იაპონურ თოჯინა ოკიკუს უკვე 100 წელია თმა ეზრდება. ამ სასწაულის სანახავად უამრავი ტურისტი მოდის

464

ჩვენთვის იაპონელი ხალხი რაღაც უცხოპლანეტელებივით არიან. აღმოსავლეთის მზის ქვეყნის შვილების ტრადიცია და ჩვეულება წარმოუდგენლად უცნაურად და გაუგებრად გვეჩვენება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენ არ მოგვეწონება.

რა თქმა უნდა, იაპონური შოუ და სარეკლამო რგოლები გაგაოცებთ, მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდობას მათი ანიმაცია – ანიმე ძალიან უყვართ. ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების მრავალი ანიმაციური ფილმი სიუჟეტის სიღრმით და ფილოსოფიური საკითხებისადმი ახალი მიდგომით გამოირჩევა.

იაპონური თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქის ლეგენდები წარმოადგენს. ძირითადად, ხალხის შესაშინებლად და განგაშისთვის არის შექმნილი. თუმცა, იმდენად ატმოსფერული და უჩვეულოა, რომ მათ უგულებელყოფას ვერ მოახერხებთ. ერთ-ერთი მთავარი ლეგენდა კი თოჯინა ოკიკუს საშინელ ისტორიას ეხება.

ლეგენდის თანახმად, ისტორია 1918 წელს იწყება. ახალგაზრდა იაპონელი მეზღვაური იოში სამხედრო გემზე მსახურებიდან დაბრუნდა და მშობლიურ კუნძულ ჰოკაიდოზე სახლში მისვლას ჩქარობდა. ბიჭმა გადაწყვიტა, რომ მშობლები არა მხოლოდ მისი მისვლით გაეხარებინა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე სუვენირი შეიძინა, მათ შორის მომხიბვლელი თოჯინა, რომელიც მისი პატარა და ოკიკუსთვის იყო განკუთვნილი.

გოგონას საჩუქარი იმდენად გაუხარდა, რომ ძველი სათამაშოები საერთოდ დაავიწყდა. ის მთელი დღე იჯდა და თოჯინით თამაშობდა, დედის მიერ შეკერილ ტანსაცმელს აცმევდა, ღამით კი ლოგინში მის გვერდით იწვენდა. გოგონა თოჯინაში თავის თავს ხედავდა, ამიტომ თავისი სახელი ოკიკუ დაარქვა.

ერთხელ გოგონა ძალიან ავად გახდა. ის იმდენად ცუდად იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომა არ შეეძლო. ოკიკუს მშობლები საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლოთ. დაავადებამ თავისი ქნა და ბავშვი გარდაიცვალა.

უნუგეშო დედა ადგილს ვერ პოულობდა, როცა ქალიშვილის საყვარელი თოჯინა გაახსენდა. მშობლებმა თოჯინა ოჯახის სამსხვერპლოზე დადეს, სადაც რეგულარულად მოდიოდნენ, რომ საყვარელი შვილი გაეხსენებინათ.

თოჯინა სამსხვერპლოზე იდო, მაგრამ ცოტა ხანში უცნაური რამ დაემართა: თმა ნელა, მაგრამ ეზრდებოდა. თავინდან ოკიკუს ოჯახი ფიქრობდა, რომ ჭკუიდან გადავიდნენ, მაგრამ როცა თმის სიგრძემ თოჯინის მუხლამდე მიაღწია, დარწმუნდნენ, რომ ამაში უწმინდური ძალები მონაწილეობდნენ.

1938 წელს ოკიკუს ოჯახი საჰალინში გადავიდა, თუმცა დაწყევლილი თოჯინის თან წაღება ვერ გაბედეს. მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა, ამიტომ გარდაცვლილი გოგონას მამამ წმინდა მსახურებთან მისი მიტანა გადაწყვიტა.

ტაძარი მანეძის ბერებს, რომელიც ჰოკაიდოში ქალაქ ივამიძავში მდებარეობს, არ შეეშინდათ იმ ოინების, რაც უცნაურ თოჯინას ემართებოდა. მათ თოჯინა ხის სპეციალურ ყუთში ჩასვეს და თვალსაჩინო ადგილას დადეს.

ოკიკუ დღემდე ამ ტაძარშია. მისმა ისტორიამ იაპონელებზე შთაბეჭდილება მოახდინა და მთელ ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა. ბერები თოჯინას თმას რეგულარულად ჭრიან და ამ სასწაულის სანახავად მოსულ ტურისტებს მის ისტორიას უყვებიან.

ეს სიმართლეა, თუ ცრუ მონაგონი, თავად გადაწყვიტეთ. შესაძლოა, ბერები ამით ტურისტებისგან ფულს შოულობენ, ან იქნებ გოგონას სულს ამქვეყნიური ცხოვრება არ მიუტოვებია და საყვარელი თოჯინის სხეულში ჩასახლდა, რომელიც რაღაც ღუზის მსგავსი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს