შარშან არ ვიცოდი, სად წამეღო ამდენი ჟოლო. გიზიარებთ კენკრის მოყვანის საიდუმლოებებს

2975

დამწყებ მეაგარაკესაც შეუძლია გაზარდოს ჟოლო თავის ნაკვეთზე. უპრეტენზიო კულტურაა და ადამიანის ჩარევა დიდად არ სჭირდება. თუმცა მხოლოდ მარჯვე მებოსტნე შეძლებს ტკბილი კენკრის უხვი მოსავლის აღებას. თუ ჟოლოზე სათანადოდ არ იზრუნებთ და თვითნებაზე მიუშვებთ, მხოლოდ ათიოდე მუჭა კენკრას აიღებთ. თუ საქმეს გონივრულად მიუდგებით, იმდენ ჟოლოს აიღებთ, ოჯახსაც ეყოფა და მეგობრებსაც გაუმასპინძლდებით, მეზობლების წინაშეც იტრაბახებთ!

ჟოლოს მოყვანა: მნიშვნელოვანი რჩევები

პირველი ნაბიჯები

აუცილებლად აირჩიეთ ჟოლოს ის ჯიში, რომელიც უკეთ შეეფერება თქვენი ნაკვეთის კლიმატურ პირობებს. გამოცდილი მებოსტნეები რეკომენდაციას უწევენ რემოტანტულ ჟოლოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შემოდგომის პირველ ყინვამდე ნაყოფს მოგცემთ.

კვლების მოწყობა

აგრონომების აზრით, ვიწრო კვლებში დარგული ჟოლო უფრო კარგ ნაყოფს იძლევა. 30 სმ–მდე სიგანის რიგებში დარგული ბუჩქები იღებს ოპტიმალური რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს და მზის სინათლეს. აკონტროლეთ, რომ რიგებს შორის დაშორება ზუსტად 70 სმ იყოს. ჟოლო აუცილებლად შპალერზე დარგეთ.

მორწყვა, გამოკვება, გასხვლა

როგორც წესი, ჟოლოს გამოკვება სეზონზე სამჯერ სჭირდება. იდეალურია კომპლექსური კვება, რომელშიც შედის აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. მცენარე კარგად უნდა გამოკვებოთ მოსავლის აღების შემდეგ. ასე შემდგომ ნაყოფიანობას გაუადვილებთ.

ჟოლო მორწყეთ დილას და საღამოს, როცა მზე არ დუღს. ბუჩქები რეგულარულად, მაგრამ ზომიერად მორწყეთ. ჟოლოს წყალი უყვარს, მაგრამ სიჭარბეს ვერ იტანს. ბუჩქების ქვეშ მიწა მუდმივად დაფარეთ კომპოსტის, ტორფის და სხვა ორგანული ნივთიერებების მულჩით. ასე რეკორდული რაოდენობის მოსავალს აიღებთ. ბუჩქები რეგულარულად შეამოწმეთ და დაუყოვნებლივ მოიშორეთ ნაკვეთზე შემოღწეული პარაზიტები.

წარმატების საიდუმლო

ჟოლოს სერიოზული გასხვლა სჭირდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. პროცესის დროს თითოეულ ბუჩქზე დატოვეთ 5–7 ყველაზე ჯანსაღი და ძლიერი ყლორტი, ყველაფერი დანარჩენი გადაჭერით. გარდა ამისა, ჟოლოს ბუჩქებზე ახალი ნაზარდები რეგულარულად შეამოწმეთ და მოაშორეთ, თუ ზედმეტი ბევრი გახდება.

ნაზარდების ჭარბი რაოდენობის დროს ჟოლო ზრდის რეჟიმზე გადადის, რაც მოსავლიანობას მკვეთრად ამცირებს. სწორედ ამიტომ, ჭარბი ნაზარდი რეგულარულად უნდა მოაშოროთ, ბუჩქებს დაუარეთ ბასრი ნიჩბით 3–5 სმ სიღრმეზე. ჟოლოს მოყვანის მხოლოდ ეს გზა მოგცემთ ნამდვილად რეკორდულ მოსავალს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს