B ჯგუფის ვიტამინები – რომელი პროდუქტებია მდიდარი ამ ელემენტებით და რა დაავადებებს იწვევს მათი დეფიციტი

472

ნუტრიციოლოგმა ოლგა პანოვამ გვითხრა, რომელი პროდუქტები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, და გვირჩია მათი ჩართვა რაციონში ამ ელემენტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

ექიმის თქმით, ამ ვიტამინების მაღალი კონცენტრაცია მზესუმზირას თესლშია. ისინი დაჟანგვის პროცესის კატალიზატორი ხდებიან, ამიტომ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად წონის კლებას ხელს უწყობენ.

ასევე ექიმი გირჩევთ, რაციონს დაუმატოთ D და C ვიტამინები წონის კლების ეფექტურობის გასაზრდელად.

გარდა ამისა, სპეციალისტი აღნიშნავს ლობიოს მნიშვნელობას, რომელიც შეიცავს B9 ვიტამინს, იგივე ფოლიუმის მჟავას. ექიმები ხშირად ნიშნავენ ამ ელემენტს ორსულობის დროს, რადგან ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. ლობიო შეიცავს ფიტინის მჟავასაც, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს ართულებს.

ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რაციონში ჩართოთ ცოტა წყალმცენარე კომბუ პარკოსნების მიღებისას, რადგან ფიტინის მჟავას განეიტრალება შეუძლია. გარდა ამისა, კომბუ მდიდარია იოდით, რომელიც ჰორმონალურ ფონზე დადებითად მოქმედებს.

„გამხმარი თეთრი სოკოც სასარგებლოა, რადგან B3 ვიტამინს შეიცავს. აუმჯობესებს თმის ხარისხს, მათი ფოლიკულების კვებას და სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი საჭიროა ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის“ – აღნიშნავს სპეციალისტი.

ასევე ხაზს უსვამს რაციონში B12 ვიტამინის ჩართვას, რომელიც სისხლწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ნერვულ სისტემას აწესრიგებს. ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობით გვხვდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაგალითად, ძროხის ღვიძლში, გულში ან კუჭში.

ნუტრიციოლოგი ნიკიტა კოტელნიცკი ასახელებს პრობლემებს, რომელთაც B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი იწვევს.

„B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნეგატიური შედეგი ორგანიზმისთვის. B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა ცვლაში და ნერვული სისტემის მუშაობაში, ამიტომ მათი დეფიციტი ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს“, – ამბობს კოტელნიცკი.

ნერვული სისტემის პრობლემები

B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება, მეხსიერების დაკარგვა, ცუდი კონცენტრაცია და ნეიროპათიაც (ნერვის დაზიანება).

ანემია

B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემია, რომლის დროსაც წარმოიქმნება დიდი ატიპიური ერითროციტები, რომელთაც არ შეუძლიათ ჟანგბადის გადატანა.

კანის, თმის და ფრჩხილების პრობლემები

„B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემა, როგორიცაა კანის სიმშრალე და აქერცვლა, ასევე თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა“.

საჭმლის მონელების პრობლემები

B ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინი, როგორიცაა ნიაცინი (B3 ვიტამინი) და პირიდოქსინი (B6 ვიტამინი), საჭმლის მონელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მადის დაქვეითება, დიარეა და კუჭ–ნაწლავის სხვა პრობლემები.

იმუნიტეტის დაქვეითება

B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში. მათმა ნაკლებობამ შეიძლება შეამციროს ორგანიზმის უნარი ინფექციებთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში.

„ზოგადად, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგების ფართო სპექტრი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი რაციონი შეიცავს ამ ვიტამინების საკმარის რაოდენობას ან საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი დანამატები“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს