როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს დედასთან, რომელსაც მხოლოდ ჩემი და უყვარს და მხოლოდ მას ეხმარება?

1130

დედაჩემს ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ჩემი და, რომელიც ჩემზე 7 წლით უფროსია. მას გადაუხადა უმაღლესი განათლების საფასური და საკმაოდ დიდი თანხა მისცა ბინის შესაძენად. ახლა ჩემი და და მისი ოჯახი სამოთახიან ბინაში ცხოვრობენ. დედის დახმარების გარეშე ისინი თავად ვერ შეძლებდნენ სახლის ყიდვას. უბრალოდ, ამის საშუალება არ ექნებოდათ. ახლა კი დედა მის 8 წლის შვილს უვლის.

მე და ჩემს დას სხვადასხვა მამები გვყავს. დედაჩემი თითქმის 30 წელი ცხოვრობდა მამაჩემთან ერთად და დღემდე ურთიერთობენ. ჩემი დის მამამ დედაჩემს უღალატა, როცა ის ორსულად იყო. დედამ ჩემი დის დაბადებამდე მიატოვა იგი და საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. ბავშვს მარტო ზრდიდა, შემდეგ კი მამაჩემი გაიცნო და 7 წლის შემდეგ მე დავიბადე.

ჩემი და 36 წლისაა და ქმართან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ყველაფერს, რასაც შოულობენ, საკუთარ თავზე ხარჯავენ. ისინი გამუდმებით დადიან კაფეებში, რესტორნებში, მოგზაურობენ, ახალ ტელეფონებს და სხვადასხვა ტექნიკას ყიდულობენ. ისინი მინიმალურ ფულს ხარჯავენ თავიანთ ქალიშვილზე. დედას ფინანსურად არ ეხმარებიან, ხანდახან შეიძლებს ფული ასესხონ.

დედა შვილიშვილს (დის ქალიშვილს) თავად კვებავს: ხორცი, ტკბილეული, ხილი. ყველაფერს საკუთარი ფულით ყიდულობს, თან ფინანსურად უჭირს და სერიოზული პრობლემები აქვს კბილებთან დაკავშირებით, რომელთა გასაკეთებლადაც ჩემს დას ადვილად შეეძლო ფულის მიცემა, რადგან დედამ ბევრი რამ გააკეთა მისთვის.

როცა დედაჩემს საშუალება ჰქონდა, სამოთახიანი ბინა იყიდა. ის მარწმუნებდა, რომ ამ ბინის იმედი მქონდა. მეუბნებოდა, რომ მე და ჩემს ქმარს იპოთეკური სესხი არ აგვეღო და შვილის გაჩენა დაგვეგეგმა. მან დამარწმუნა, რომ თუ ბინისთვის იპოთეკურ სესხს ავიღებდით, უახლოეს მომავალში ბავშვზე ფიქრის დავიწყება მოგვიწევდა.

მე და ჩემი მეუღლე ამ ბინაში ორი წელი ვცხოვრობდით, ნელ-ნელა რემონტს ვაკეთებდით. ორი წლის შემდეგ, დედაჩემი და ბებიაც აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად და დედაჩემს მუდმივად ჩემი დისშვილიც აქ მოჰყავს. ჩვენი ყველა გეგმა ჩაიშალა. ბინა გაფორმებულია დედაჩემის სახელზე, მე მხოლოდ დარეგისტრირებული ვარ. დედაჩემს აქვს კიდევ სხვა ბინა სხვა ქალაქში, მაგრამ არ სურს იქ ცხოვრება. მას ვესაუბრე ამის შესახებ და ის ამ სიტუაციაში პრობლემურს ვერაფერს ხედავს. კომუნალურ გადასახადებსაც მარტო ვიხდი.

შედეგად მე და ჩემმა მეუღლემ ვიყიდეთ ერთოთახიანი ბინა – 43 კვ.მ, იქ ცხოვრება ჯერ არ არის შესაძლებელი, რადგან ახალი შენობაა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სექციები შენდება, ირგვლივ რემონტია, უახლოეს 5 წელიწადში შეუძლებელი იქნება ბავშვთან ერთად იქ ცხოვრება. ცოტა დავმშვიდდი, მთელი ფიქრი უკვე იმაზე მქონდა გადატანილი, თუ ბინის საფასურს როგორ გადავიხდიდით. სიტუაციას შევეგუე.

ყველაფერი დავივიწყე და ცხოვრება გავაგრძელე, მაგრამ ცოტა ხნის წინ შემთხვევით ვნახე დედაჩემის და ჩემი დის მიმოწერა, რამაც ისევ შოკში ჩამაგდო. დედა, ყველაფერს, რასაც ჩვენზე იგებს, დას აცნობებს, თუმცა იცის, რომ ამის წინააღმდეგი ვარ. ჩემს დასთან არც ისე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მან არაერთხელ მიღალატა. ის წერს, რომ მე გამუდმებით ვუჩივი ჩემს ქმარს ბინის ამბავთან დაკავშირებით, რომ ავად გავხდი და მას ვთხოვე წამლების ყიდვა და არა ჩემს ქმარს. მომიწევს, რომ ბინა ვიქირავო და გადავიდე. 29 წლის ასაკში ნერვიულობისგან ავად გავხდი, ყველა სახსარი მტკივა და არაფერი მშველის. როგორ გავაგრძელო ცხოვრება და მასთან ურთიერთობა, რაც არ უნდა იყოს, ის ხომ დედაჩემია? არ ვიცი, ასე რატომ იქცევა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს