჭლიდან, რომელსაც იქვე სუფთა წყალს ავლებდნენ რაიმე სარეცხი საშუალების გარეშე. ანტისანიტარია? დიახ! მაგრამ არავინ ჩიოდა. გამოცდილი ქალები სწრაფად მუშაობდნენ, რადგან ეს მათ ინტერესებში იყო: რაც უფრო მაღალია ქაფის ფენა ჭიქაში, მით მეტია ნაყენი. ბურახი საბჭოთა კავშირში მხოლოდ 6 კაპიკი ღირდა ნახევარი ლიტრზე, ხოლო 1 კასრზე გამყიდველს 5 მანეთამდე „დაზოგვა“ შეეძლო, რაც სერიოზული თანხა იყო 90–100 მანეთის ხელფასისთვის.

საამქროებში კონტეინერების სისუფთავისა და სანიტარული პირობების შესახებ სხვადასხვა ხმები დადიოდა. ბურახის რიგში დგომისას კლიენტები ხშირად საუბრობდნენ და ჭორებს ჰყვებოდნენ. ყველაზე გავრცელებული ზღაპარი იყო მატლებზე, რომელიც კასრებში იზრდებოდა. მსგავსი საშინელებათა ისტორიები ძეხვზე და პურზეც ვრცელდებოდა. ნაკლებს ჭამდნენ ამ საკვებს? რა თქმა უნდა, არა!

ძველი ტექნოლოგიით ბურახის დამზადება წარსულს ჩაბარდა. სუპერმარკეტებში მის ადგილზე გამოჩნდა ბოთლები იმავე სახელწოდებით ეტიკეტზე. მასზე მითითებულია ხანგრძლივი შენახვის ვადა, რაც ნატურალურ პროდუქტს არ ახასიათებს. თუ დღეს ნამდვილი ცოცხალი სასმლის დალევა გსურთ, შინ მომზადებას გირჩევთ. ამის გაკეთება რთული არაა. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ სახლის პირობებში დაბალ ალკოჰოლური სასმელი გამოდის, რომლის ჭარბად მიღება არ შეიძლება.