„სახლი გაქვს? აქამდე რატომ არ გითქვამს!“ განქორწინება, ისევე როგორც ცხოვრება, ლამაზი უნდა იყოს

1725

-ლია, იქნებ აპატიო ირაკლის? – შეხედა დირექტორს მისმა მოადგილემ. – შეეშალა ადამიანს, ხდება ხოლმე.

-აკაკი, გახსოვს რა გითხარი, როცა მე და შენ ნოტარიუსთან ვიყავით? ქორწილის შემდეგ.

-რა თქმა უნდა, – გადაყლაპა ქმარმა ყელში გაჩხერილი ბურთი. – რომ ტყუილს არ პატიობ.

-მართალია. მაგრამ ირაკლიმ არამარტო ფირმას უღალატა, არამედ პირადად მე. მის გამო დიდი ვალი დამედო. ის ექვსი თვის განმავლობაში მატყუებდა. სხვათა შორის, შენი ხელმძღვანელობით.

-მე არ ვიცოდი! – დაიწყო თავის გამართლება აკაკიმ. – მართლა, არ ვიცოდი!

-მე მჯერა შენი. მაგრამ ირაკლისთან მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად.

-მაგრამ მას შვილები ჰყავს…

-მე კი მყავს საკუთარი თავი. და შენ. ასევე, პარტნიორები. მე ვერ დავეხმარები მას, ვინც მომატყუებს. გასაგებია?

-დიახ. მე წავალ მაშინ…

-წადი და ეს აღარ განმეორდეს!

ცოტა ხნის შემდეგ

ლია, რომელიც თავის კაბინეტში სავარძელში იჯდა, ლეპტოპის ეკრანზე უყურებდა ვიდეოს ბიზნეს ცენტრის უსაფრთხოების კამერებიდან.

მის უკან იდგა მისი კომპანიის დაცვის უფროსი.

მიუხედავად მისი ასაკისა და ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილებისა, მამაკაცი თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა.

-ეს მართლა მისი მანქანაა?

-დიახ.

-და ეს მაშინ იყო, როცა მე მივლინებაში ვიყავი?

-დიახ.

-ტელეფონის ნომრის გაგება შეგიძლია?

-ლია, ეს ძალიან დელიკატური საკითხია.

-ბატონო არსენ, ლეგალურად. ექსკლუზიურად და მხოლოდ ლეგალურად!

-ჩვენ ამას გავაკეთებთ, – უპასუხა უფროსმა შვებით. – უბრალოდ დრო სჭირდება.

-არსად მეჩქარება. კიდევ ვინ ნახა?

-ვინც დაინახა, გაჩუმდება. ჩემთან მხოლოდ სანდო ბიჭები მუშაობენ.

-კარგი. ჩვენ ორმა და შენმა სანდო ბიჭებმა ვიცოდეთ ტელეფონის ნომრის შესახებ.

-რა თქმა უნდა, ქალბატონო ლია!

როგორც კი ბატონი არსენი ოთახიდან გავიდა, ქალი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, ბუნებას ვერ მოატყუებ.

ორი კვირის შემდეგ

ლია კაფეში შევიდა, ირგვლივ მიმოიხედა და მაგიდასთან ნაცნობი სახე დაინახა.

მიუახლოვდა და ჰკითხა:

-ეკა, შენ ხარ?

-და თქვენ ვინ ხართ? ან შენობით რატომ მელაპარაკებით?

-ანუ, შენ ხარ ეკა?

-კი და მერე?

სტუმარი მაგიდას მიუჯდა:

-პროექტთან დაკავშირებით დაგირეკე

-და? რატომ ასეთი არაცერემონიულობა? თანაც ასეთ სოლიდურ ასაკში.

-იმიტომ, რომ ქმარი წამართვი. და თქვენობით მომართვა ჯერ არ დაგიმსახურებია.

გოგონა წამით გაჩერდა, მაგრამ მაინც თამამად უპასუხა:

-და რა?

ლამ გაიცინა:

-დამშვიდდი. მოდი ყავა დავლიოთ. დავილაპარაკოთ ჩენი მამაკაცის შესახებ.

ეკა დაბნეული უყურებდა. იგი განსხვავებულ საუბარს ელოდა.

-ბევრი დრო არ მაქვს. ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოგწონს აკაკი?

-დიახ, – თავი დაუქნია საყვარელმა. – ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!

ცოლი პასუხით კმაყოფილი ჩანდა. მან ცხელი ჩაი მოსვა და შესთავაზა:

-მაშინ წაიყვანე იგი. მე ღალატს არ ვაპატიებ. ასე რომ, ჩვენ მაინც მალე დავშორდებით. ის შენია!

-რა ადვილად იშორებ ქმარს! – აღელვებისგან და მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისგან, თავად ეკა გადავიდა შენობით საუბარზე.

-ჩემთვის ის ქმარი არ არის, არარაობაა.

-ამას იმიტომ ამბობ, ჩემს გამო რომ მიგატოვა?

-ალბათ, – ლიამ ხელსახოცი თითებში მოიქცია. – ან უბრალოდ ჯერ ახალგაზრდა ხარ და ამიტომ მეტი ძალა გაქვს. მოკლედ, მიგყავს?

-მიმყავს!

-შესანიშნავია! – ლიამ მიმტანს ანიშნა, რომ მათთან მისულიყო. – მაშინ გთხოვ, რომ დღეს ჩვენთან მოხვიდე დაახლოებით 10 საათისთვის. მე შენს საყვარელს გაჩუქებ. მისამართს გამოგიგზავნი. თუ იცი? ხარ ნამყოფი ჩვენს სახლში?

-არა, – ზიზღით უპასუხა ეკამ. – მთლად გიჟი გგონივარ?

-ალბათ, – კვლავ გაიმეორა ლიამ. – მაშინ შეტყობინებას დაელოდე. აკაკის არაფერი უთხრა. ეს სიურპრიზი იქნება.

-შენ რომ ჩაალაგო ნივთები და წახვიდე? – გამომწვევად ჰკითხა საყვარელმა, როცა უკვე ადგა.

ლიას თვალებში ნაპერწკალმა გაუელვა:

-მოდი და იქ გადავწყვიტოთ. ვინ სად და როდის წავიდეს.

აკაკი სახლში რომ შევიდა, მას დერეფანში უკვე ელოდნენ.

-გამარჯობა, ძვირფასო. როგორ მოგწონს? ალბათ ამაზე ოცნებობდი? ცოლი, საყვარელი და შენ. ჩვენი გმირი. ჩვენი მაჩო.

-და… რას აკეთებთ?

-ოფიციალურად ვუთმობ შენს თავს – შენს ახალ სიყვარულს, მთელი ცხოვრებით. ეკა ახლა სიამოვნებით იცხოვრებს შენთან ერთად.

-რა? – მამაკაცმა არ იცოდა რა ეთქვა.

-ერთი კითხვა მაქვს: სად იცხოვრებთ?

-აკაკი, რადგან ახლა ჩემთან ხარ, – გაიღიმა ეკამ. -მგონი სწორი იქნება, რომ ამ სახლიდან ის წავიდეს.

ლიამ გაკვირვებით შეხედა ქმარს:

-სახლი გაქვს? და აქამდე რატომ არ ამბობდი? მუდმივად აქ რატომ ცხოვრობდი?

-ეს არის მისი სახლი, – აღნიშნა საყვარელმა ოდნავი ყოყმანით. – აქ ჩვენ დავრჩებით.

-არა, ეკა. ეს სახლი ჩემია და ნაკვეთიც. ჩვენ გვაქვს საქორწინო კონტრაქტი. ის მათხოვარი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შენი აკაკის მანქანაც კი ჩემს ფირმაზეა დარეგისტრირებული და შენი აკაკი ჩემთან მუშაობს. უფრო სწორედ, მუშაობდა.

-როგორ თუ მუშაობდა? – ჩაიჩურჩულა აკაკიმ. – მე ახლა ოფისიდან მოვედი.

-ხვალიდან უმუშევარი ხარ. მანქანის და სახლის გარეშე. არ ინერვიულო, აკაკი. შენი ეკა ახალგაზრდაა, ძალით და ენერგიით სავსე, ის მოიტანს ძლიერ ქალურ ენერგიას და შენ სწრაფად შეძლებ მანქანის, ბინის და სხვა დანარჩენის ყიდვას.

-მოიცადე! – წამოიძახა საყვარელმა. – აკაკი, შენ არაფერი გაქვს? რატომ ხარ ჩუმად?

-არა. და არც ჰქონია, – გაიღიმა ლიამ. – კარგი, შენი ნივთები ჩალაგებულია, ეკას წყალობით. ასე რომ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. ბედნიერი წლები გაგეტარებინოთ ერთად!

-და… ასეთი რაში მჭირდება? – წამოიძახა ეკამ.

სწრაფად გაიქცა მისაღებში, თავის ქურთუკს ხელი დასტაცა და უკვე დერეფანში დაიწყო გაბრაზებულმა ჩაცმა.

-ეკა, შენ არასწორად გაიგე ყველაფერი. ლია… ის იტყუება.

-კი, აბა! – არც შეუხედავს საყვარელს თავისი რჩეულისთვის. – მან მომატყუა სახლის, ბინის და მანქანის შესახებ. და რომ ცოლი გეცოდებოდა და ამიტომ დააწყებინე მუშაობა შენს ფირმაში!

-აკაკი, – გაუღიმა ცოლმა, – შენ დაწერ სასიყვარულო რომანებს. როგორი ზღაპრების გამოგონება გცოდნია…

-მოკლედ, აღარ დამირეკო და აღარ მომწერო!

ეკამ კარი გაიჯახუნა.

-აკაკი, მაშინ თავად აიღე შენი ნივთები და წადი. მანქანას ხვალ სამსახურში დატოვებ. განქორწინების დოკუმენტებს რეგისტრაციის ადგილზე მიიღებ. ხომ ისევ დედასთან ხარ დარეგისტრირებული?

-ლია, მაპატიე.

-დიდი ხანის წინ გაპატიე, ამიტომ მშვიდად გიშვებ. თუ თხოვნას დაიწყებ, ცუდად გაგაგდებ. მორჩა, მოშორდი აქედან!

განქორწინების შემდეგ, ლიას ცხოვრება საერთოდ არ შეცვლილა: სახლი, სამსახური, სახლი.

მაგრამ სახლში ახლა უკეთესია, ვიდრე იყო. ტყუილის სუნი აღარ ტრიალებს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს