„სიზმარი გეტყვის სიმართლეს“: კვირის რომელ დღეებში ვხედავთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს?

0
248

სანამ გვძინავს, ჩვენი ქვეცნობიერი აქტიურად მუშაობს.

სიზმრების შესახებ ფილმები თითქმის კინოს ქვეჟანრია. მათ მაყურებელი გადაჰყავთ სხვა სამყაროში, იტაცებენ უჩვეულო სიუჟეტებით და აიძულებენ რუხ უჯრედებს მუშაობას. მაგალითად, გაიხსენეთ კრისტოფერ ნოლანის ფილმი „დასაწყისი“ ან კემერონ კროუს „ვანილის ზეცა“. განსხვავებული განწყობა და ისტორია, მაგრამ ერთნაირად საინტერესო, მათი ხელახლა ყურების სურვილი არ ქრება.

ყველაფერი იმიტომ, რომ სიზმრები საიდუმლოა, რომლის ბოლომდე გაგება მეცნიერებმაც ვერ შეძლეს. სიზმარში ვხედავთ წარსულის სიტუაციებს, ხალხს, რომლებიც ადრე არ გვინახავს, ან, პირიქით, ვარსკვლავებს და საჯარო პირებს, რომლებიც ტელევიზორში და სოციალურ ქსელებში რეგულარულად ჩნდებიან. მოკლედ, ქვეცნობიერი წარმოქმნის საოცარ რამეს ძილის დროს. იმ დონემდე, რომ ვართ მოწმეები იმ მოვლენების, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხდება მეორე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ.

რატომ ხდება ზოგიერთი სიზმარი?

ორი ყველაზე გავრცელებული ახსნა არსებობს ამ უჩვეულო მოვლენის, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აწყდება.

სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი ტვინის ხრიკებია. სანამ ჩვეულებრივ დღეს გავდივართ, ის აკვირდება უმნიშვნელო დეტალებს და უცნობ სახეებს. აი, მაგალითად, მეტროთი მგზავრობთ და ყურადღება არ მიაქციეთ მამაკაცს წითელ ქუდში, რომელიც რამდენიმე ადგილის იქით იჯდა, და არც იმას, როგორ გავიდა ვაგონიდან. ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარმა ორგანომ კი მისი მოქმედება და სახე დაიმახსოვრა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ–ერთ სიზმარში გაჩვენოს. რა არის აქ დიდი ამბავი? აი, რა: როცა ისევ ჩახვალთ მეტროში, იმავე მარშრუტს გაივლით და დაინახავთ იმავე უცნობს კაშკაშა ქუდში, გეცოდინებათ, რომელ გაჩერებაზე ჩავა და რა მიმართულებით წავა. მაგია არაა?

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ძილის დროს ადამიანის სული ფიზიკური სხეულისგან გამოიყოფა და პარალელურ რეალობაში გადადის. მას აქვს სხვადასხვა ლოკაცია და დრო, მათ შორის ახლო და არც ისე ახლო მომავალი. სხვა სამყაროებში ვმოგზაურობთ და საიდუმლოებებს ვხსნით.

რატომ გვესიზმრება მომავალი?

ყველას არ ესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები. პირველ რიგში, ყველაზე ხშირად მსგავს რამ ემართება ემოციურ და ყურადღებიან ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ და მახვილი თვალით ამჩნევენ უმნიშვნელო დეტალებს. მეორეც, ადამიანს წინასწარმეტყველური სიზმრები ესიზმრება მნიშვნელოვანი მოვლენის წინა დღეს, რაზეც ის მუდმივად ფიქრობს და განიცდის.

როდის გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები?

ხალხში ყოველთვის ამბობენ, რომ ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სიზმრები წინასწარმეტყველურია. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ნამდვილად ასეა. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში ნანახი სიზმარი ახდება და ეს დაახლოებით 3 წელიწადში მოხდება. სამუშაო კვირის ბოლოს ქვეცნობიერი წარმოგიდგენთ მდიდრული ბინის ყიდვას ელიტურ კომპლექსში, მილიონი ლარის მოგებას ლატარიაში ან ნანატრ შეხვედრას მეორე ნახევართან? შესაძლოა, ეს სასიამოვნო გაფრთხილებაა ცხოვრებაში მომავალი ცვლილებების შესახებ.

შაბათ–კვირაც სიზმრების აცხადებაზე პასუხისმგებელია, მაგრამ უფრო მოკლე დროში. ამ დღეებში ნანახი სიზმარი გაღვიძებიდან რამდენიმე საათში შეიძლება ახდეს.

რაც შეეხება კვირის სხვა დღეებს, სომნოლოგების, ეზოთერიკოსების და იმ ადამიანების, ვინც დროდადრო ქვეცნობიერის ხრიკებს აწყდება, დაკვირვებით, ჩამოყალიბდა შემდეგი:

  1. ორშაბათს და პარასკევს ნანახი სიზმრები ყველაზე „ცარიელია“ და ყველაზე ნაკლებად ხდება.
  2. სამშაბათს და ხუთშაბათს ნანახი სიზმრები შეიძლება ახდეს, მაგრამ ალბათობა დაბალია.