შეყვარებულს ქორწილამდე ერთად ცხოვრება უნდა, მაგრამ წინააღმდეგი ვარ

1917

ჩემი შეყვარებული 24 წლისაა, მე – 23 წლის. 2 წელია ერთმანეთს ვხვდებით. ერთად ცხოვრებას ვერ ვიწყებთ, რადგან არც ერთი აზრს არ ვიცვლით. ჯერ კიდევ ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, რომ მასთან სახლში გადასვლა შემომთავაზა. 6 თვე ერთად ცხოვრება უნდა, რომ, მისი სიტყვებით, „შევეგუოთ“. ამბობს, ასე ძლიერი ოჯახის შექმნის და შენარჩუნების შანსი იზრდება. სურს, ამ საკითხს გონივრულად მიუდგეს.

ეს მიზანშეწონილი იქნებოდა, ურთიერთობა ახალი დაწყებული რომ გვქონდეს, მაგრამ ახლა, 2 წლის შემდეგ, რას უნდა შევხედოთ? გადასვლა მაშინებს, ვფიქრობ, რომ ჩემში დარწმუნებული არაა და არჩევანი არ გაუკეთებია. ვშიშობ, რომ საერთოდ არ დაქორწინდება ჩემზე. ხელი ჯერ არ უთხოვია.

ახლა მშობლებთან ვცხოვრობ. მასთან რომ გადავიდე, მომიწევს დავხარჯო მეტი ფული და ენერგია ყოველდღიურ საკითხებზე. ულტიმატუმის დაყენება არ მინდა. რა აზრი აქვს იძულებას? ეს ორმხრივი სურვილი უნდა იყოს. ახლახან ეს კითხვა ისევ წამოიჭრა. ამჯერად ყველაფერი გულწრფელად ვუთხარი, რაზეც მივიღე პასუხი: „უაზრო პოზიცია გაქვს“. ამაზე ვუპასუხე: „თუ შენი აზრით ჯერ ვერ გავზრდილვარ, იქნებ ერთად ცხოვრებაც არ ღირს“.

ამის მერე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. არ ვიცი, რა გავაკეთო, თუ ვერ შევთანხმდებით. როდემდე უნდა გაგრძელდეს, უკვე დავიღალე. მაშინებს ორწლიანი ურთიერთობის დაკარგვა კარგ ადამიანთან, მაგრამ უფრო მაშინებს ახალგაზრდობის დაკარგვა და მრავალი წელი უპერსპექტივო ურთიერთობაში ყოფნა.

თითქოს თანაცხოვრების გამოცდილება უკვე გვაქვს, კიდევ რა არის სანახავი? კვირაობით მასთან ვრჩებოდი. ვამზადებდი, ვალაგებდი, სისუფთავე მიყვარს. ყველაფერში ვეხმარებოდი. ამ მხრივ, ყველაფერი დიდი ხანია შემოწმებული გვაქვს.

ვერ ვიტყვი, რომ ქორწილი მეჩქარება, მაგრამ ნიშნობას მაინც ველოდი, მერე ერთად გადავიდოდით და ვიცხოვრებდით. თუ არ გამოვიდოდა, დავიშლებოდით, თუ გამოვიდოდა, ხელს მოვაწერდით. მასთან ერთად ცხოვრება მინდა, მაგრამ მეშინია, რომ არასერიოზულად განწყობილია და უბრალოდ მოახლე სჭირდება. ჩვენს ოჯახში ყველა სწრაფად ქორწინდება და წინასწარ დიდხანს არავის უცხოვრია ერთად. ხელი სთხოვეს, გადავიდნენ და ყველა ბედნიერია.

ინვესტირება მინდა ოჯახში და არა თანაცხოვრებაში, რომელიც უცნობია, სადამდე მიგვიყვანს. ასე სერიოზული ურთიერთობა გვექნება. დარწმუნებული ვიქნებით, რომ არჩევანი ერთმანეთის სასარგებლოდ გავაკეთეთ.

მაწუხებს ის ფაქტი, რომ სჭირდება „შემოწმება“ და ჯერ დარწმუნებული არ არის. მე ორ წელში უკვე გადავწყვიტე. გავიგე, რა ადამიანია და რა ყოფა აქვს. ბევრი რამ გამოვიარეთ. ნიშნობა მომცემს თავდაჯერებულობას, რომ ჩემთან ცხოვრების დაკავშირება უნდა. რა აზრი აქვს მასთან გადასვლას, თუ ჯერ არ არის დარწმუნებული უნდა თუ არა ჩემთან ყოფნა? ეს მომენტი გულს მტკენს. იქნებ, 6 თვეში იგივე მითხრას, რომ ჯერ არ არის მზად, არ არის დარწმუნებული და ა.შ. მის აზრსაც ვითვალისწინებ. ვიმედოვნებ, კომპრომისს ვიპოვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს