მარწყვი, როგორც კულტურა, არ არის ძალიან მომთხოვნი მოვლის მიმართ. თუმცა თითქოსდა აშკარა სიმარტივით მოხიბლული მებოსტნეები სწრაფად აცნობიერებენ თავიანთ შეცდომას. დიახ, მარწყვის ბუჩქი მეტ–ნაკლებად შეიძლება გაიზარდოს მებოსტნის ჩარევის გარეშე, მაგრამ შემდეგ საბრალო მცენარე დაავადებების, მავნებლების და სარეველების მსხვერპლი ხდება. მარწყვის ღირსეული მოსავლის აღება მხოლოდ შესაბამისი ძალისხმევით შესაძლებელია. პაპარაცი გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად.
მარწყვის მოსავალი და როგორ მივიღოთ
მთავარი საკითხი
სწორი კვება და სასუქები მარწყვის მოყვანის პროცესში წარმატების მთავარი გასაღებია. სიტყვაზე, პირველი სასუქი ჯერ კიდევ ბუჩქის დარგვამდე სჭირდება. კარგად მოხნული კვლები ძროხის ნაკელით გაანოყიერეთ, დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნარევები, რომლებიც აზოტს დიდი რაოდენობით შეიცავენ.
აქტიური ზრდის პერიოდი
როგორც უკვე მიხვდით, მარწყვს აზოტი ძალიან სჭირდება. აზოტის შემცველი სასუქებით კვება ეხმარება მიიღოს საკმარისი ენერგია მწვანე მასის გასაზრდელად. მცენარემ საკმარისი აზოტი რომ მიიღოს, ექსპერტები გირჩევენ, მარწყვის აქტიური ზრდის პერიოდში კვლები დაამუშაოთ ნარევით, რომელიც შეიცავს 1 ჩაის კოვზ შარდოვანას 10 ლიტრ წყალზე.
ყვავილობის პერიოდი
ყვავილობამდე მარწყვი განსაკუთრებით დაუცველია დაავადებების და მავნებლების მიმართ. ბიოპრეპარატები დაგჭირდებათ ბუჩქების იმუნიტეტის გასაზრდელად. ამ შემთხვევისთვის იდეალური ვარიანტი იქნება ხსნარი, რომელშიც 10 ლიტრ წყალზე 2 გრამი „იმუნოციტოფიტი“ ან მსგავსი საშუალება გახსნილია. ეს ხსნარი მცენარეს უნდა შეასხუროთ.
მარწყვის ყვავილობის პერიოდის დასაწყისში ასევე დაგჭირდებათ დახმარება, მაგრამ ოდნავ განსხვავებული. მარჯვე მებოსტნეები გონივრულად თვლიან გამოიყენონ სასუქი ნასკვების ფორმირების სტიმულაციისთვის. აქ დაგეხმარებათ 1 სუფრის კოვზი ნიტროფოსკის და 10 ლიტრი წყლის ნარევი. ამ ნარევით მარწყვის კვლები ფრთხილად უნდა მორწყოთ.
მომავალი წარმატების გასაღები
როცა მარწყვის მოსავალს აიღებთ, მცენარის გამოკვება არ შეწყვიტოთ. ნაყოფიერების პროცესის შემდეგ მცენარეს აღდგენაში დახმარება სჭირდება. ამისთვის კალიუმი და ფოსფორი დაგჭირდებათ. მცენარის ძალების აღსადგენად ბუჩქები დანამეთ ხსნარით, რომელშიც 100 გრამი საფუარი 10 ლიტრ წყალში გახსნილია.
აგვისტოს დასაწყისში მარწყვს დასჭირდება დამატებითი ენერგია, რომ მომავალში ყვავილების კვირტები შექმნას. ამისთვის მოამზადეთ ხსნარი. 2 სუფრის კოვზი სუპერფოსფატი, ნახევარი ჭიქა ნაცარი და 10 ლიტრი წყალი აურიეთ. მიღებული ნარევით მარწყვის კვლები ფრთხილად მორწყეთ. ახლა კენკრა მომავალ წელსაც კარგ მოსავალს მოგცემთ!