„როგორც კი მას შეხვდი, სხვანაირი გახდი!“ ფული, (არა) ქორწილი, იპოთეკები

0
372

სამი წლის წინ

ანა სამზარეულოში შევიდა, სადაც გიორგის უკვე მოემზადებინა საუზმე და თვითონაც ჩაცმული იყო.

-დილა მშვიდობისა! – გაიცინა მამაკაცმა. – რა მძინარა ყოფილხარ!

-მე რვა საათისთვის არ უნდა ვიყო სამსახურში.

-გასაგებია. კარგი, გავიქეცი. სახლშიც უნდა შევიარო, საბუთები დამვიწყებია. საღამოსთვის რაიმე ხომ არ შეცვლილა?

-არა, არაფერი. წარმატებები! – ანამ გიორგის აკოცა და თვალები დაისრისა.

ახლა მას ყოველდღე ასე ადრე მოუწევს ადგომა?

საღამოს, როდესაც კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ ყავის დასალევად შევიდნენ, გიორგიმ შემთხვევით ჰკითხა:

-ანა, არ ფიქრობ, რომ დროა ერთ სახლში ვიცხოვროთ?

გოგონამ გაიღიმა:

-და რომ ამბობდი, რომ მამაკაცს საკუთარი ბინა უნდა ჰქონდეს და, რომ მიჩვეული ხარ იქ ცხოვრებას, სადაც ცხოვრობ?

-მაგრამ მე შენ მიყვარხარ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შენ ჩემთან გადმოხვიდე.

-ჰო. იმდენი ფული ჩავდე ჩემს ბინაში და კიდევ ვდებ, რომ იქ დიდხანს დავრჩები.

-მეც ამას ვამბობ. ორ ბინაში ცხოვრება – არც ისე მოსახერხებელია. აუცილებლად დაგავიწყდება რაიმე იქ, სადაც არ უნდა დაგავიწყდეს.

-არ ვიცი, – ამოიოხრა ანამ. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი ხანია იცოდა ამაზე პასუხი. – ეს შენთვის აშკარად ხელსაყრელი იქნება – ჩემთან გადმოსვლის შემდეგ, ქირის გადახდა არ მოგიწევს. შეგიძლია ბინისთვისაც მოაგროვო ფული.

-ნუ, ეს მხოლოდ გვერდითი მოვლენაა.

-მაშინ, იქნებ მე დამეხმარო იპოთეკის უფრო სწრაფად დახურვაში? შენ ხომ ყოველთვიური ხარჯები აღარ გექნება?

-ანა, ეს რა მიდგომაა. შენ ხომ იცი, რომ მე ბინისთვის ვაგროვებ თანხას. ჩემი მშობლები უკვე წლებია ყველაფერზე ზოგავენ, რათა პირველადი შენატანის თანხა მოაგროვონ. შენ კი მთავაზობ, რომ უბრალოდ ავდგე და ფული ასე გადავყარო?

-რატომ უნდა გადაყარო? მე უნდა დამეხმარო!

-იცი, ანა. მე ძუნწი არ ვარ. მზად ვარ გადავიხადო კომუნალური გადასახადის ნახევარი, ვიყიდო პროდუქტები და სხვა ყველაფერი, მაგრამ შენი იპოთეკის გადახდა – არ მინდა. ბინა შენია.

-ჩემია, მაგრამ შენ იქ იცხოვრებ.

-კარგი, თუ გინდა ჩემთან გადმოდი! ქირის ნახევარს გადაიხდი. და შენს ბინას გააქირავებ!

-ერთი წლის წინ გავარემონტე და ახლა გავაქირავო? და რა სისულელეა ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, როცა საკუთარი გაქვს.

-მეც ამას ვამბობს. ანუ მე გადმოვიდე?

-გამოდის, რომ ასეა, – უპასუხა გოგონამ დიდი ენთუზიაზმის გარეშე.

ერთი წლის შემდეგ

ანამ ჭურჭელი დარეცხა და ხელები გაიმშრალა. ამ დროს სამზარეულოში დედა შემოვიდა და კარი სწრაფად მიხურა.

-ანა, რა გადაწყვიტეთ? ქორწილი როდის არის?

-დედა, რა ქორწილი? ხომ გაიგე გიორგიმ რა თქვა? ფული არ გვაქვს.

-სად ხარჯავს ფულს? კარგი, შენი იპოთეკა გაქვს, საკვებს ყიდულობ. მას კიდევ მხოლოდ ეს ერთი მანქანა ჰყავს და ეგაა. არც სამოგზაუროდ დადიხართ…

-ხომ გითხარი: გიორგი ფულს ბინისთვის აგროვებს.

-მაგრამ თქვენ ხომ ერთად აგროვებთ?

-დედა, რას ამბობ? გიორგი ბინას თავისთვის იყიდის.

დედამ უნდობლად შეხედა ქალიშვილს:

-როგორ თუ თავისთვის? არ მესმის. თქვენ ხომ უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ.

-აი ასე. იმ ბინისთვის მთელი მისი ოჯახი მუშაობს.

-შენი იპოთეკის გადახდაში გეხმარება?

-დედა, რატომ დაიწყე?

-ანა, უბრალოდ მიპასუხე!

-არა.

დედა გაჩუმდა. შემდეგ მან ნაზად წაავლო ქალიშვილს იდაყვში ხელი და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა:

-ანა, როგორც კი მას შეხვდი, სხვანაირი გახდი. შენ არ ამჩნევ? გამოღვიძების დრო არ არის?

-დედა, რას გულისხმობ?

მაგრამ დედა უკვე დერეფანში იყო გასული. ერთი წუთის შემდეგ კი ჩვეული მხიარული ტონით დაემშვიდობა ყველას და სწრაფად დახურა შესასვლელი კარი.

ორი წლის შემდეგ

-გიორგი, იქნებ ხვალ ვნახოთ ბინა? ახლახან დავბრუნდი მივლინებიდან. თვითმფრინავში 6 საათი გავატარე.

-ანა, რას ამბობ? არაფრის გაკეთება არ გევალება, უბრალოდ ჩვენი მომავალი საცხოვრებელი ადგილი უნდა ნახო. სულ ეს არის. მეტიც, ავეჯთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ბარემ ამაზეც ვილაპარაკებთ.

-ვხედავ, ნამდვილად შეგიყვარდა ეგ ბინა, – სარკასტულად შენიშნა ანამ.

-ასეა! ყველას ვაჩვენე. ყველას მოეწონა. დარწმუნებული ვარ, შენც მოგეწონება.

ერთი საათის შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გაზაზე ანას უკვე მანქანაში ეძინა. მას თავისი ბინა დაესიზმრა, რატომღაც ცარიელი და რემონტის გარეშე, მაგრამ იდეალურად გასწორებული კედლებით. საძინებლის კედელზე კი, იატაკიდან ჭერამდე, რაღაც ნიშნები ეხატა. ვერ გაარკვია, რა ნიშნები – გიორგი მას მხარზე შეეხო:

-გაიღვიძე ლამაზო. მოვედით!

შვიდი დღის შემდეგ

-გიორგი, რა სულელური ჩვევაა მნიშვნელოვანი საკითხების ნაჩქარევად განხილვა!? – ანამ ყავის ცარიელი ფინჯანი დადო. – ორ საათში თვითმფრინავში უნდა ვიყო. ღამის 3 საათია. შენ კი „მნიშვნელოვანი საკითხის“ განხილვა გინდა?

-ანა, სხვა როდის? შენ უფრო ხშირად გაქვს მივლინებები, ვიდრე პილოტებს. მალე აეროპორტში პარკირების აბონემენტს ვიყიდი.

-კარგი, ბოდიში, – დაუთმო გოგონამ. – რის განხილვა გინდოდა?

-ჩვენი გადასვლის, ჩემს ბინაში! – გაიღიმა გიორგიმ.

-შენი მშობლები წინააღმდეგნი არ არიან?

-ეს რა შუაშია?

-ისინი ხომ ბინის შეძენაში დაგეხმარნენ.

-ეს მათ არ ეხება!

-კარგი მაშინ. მაშ, შენთან მიწვევ საცხოვრებლად?

-რა თქმა უნდა! სხვანაირად როგორ!

-რა ვიცი, სხვადასხვა სიტუაციები არსებობს, – უპასუხა ანამ იდუმალებით.

-კარგი რა, ანა! აი, რას ვფიქრობ: შენ თუ ჩემთან გადმოხვალ, შენი ბინა თავისუფალი იქნება. და ჩვენ შეგვიძლია გავაქირაოთ!

ანამ წარბები ასწია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გიორგიმ განაგრძო:

-ეს უკვე დამატებითი შემოსავალი იქნება. რომელიც, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ჩემი იპოთეკის დაფარვას მოხმარდება.

-სამართლიანი იქნება?

-დიახ. შენ ჩემთან ცხოვრობ და დამატებითი შემოსავალი მიდის იმ ბინის გადახდაზე, სადაც შენ ცხოვრობ.

ანამ ოფიციანტს სთხოვა ანგარიშის მოტანა. მას აღარ ეძინებოდა და ეს სულაც არ იყო ესპრესოს დამსახურება.

-გიორგი, აი ჩემი პასუხი ამ მაცდური შეთავაზებაზე: “არა”!

-არა? – გულწრფელად გაკვირვებული ჩანდა მამაკაცი. – მაგრამ რატომ?

-ყველაფერი მარტივია. ეს ჩემი ბინაა! ჩემი! და ჩემი ბინის გაქირავების ფული ჩემია. და მე თვითონ მოვიფიქრებ, როგორ გამოვიყენო.

-ანუ, არ გინდა, რომ დამეხმარო, მაგრამ ჩემთან ცხოვრება გინდა.

-დიახ, ისევე როგორც შენ სამი წლის წინ.

-მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. მე შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო მქონდა. შენ კი ორი გექნება! მე ხომ არ გეუბნები, რომ შენი ხელფასიდან მომცე თანხა! შენი ცხოვრების დონე არ შეიცვლება!

-გიორგი, სამი წელის მანძილზე ჩემს იპოთეკაში გროშიც არ შეგიტანია! რა დახმარებაზე საუბრობ?!

-იმ ფულიდან, რომელიც ჩემთან გადასვლის წყალობით გექნება. ეს ლოგიკურია!

ანა ამოისუნთქა:

-გასაგებია.

კაცმა ფრთხილად იკითხა:

-რა არის გასაგები?

-გინდა, რომ შენს სახლში ცხოვრებისთვის ფული გადაგიხადო.

-არა! არა! არა!! – დაიყვირა გიორგიმ. – გთხოვ, დამეხმარო იპოთეკის გადახდაში, რადგან შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდება.

-გიორგი, თითქოს უმაღლესი განათლება გაქვს და რა ზღაპრებს მიყვები? ჩემი შემოსავლის წყარო – ჩემი ბინის გაქირავების სახით – წამგებიანი საქმეა. ამ „შემოსავლის წყაროში“ ბევრი ფული ჩავყარე. და რომ ავინაზღაურო, ამ ბინის 10 წლით გაქირავება დამჭირდება. და ვერ მოგცემ შემოსავალს ჩემი ჯერ კიდევ წამგებიანი ინვესტიციიდან.

-ანუ, გამოდის, რომ შენ უბრალოდ ჩემთან გადმოსვლა გინდა?!

-როგორც შენ – სამი წლის წინ!

-მე უკვე განვმარტე განსხვავება!

-არანაირი განსხვავება არ არის.

გიორგი შებრუნდა. ანა ფეხზე წამოდგა.

-მე წავალ, ჩასხდომა ერთ საათში დაიწყება. შენ იფიქრე და გადაწყვიტე. ჩემი ბინიდან შენი ნივთები მაინც უნდა წაიღო. და თუ გსურს ჩემი ნახვა შენს ბინაში დამატებითი გადასახადის გარეშე, შემატყობინე. ნივთებს რომ წაიღებ, მომწერე – დედას ვთხოვ, რომ გასაღების ასლი გამოგართვას. კარგი, წამატებულ გადასვლას გისურვებ!

-შენც წარმატებული ფრენა!

გიორგის ანასთვის აღარ დაურეკავს. არც თავად მას შეუხსენებია თავი.

უკვე თვითმფრინავში მიხვდა, რომ დაიღალა ამ ურთიერთობით. რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გაფუჭებულიყო ფულის საკითხის განხილვის გამო.

რაში სჭირდება მას მამაკაცი, რომელთანაც ყოველთვის შეეშინდება ახალი ფინანსური გამოძალვის? რომელიც თითოეულს გროშს დაჰკანკალებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ბევრი აქვს.

ამიტომ, დაშორების შემდეგ, ანამ დაიწყო თავის საქმეებზე ფიქრი.

ბინაში რემონტი გაახლა და კარიერაზე დაიწყო ზრუნვა, რათა ნაკლები ეფრინა და მეტი ფული გამოემუშავებინა.