როგორ მოვექცე ორპირ დედამთილს?

4107

ჩემი ქმარი ოჯახში უფროსი ვაჟია. მისი უმცროსი ძმაც დაქორწინებულია. ახლა მაზლის ცოლთან არ ვურთიერთობ, გამარჯობასაც არ ვეუბნები. ასე გამოვიდა, ეს გრძელი და უსიამოვნო ისტორიაა. დედამთილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებას გადავწყვეტდით, ის თბილად და მეგობრულად მეპყრობოდა.

ჩემი ქმრის ნათესავებს მაშინვე არ მოეწონათ მეორე რძალი (უმცროსი ძმის ცოლი), არ სურდათ, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ საპირისპირო არასდროს არაფერი უთქვამთ. ისინი მართლები აღმოჩნდნენ თავიანთ შეფასებაში. მეორე რძალი ბევრ შეუფერებელ საქციელს სჩადის და ეს, რა თქმა უნდა, „ყველა ფრონტზე“. ეს მისი და მათი ოჯახის საქმეა. მე ვცდილობდი ამაზე კომენტარი არ გამეკეთებინა.

ახლა დედამთილთან მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება მისი სიტყვებისა და საქციელის გამო. მუდმივად საზიზღარ რაღაცებს მეუბნება მეორე რძალზე. გამუდმებით საუბრობს იმაზე, თუ რამდენად ცუდია. დედამთილი არაფერს იგონებს, ეს ასეა: ის არ ამზადებს საჭმელს, არ დადის მაღაზიაში, არ ასუფთავებს სახლს, არ რეცხავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მჯერა, რომ თუ მისი ქმარი ამით კმაყოფილია, ეს მათი ცხოვრება და მათი პრობლემებია.

იყიდება

ჩემმა დედამთილმა იცის ჩემი ცუდი დამოკიდებულების შესახებ იმ რძლის მიმართ, თუმცა მასთან ამაზე არ ვსაუბრობ. მან ალბათ გადაწყვიტა, რომ მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ამ გამოხტომებს. ის ჩემთან ანთხევს მთელ ამ ნეგატივს, მაგრამ მასთან აბსოლუტურად არაფერს ამბობს. და არამარტო არაფერს ამბობს, არამედ ისე ექცევა, თითქოს ძალიან უყვარს. თითქოს გამუდმებით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

ჩემი მაზლის ცოლი არსად არ მუშაობს, უმაღლესი განათლება არ აქვს. ისინი ნაქირავებში ცხოვრობენ. მე და ჩემი ქმარი საკუთარ სახლში ვცხოვრობთ, ბინა ქორწინებაში შევიძინეთ. მე ვმუშაობ, ბავშვები სკოლიდან ხშირად დედამთილს გამოჰყავს, სანამ ჩვენ სამსახურში ვართ. ჩვენი სახლები ფაქტიურად გვერდიგვერდ მდებარეობს. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს და ის არ უშვებს ხელიდან უმცროს რძალზე საუბრის დაწყების შესაძლებლობას.

მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მაზლის ცოლს გარკვეული პრობლემები აქვს, მისმა მშობლებმაც კი თქვეს, რომ სჯობს მასგან თავი შორს გეჭიროს, რადგან ეს „ძვირი დაგიჯდება“. ჩემი მაზლი კარგი, საკმაოდ ადეკვატური მამაკაცია. ეს ქალი ბევრჯერ მიატოვა, არ იცოდა, როგორ მოეშორებინა, მაგრამ ის ბოდიშებს იხდიდა, არ შორდებოდა და ის კვლავ პატიობდა მას, ეცოდებოდა. ბოლოს დაორსულდა, შემდეგ კი ცოლად მოიყვანა. არ უნდოდა, მაგრამ დაქორწინდა.

დავიღალე დედამთილის საჩივრების მოსმენით. მესმის, რომ მისთვის რთულია იმ რძალთან ურთიერთობა, მაგრამ მასთან რატომ არ გამოსთქვამს ამ პრეტენზიებს? როდესაც ჩემთან მოსდის გაუგებრობა, მაშინვე ეუბნება ჩემს ქმარს და ჩვენ ყველაფერს ვაგვარებთ. თუ დამნაშავე ვარ, ბოდიშს მოვიხდი, მასაც შეუძლია ბოდიშის მოხდა.

ასე კი, გამოდის, რომ ზურგსუკან ლანძღავს, პირში კი ეფერება. მაღიზიანებს. ვერ ვბედავ მისთვის ამის თქმას. უსიამოვნო კი ისაა, რომ დედამთილმა იცის, თუ რამდენი საზიზღარი რამ გამიკეთა ჩემმა მაზლის ცოლმა, თავად იყო ამ ყველაფრის მოწმე და ჩემს თვალწინ მას ეფერება. არ ვიცი, როგორ გავაკონტროლო საკუთარი თავი. როგორ მოვიქცე…