ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ მალე დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება და მარსზე გადასვლას გეგმავს

1585

სულ რაღაც 2 წლის წინ გამოიცა დუგლას რაშკოფის წიგნი „უმდიდრესის გადარჩენა“. მასში აღწერილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანები შეშფოთებული არიან ქვეყნიერების აღსასრულით. სანამ მარკ ცუკერბერგი აშენებს ავტონომიურ ბუნკერს ჰავაის ერთ–ერთი კუნძულის სანაპიროზე, ილონ მასკი დეტალურ ინტერვიუებს იძლევა იმის შესახებ, რომ მისთვის მარსის კოლონიზაცია მთავარი ამოცანაა. „უახლეს წლებში მარსზე გავგზავნი რამდენიმე მილიონ მოხალისეს და რამდენჯერმე მეტ ტონა ძვირფას ტვირთს“ – თქვა მან. ეს სიტყვები Space X-ის ბაზაზე გამართულ ერთ-ერთ დახურულ კონფერენციაზე ითქვა.

რა თქმა უნდა, კარგია ახალი ტექნოლოგიები, კოსმოსური მოგზაურობა, ახალი პლანეტის შესწავლა. მაგრამ რატომ ვჩქარობთ? ბოლო 5 წლის განმავლობაში ილონ მასკი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ მისი პროგნოზით კაცობრიობა ძალიან მალე დაიღუპება. მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში თქვა: „თუ ადამიანი გახდება პლანეტათაშორისი ან თუნდაც ვარსკვლავთშორისი სახეობა, მაშინ გადავრჩებით. თუ არა, კაცობრიობის გაქრობა მხოლოდ დროის, რამდენიმე საუკუნის საკითხია“.

რატომ იზიდავს ილონ მასკს მარსის კოლონიზაცია?

ყველაფერი მარტივია. მთავარი იდეაა, რომ თუ დედამიწაზე მოხდება გლობალური კატასტროფა, ყოველთვის დარჩებიან ისინი, ვინც წესრიგს დაამყარებენ. კერძოდ, დაბრუნდებიან დედამიწაზე და ფერფლიდან აღადგენენ. რამდენად რეალურია ეს შიშები? ბრწყინვალე სტივენ ჰოკინგი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ამბობდა, რომ ჩვენი გადარჩენისთვის მარსის და მთვარის შესწავლა უნდა დაიწყოს მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

აი, რამდენიმე თეორია ილონ მასკისგან, რომლის მიხედვით „მეორე სახლის“ ძიება არ არის ახირება, არამედ მწვავე აუცილებლობა.

მესამე მსოფლიო ომი

ჯერ კიდევ 2018 წელს, Falcon Heavy–ის გაშვების შემდეგ, ილონ მასკი დაესწრო კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალს ქალაქ ოსტინში (ტეხასი). იქ მესამე მსოფლიო ომის შესახებ სერიოზულ შიშებზე ისაუბრა. მრავალმილიონიანი კორპორაციის მფლობელი თვლის, რომ ბნელი დროის დადგომა გარდაუვალია. სურს, რომ ამ დროისთვის კაცობრიობას ჰქონდეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს თავისი კულტურა მარსზე. ეს იყო 2018 წელს, როცა მესამე მსოფლიო ომის შესახებ სერიოზული საფრთხე არ არსებობდა. ახლა?

2024 წლის აპრილში ილონ მასკმა უპასუხა ბენ შაპიროს, ცნობილი პოლიტიკური შოუს წამყვანს, ტვიტერზე, რომელსაც გადაარქვეს სახელი X. ამბობს, რომ ჯო ბაიდენის პოლიტიკა მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს. „ის, რაც ახლა ხდება პოლიტიკურ არენაზე, ძალიან სახიფათოა“ – ხაზს უსვამს ილონ მასკი. განსაკუთრებით შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის ბოლო ბირთვული განვითარებით.

მარსის კოლონიზაცია: ხელოვნური ინტელექტი

ნოლანთან ერთ–ერთ პანელურ დისკუსიაზე ილონ მასკმა აღიარა, რომ ბოლო დროს ძილის პრობლემები აწუხებს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამო.

„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ბირთვული იარაღი. მაშ, რატომ არ გვაქვს გონივრული ორგანოები მისი განვითარების საკონტროლოდ?“

ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება სერიოზულად შეშფოთდეთ, რომ ფილმი „მატრიცა“ ჩვენი მომავალი რეალობაა. ტექნოლოგიური ინდუსტრიის კიდევ ერთი ტიტანი მარკ ცუკერბერგი თავის ოპონენტს მხოლოდ დასცინის. ცუკერბერგი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აქტიურად მხარს უჭერს და არ სჯერა, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. მაგრამ მასკი ამ საკითხში კატეგორიულია. მისი მოსაზრებით, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების გამო აპოკალიფსის რისკი უკვე 20%-ია. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

ილონ მასკი არ საუბრობს რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებაზე, მაგრამ მოითხოვს სპეციალური ორგანოების შექმნას, რომელიც მის გაკონტროლებას შეძლებს. ხელოვნურ ინტელექტს ადარებს ვუნდერკინდ ბავშვს, რომელსაც აღზრდა სჭირდება. ერთ–ერთ ინტერვიუში ილონ მასკმა საშინელი პერსპექტივა დასახა.

გამოკვეთა სიტუაცია, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს დაევალება კაცობრიობის გაბედნიერება. რა მოხდება, თუ კომპიუტერი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო გამოსავალი არის დოფამინის და ენდორფინის იძულებით შეყვანა ადამიანის სხეულში? ბედნიერების ასეთი სიმულაცია დავალებას დააკმაყოფილებს, მაგრამ ეწინააღმდეგება ნორმის შესახებ ჩვენს გაგებას. ხელოვნური ინტელექტის მორალური ღირებულებების სწავლება რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.

ასტეროიდის ჩამოვარდნა

მაშინაც კი, თუ კაცობრიობა არ გახდება მესამე მსოფლიო ომის ან ხელოვნური ინტელექტის მსხვერპლი, შემდეგი სცენარი განვითარდება 100%–იანი ალბათობით. როგორც სტივენ ჰოკინგი ამბობდა, ეს არ არის პარანოია, არამედ ფიზიკა, სტატისტიკით გამრავლებული. საუბარია დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნაზე, როგორც ეს მოხდა 66 მილიონი წლის წინ.

პლანეტის მთელი ისტორიის მანძილზე მოხდა დაახლოებით 6 გლობალური გადაშენება, რომლის დროსაც დაიღუპა დედამიწაზე მთელი სიცოცხლის 75%–ზე მეტი. უახლესი მაგალითია მეტეორიტი Chicxulub, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა. გამყინვარება, რომელიც მოჰყვა, ბნელ ფურცლად იქცა ჩვენი პლანეტის ისტორიაში. რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს, აუცილებლად განმეორდება. მართალია, ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი პლანეტის მახლობლად პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების შესახებ. თუ ეს მოხდება, მალე არ მოხდება.

მარსის კოლონიზაცია: გლობალური დათბობა

ბოლო 10 თვის განმავლობაში მეცნიერები აფიქსირებენ საშუალო ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებელს დედამიწის ყველა კუთხეში. მსოფლიო ოკეანეების ტემპერატურამ საშუალოდ 2 გრადუსით მოიმატა და ეს საგანგაშოა. სწორედ ოკეანეები არის პასუხისმგებელი მიწის გაგრილებაზე. აქვე დაუმატეთ მყინვარების დნობა, სათბურის ეფექტი და ოზონის ხვრელები.

ახალი პანდემია

ყველას გვახსოვს კოვიდის შედეგები. ამ დროისთვის საშინელი ვირუსი გადაიქცა სეზონურ გრიპად, შტამები დასუსტდა და ლეტალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი პანდემიის საფრთხე აღარ არსებობს. კაცობრიობის ისტორიაში ეს განმეორებადი ფენომენია. ახლა საქმე გვაქვს ანთროპოგენურ გავლენასთან ეკოსისტემაზე და კლიმატის ცვლილებაზე. მაგალითად, გლობალურ დათბობასთან ერთად კოღოების ჰაბიტი სწრაფად ფართოვდება. სწორედ კოღოები კლავენ მილიონზე მეტ ადამიანს ყოველწლიურად. მიზეზები: მალარია, დენგე, ყვითელი ცხელება და სხვა დაავადებები.

როგორ გეგმავს ილონ მასკი მარსის კოლონიზაციას?

იმის მიუხედავად, რომელი ზემოაღნიშნული სცენარი უფრო სავარაუდოა, არავის სურს დედამიწაზე ყოფნა ერთ–ერთი მათგანის დროს. განსაკუთრებით ილონ მასკი, რომელიც გეგმავს SpaceX-ის მთელი შემოსავალი წითელ პლანეტაში ჩადოს. როგორ აპირებს ამას?

ტექნოლოგიური აზროვნების გიგანტის გეგმა მოიცავს არა მხოლოდ მარსზე მოგზაურობას, არამედ მის ზედაპირზე ავტონომიური ქალაქის აშენებას. ამავდროულად, მშენებლობა და დასახლება ერთდროულად უნდა მოხდეს. საწყის ეტაპზე პროექტი იქნება, როგორც დიდი კოსმოსური ფლოტილა, რომელიც იპყრობს ახალ მიწებს. ამის განსახორციელებლად ილონ მასკი მუშაობს კოსმოსში მოგზაურობის ღირებულების შემცირებაზე. ბოლო ანგარიშით, 50000–ჯერ უნდა შემცირდეს.

პრობლემა ის არის, რომ ამისთვის საჭიროა ამაჩქარებელი ბლოკების, რაკეტის და საწვავის ხელახლა გამოყენება. კაცობრიობას ასეთი ტექნოლოგიები ჯერ არ აქვს. თუმცა, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, მარსზე ბილეთის ღირებულება იქნება მხოლოდ 140 ათასი დოლარი.

ჟურნალისტების კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ილონ მასკი, რომ ეს მხოლოდ ელიტას მისცემს შესაძლებლობას დატოვოს დედამიწა, მასკი პასუხობს:

„თავიდან რთული იქნება ამას პრივილეგია ვუწოდოთ. ეს უფრო ანტარქტიდის დაპყრობას ჰგავს: რთული და ძალიან სახიფათო“.

ადრე ილონ მასკი ვარაუდობდა, რომ მარსის ყველა პირველმოსახლე ვერ გადარჩება. საშიშროება უკვე იმალება რაკეტის გაშვების დროს, რაც ყოველთვის წარმატებული არ არის.

პროექტის პირველი ეტაპი კოსმოსური ლაინერის შექმნაა. მასკის თქმით, გეგმავს წითელ პლანეტაზე გააგზავნოს 100 მგზავრი და 450 ტონა ტვირთი. ამ ექსპედიციამ არსებულ ვითარებას ნათელი უნდა მოჰფინოს. მგზავრობის ხანგრძლივობა 80 დღე იქნება. კითხვაზე, რამდენი დრო დასჭირდება ასეთი ხომალდის შექმნას, რთულია პასუხის გაცემა. თუმცა ისეთი წარმატებული პროექტების მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა „ექსომარსი“ და მარსმავალის შექმნა, პერიოდი დაახლოებით 5 წელია.

მარსის კოლონიზაცია: ძირითადი პრობლემები

ალექსეი მალახოვი, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის ბირთვული განყოფილების უფროსი პლანეტოლოგი, სკეპტიკურად განწყობილია. პროგრამის სუსტი მხარეები მისთვის საწყის ეტაპზეც აშკარაა. დარწმუნებულია, რომ ასეთი პროექტის დასაწყებად მასკს მთელი სიცოცხლე არ ეყოფა. პრობლემა მდგომარეობს ფიზიკის მარტივ კანონებსა და ტექნოლოგიურ კითხვებში, რომლებზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს.

მაგალითად, წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ დავიცვათ თავი მარსზე რადიაციის კოლოსალური დოზებისგან. ის, როგორც ვიცავთ თავს ახლა მისგან, კოსმოსში არ დაგვეხმარება. მრავალმეტრიანი ლითონის ფირფიტები, რომლითაც შეიძლება დაიფაროს ხომალდის კორპუსი, აპარატის გაშვებას შეუძლებელს ან ძვირადღირებულს გახდის. რადიაციული პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტა არ გვაქვს.

ასევე პროექტი მოითხოვს ტიტანურ ინვესტიციებს ძალიან საეჭვო შედეგებით. ადამიანებს ხომ არასოდეს უცდიათ სხვა კოსმოსურ სხეულზე ცხოვრებასთან შეგუება. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მაგალითიც ადასტურებს, რომ ეს ძალიან ძვირია. რომელი სახელმწიფო არის მზად დაემშვიდობოს ასეთ კოლოსალურ თანხებს? რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარების პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ინვესტიციების დახმარებით, მაგრამ ამას დასჭირდება არა წლები, არამედ ათწლეულები და საუკუნეები.

ალექსეი მალახოვი ამბობს, რომ მთვარის პირველი ათვისება უფრო სავარაუდოა. ის უფრო ახლოსაა, ფრენას მხოლოდ 3–5 დღე სჭირდება. თუ რაიმე მოულოდნელი მოხდება, დედამიწაზე დაბრუნების შანსი არსებობს. მთვარეზე ჩვენს ცივილიზაციას შეუძლია კოსმოსურ პირობებში სადგურის აშენებაზე პრაქტიკა გაიაროს.

მეცნიერები ერთ რამეში თანხმდებიან: დარწმუნებულნი არიან, რომ კოსმოსის და სხვა პლანეტების ათვისება მხოლოდ დროის საკითხია. წითელი პლანეტა შესწავლის სიაში პირველია. თუმცა ვინ მოაწყობს მარსის კოლონიზაციას, მასკი თუ ვინმე სხვა, არავინ იცის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს