იოდის ხსნარის თმაზე გადავლება – ცოტამ თუ იცის ამ მეთოდის შესახებ, მაგრამ ეფექტურობით ვერ შეედრება ვერც ერთი თმის მოვლის საშუალება. თმის მოვლის ეს მეთოდი დიდი ხანია ცნობილია. ის თმას და სკალპს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მინერალით ამდიდრებს.
იოდი პირდაპირ გავლენას ახდენს თმის ზრდის სიჩქარეზე და ხარისხზე, ამიტომ საკვებიდან საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ონლაინ კალკულატორი და აპლიკაცია იმის გამოსათვლელად, რამდენ იოდს იღებთ ჩვეული საკვებიდან. კვირის რაციონი შეგიძლიათ შეიყვანოთ და დაახლოებით შეაფასოთ იღებს თუ არა საკმარის იოდს ორგანიზმი.
იოდის შემცველი პროდუქტები:
- კალმარი
- ლამინარია (ზღვის კომბოსტო) და სხვა წყალმცენარე
- ვირთევზას ღვიძლი
- ზღვის თევზი
საკვების გარდა იოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც გარეგანი საშუალება თმის სილამაზისთვის. ითვლება, რომ იოდი გავლენას ახდენს ე.წ. თმის დაბერებაზე. როცა წლებთან ერთად თმა კარგავს ძველებურ ელასტიკურობას, სისქეს და ჯანსაღ ბზინვარებას, ხშირად მიზეზი ამ მინერალშია.
იოდიანი წყლის თმაზე გადავლებით მიიღებთ ლამაზ და ჯანსაღ თმას, კერძოდ:
- თმას ძირებიდან აძლიერებს
- ახალი თმის ზრდას ასტიმულირებს
- სკალპის მდგომარეობას არეგულირებს (გვეხმარება როგორც ჭარბი სიმშრალის, ასევე ცხიმიანობის დროს)
- თმის ბოლქვებს კვებავს და თმის ძირიდან ამკვრივებს
- თმას უბრუნებს ლამაზ ბუნებრივ ბზინვარებას და ელასტიკურობას
- ჭაღარის გაჩენას აფერხებს
იოდის თვისებები და მისი გავლენა თმის აღდგენაზე დადასტურებულია როგორც ლაბორატორიაში, ასევე უბრალო ხალხის გამოცდილებით. ამ დროისთვის, იოდი ერთ–ერთი ყველაზე იაფი საშუალებაა, რომელიც სახლში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
როგორ გამოვიყენოთ იოდი თმისთვის?
იოდიანი წყლის თმაზე გადავლება ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდია, რომელიც ბევრ ადამიანს გამოადგება. 1 ლიტრ წყალს 5 წვეთი იოდი დაუმატეთ და მიღებული ნარევი დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. ჩამობანა საჭირო არ არის.
გარდა ამისა, იოდი შეგიძლიათ დაუმატოთ თმის ძირების და სკალპის ნიღბებს, მაგრამ ნიღბის შემადგენლობა უნდა გაითვალისწინოთ.
ნიღბის გამოყენების უფრო მარტივი გზა არის ლუგოლის გამოყენება. ეს ხსნარი შედგება 3 კომპონენტისგან (მთავარი ინგრედიენტია გლიცერინი) და შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად (მაგალითად, სკალპის იმ ადგილებში, სადაც მელოტი ლაქები არის).
გაითვალისწინეთ, ზოგიერთ ადამიანს იოდზე ინდივიდუალური რეაქციები შეიძლება ჰქონდეს და მასთან შეხებისას ალერგიული რეაქციები მოხდეს. აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიის დასადგენად კანის მცირე ადგილზე.
როგორც წესი, ლუგოლის ხსნარი ნაზად მოქმედებს და კანს არ აშრობს, რადგან მხოლოდ 1% იოდს შეიცავს. 5–7 წუთის განმავლობაში სუფთა სკალპზე წაისვით, შემდეგ ბევრი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ. სკალპზე წასმისას დიდი რაოდენობით არ გამოიყენოთ, რადგან ცოტაც საკმარისია რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზე.
ჯობია თითის ბალიშებით წაისვათ და თმის ძირებში მასაჟური მოძრაობით შეიზილოთ.
ლუგოლის ხსნარი კანს არ ღებავს.
იოდის ხსნარი თმაზე კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გადაივლოთ, ხოლო ლუგოლი 10 დღეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ იცით, რომ თქვენს რაციონში იოდის ნაკლებობაა და ადრე არ გამოგიყენებიათ იოდი თმისთვის, ჩაიტარეთ აღმდგენი კურსი შემდეგი სქემით: 2 თმაზე გადავლება 5 დღიანი ინტერვალით, კიდევ 5 დღის შემდეგ ნიღაბი ან ლოკალური გამოყენება. სქემა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.
შემდეგ აირჩიეთ ერთი მეთოდი, სასურველი ეფექტის მიხედვით. იოდიანი წყლის თმაზე გადავლება სწრაფი და მარტივია, ამიტომ ბევრი მას ირჩევს. რეგულარული გამოყენებისას ისეთივე კარგ ეფექტს მიიღებთ, როგორც ნიღბის შემთხვევაში.