თუ გაგეღვიძათ შუაღამით, ერთი სიტყვა ჩაიჩურჩულეთ და 1 წუთში ღრმად ჩაგეძინებათ

9063

გაგღვიძებიათ შუაღამით ერთსა და იმავე დროს ზედიზედ რამდენიმე დღე ან კვირა? შემდეგ გიჭირთ დაძინება თუ გათენებამდე ძილი არ გეკარებათ? ამ მომენტში ვოცნებობთ, უძილობისთვის ლოცვა არსებობდეს, არადა ნამდვილად არსებობს!

ლოცვა უძილობისთვის

დილის 3–4 საათზე გაღვიძების ფენომენი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სიცოცხლისთვის საშიში არ არის და სიკვდილს არ იწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობა შეუმჩნევლად სუსტდება, რადგან ნერვული სისტემა ვერ მშვიდდება. რა არის ამ მოვლენის მიზეზი? გარკვევაში მეცნიერები და ეზოთერიკოსები დაგვეხმარებიან.

იყიდება

უძილობის მიზეზები: სომნოლოგის მოსაზრება

ღამით გაღვიძების ფენომენს ბიოლოგიური საფუძველი აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნორმალური ძილის დროს, დილის 3–4 საათისთვის ორგანიზმი მზად არის გასაღვიძებლად. თავის ტვინში ნეირობიოლოგიური პროცესები პიკს აღწევს. მელატონინის (ძილის ჰორმონი) გამომუშავება მცირდება და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე იზრდება. სხეულის ტემპერატურა იმატებს.

ყველა ვიღვიძებთ შუაღამით რამდენჯერმე, მაგრამ ჯანსაღი ძილის დროს ეს გამოღვიძებები გვავიწყდება. თუ ცხოვრებაში ჭარბობს სტრესი, ვიღვიძებთ სრულ ცნობიერებამდე.

ღამით ფიქრები უფრო გვაღელვებს და გვაშინებს, ვიდრე დღისით. სიბნელეში გარე ხმაური, გაჯეტები და ხალხი ყურადღებას არ გვიფანტავს. გამოდის, აგრესიული თვითრეფლექსია გაორმაგებული ძალით გვიტევს. ადამიანებში, რომლებიც მუდმივად პრობლემებს აგვარებენ, გეგმავენ, სხვების დახმარებაზე ზრუნავენ და ეჭვობენ, სტრესის ჰორმონი უფრო ინტენსიურად იწარმოება როგორც დღისით, ასევე ღამით.

რატომ ვიღვიძებთ დილის 3 საათზე: მისტიკოსის ხედვა

ეზოთერიკოსები და ჯადოქრები დილის 3–დან 4 საათამდე დროს ჯადოქრების საათს უწოდებენ. სჯერათ, რომ ადამიანს ღამის კოშმარებისგან ეღვიძება ბნელი ძალების მაქინაციების გამო. ასეთი გაღვიძების შემდეგ უძილობა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

ენერგოთერაპევტების აზრით, ადრეული გაღვიძების მიზეზი იმალება ჩაკრების გადატვირთვაში და ენერგეტიკის განახლებაში. ზოგი ადვილად გადის გაღვიძების ფაზას და ისევ ძილში ეფლობა.

მათთვის, ვინც მაშინვე ფიქრებში და შფოთვაში გადადის, არსებობს ერთი მარტივი უძველესი მეთოდი, რომელიც სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ. გაღვიძების შემდეგ ჩუმად თქვით მხოლოდ ერთი სიტყვა „აუმ“. მნიშვნელოვანია, ხმამაღლა თქვათ და არა გულში. მისი ჟღერადობა და ვიბრაცია თავში იგრძენით. რამდენჯერმე გაიმეორეთ, ხმა გაწელეთ და მასში შეაღწიეთ.

და ერთ წუთში ჯანსაღ ღრმა ძილში ჩაეფლობით და დილამდე არ გაიღვიძებთ. დილით კი ენერგიული და ძალით სავსე გაიღვიძებთ.

ალბათ, ადრე გსმენიათ აუმის შესახებ. ეს მანტრა გამოიყენება იოგასა და პრანაიამას სუნთქვის პრაქტიკაში. ძალის საკრალური სიტყვაა ინდუისტურ ტრადიციაში, სამყაროს მანტრა. ასეთი მარტივი ლოცვა ადამიანს ამშვიდებს, ფიქრების სვლას ანელებს და მედიტაციისა და ძილის მდგომარეობაში სწრაფად ჩაძირვას ხელს უწყობს.

როგორ დავიძინოთ სწრაფად გაღვიძების შემდეგ?

დასაძინებლად გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. თუ გაგეღვიძათ, ტელეფონი არ ჩართოთ. საჭირო არ არის შეამოწმოთ დრო და გამოთვალოთ, რამდენი დრო დარჩა გაღვიძებამდე. ეს მხოლოდ გაზრდის შფოთვას და ხელს შეგიშლით დაძინებაში.

2. ტუალეტში წასვლა დილამდე გადადეთ. თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გიჭირთ. ფსიქოლოგები განმარტავენ: შარდის ბუშტის დაცლა დაძინებას არ ამარტივებს. როგორც კი დატოვებთ თბილ საწოლს, გული ინტენსიურად დაიწყებს სისხლის გადატუმბვას. ამის გამო პულსი გაიზრდება და მთვლემარე ტვინს სიფხიზლე შეუტევს.

3. სიგრილე ჯანსაღი ძილის საუკეთესო მეგობარია. რა თქმა უნდა, სითბოში დაძინება სასიამოვნოა, მაგრამ სომნოლოგები გვირჩევენ ღამის გატარებას 18 გრადუსზე და ქვემოთ ტემპერატურაზე.

4. თავი შეიკავეთ მარტივი ნახშირწყლებისგან (პური, ბუტერბროდი, ფუნთუშა და შაქარი) დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. ისინი ტვინს ასტიმულირებენ, მას კი პირიქით დამშვიდება სჭირდება.

ლოცვა უძილობისთვის: რა უნდა იცოდეთ პრობლემური ძილის შესახებ?

თუ დილის 3 საათზე გაღვიძება გამოწვეულია ნერვული მოლოდინით მნიშვნელოვანი მოვლენების წინა დღეს, ღირს სუპერმნიშვნელოვანი ეტიკეტი მოხსნათ. ეს ხელს შეუწყობს ნერვულ სისტემას განტვირთვაში და მობილიზაციის რეჟიმიდან გამოყვანაში. იპოვეთ რამდენიმე მიზეზი, რატომ შეიძლება ვუწოდოთ ამ დღეს ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც წინა დღეები იყო. გამოყავით 5 სიამოვნება, რაც მომავალ მოვლენას მოჰყვება.

თუ გაღვიძების მიზეზი ფიქრების სიმრავლეშია, პატარა გამარჯვების ტექნიკა სცადეთ. დღის ბოლოს დაუთმეთ 1 წუთი იმის განხილვას, რატომ ხართ ბედნიერი. მადლობა გადაუხადეთ დღეს ამ მიღწევებისთვის, თუნდაც მცირე მიღწევები იყო. ასე დამშვიდდებით და სტრესისგან გათავისუფლდებით.