მარტივი ტექნიკა, როგორ მიიღოთ წიწაკის უხვი მოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

976

საშუალო სტატისტიკური მებოსტნე ნაკლებად ფიქრობს იმაზე, როგორ გაზარდოს მოსავალი თავისი კვლებიდან. ნაკვეთზე თავისი ძველი ალგორითმით მუშაობს, მაგრამ ექსპერტი მეზობლის ღობისკენ შურის თვალით იყურება. იქ სანახავი ნამდვილად არის, რადგან იმავე ზომის ნაკვეთზე მარჯვე მეაგარაკეს შეუძლია სოლიდური მოსავლის მოყვანა. დღეს პაპარაცი წიწაკის მოყვანაზე გიამბობთ. გავარკვიოთ, როგორ უდგებიან ამ საკითხს გამოცდილი მებოსტნეები.

წიწაკის მოყვანა ა–დან ჰ–მდე

პირველი ნაბიჯები

წიწაკის თესლის არჩევისას ეგზოტიკური ჯიშებით ექსპერიმენტებზე უარი თქვით. ამ საქმეს ხელი გამოცდილმა მებოსტნემ უნდა მოკიდოს. აირჩიეთ ნაცნობი, გამოცდილი ჯიში. აირჩიეთ იმის მიხედვით, თუ როდის გსურთ პირველი მოსავლის მიღება. აქ კონსულტანტს შეგიძლიათ ენდოთ. ის გეტყვით, რომელი ჯიში იძლევა ნაადრევ ყლორტებს და რომელი გვიან, მაგრამ უხვ მოსავალს.

თესლი რამდენიმე დღე ზრდის სტიმულატორის ხსნარში გააჩერეთ, სანამ ნერგის მისაღებად დათესავთ. კარგი იქნება თესლის პროფილაქტიკური შეწამვლა კალიუმის პერმანგანატით. ასე მომავალი წიწაკა სწრაფად გაიზრდება, პარაზიტებს და დაავადებებს უკეთ შეებრძოლება.

ნერგთან მუშაობა

თუ ნაადრევი ჯიშის თესლი შეიძინეთ, თებერვლის ბოლოს უნდა დათესოთ. გვიანი ჯიშებისთვის მარტის დასაწყისი იდეალურია. გახსოვდეთ, ნერგები უნდა დაყოთ ცალკე კონტეინერებში მას შემდეგ, რაც თითოეულ მათგანზე მინიმუმ 2 ნამდვილი, სრულფასოვანი ფოთოლი გამოჩნდება.

ნებისმიერ ნერგს ფრთხილად უნდა მოეპყროთ და წიწაკა გამონაკლისი არ არის. ოთახში, სადაც ნერგები მოთავსებულია, ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. ყლორტებს მინიმუმ 12 საათი სრული განათება სჭირდება. თბილი წყლით მორწყეთ. რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც კომპლექსური სასუქებით გამოკვებეთ.

ცოცხალი კვლები

წიწაკის ნერგები გადარგეთ მზიან, ორპირი ქარისგან დაცულ ადგილას, როდესაც თითოეული მათგანის სიმაღლე 25 სმ–ს მიაღწევს. კვლებზე სათანადოდ ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. გააგრძელეთ თბილი წყლით მორწყვა, ორგანული სასუქით სეზონზე 3–ჯერ გამოკვებეთ, სარეველებისგან გაწმინდეთ და საყრდენებით უზრუნველყავით.

თუ წიწაკა დაავადდა, ბიოლოგიური პრეპარატები გამოიყენეთ. მავნებლები შეგიძლიათ დააფრთხოთ ბაბუისეული მეთოდებით, თამბაქოს და ნივრის ნაყენებით. იოდის ხსნარი პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. სავარაუდოდ, კალიუმის პერმანგანატით წინასწარი შეწამვლა მცენარეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

წიწაკის მოყვანა ძალიან მარტივდება, როცა საქმე მოსავლის აღებას ეხება. მხოლოდ ერთი წესია, მოსავლის აღება არ დააგვიანოთ. ბუჩქებზე დიდხანს გაჩერებული ნაყოფი შემდეგი მოსავლის ფორმირებას ანელებს. ყველაფერი სწორად გააკეთეთ და თქვენი კვლები რეკორდული მაჩვენებლით გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს