ამბროზია: როგორ არ გავხდეთ ყველაზე საშიში მცენარის მსხვერპლი

1542

მიუხედავად მრავალმილიონიანი ბრძოლისა და მრავალრიცხოვანი გაფრთხილებისა, ყოველწლიურად ვიგებთ ამბებს დამწვრობის, მხედველობის დაკარგვისა და გარდაცვალების შესახებაც კი, ამბროზიასთან კონტაქტის შედეგად. ესაა სიცოცხლისთვის საშიში მცენარე, რომელიც ჩვენს რეგიონშია გავრცელებული.

როგორ გამოიყურება ამბროზია

რეალურად, არსებობს ამ მცენარის 70-მდე სახეობა, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი – ე.წ. სოსნოვსკის ამბროზია – სიცოცხლისთვისაა საშიში. იგი დამახასიათებლად გამოიყურება – მჭრელი, ღია მწვანე ფერის ფოთლები და სქელი, მყარი ღერო, დაფარული ბუსუსებით, იისფერი ლაქებით ან წერტილებით. ამბროზია ძალიან სწრაფად ავსებს უკაცრიელ ადგილებსა და მიტოვებულ ნაკვეთებს, იზრდება ელვის სისწრაფით, მხოლოდ ერთ დღეში 10-12 სმ-თი იმატებს სიმაღლეში.

რითია საშიში ამბროზია

მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ მხოლოდ ამბროზიას წვენია საშიში, ეს მართალი არაა. მცენარის კანთან ნებისმიერი სახის კონტაქტი ტოქსიკურია. მცენარე შეიცავს შხამიან ნივთიერებას – კუმარინ ბერგაპტენს, რომელიც ზრდის კანის ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობელობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამბროზიის წვენი ლინზასავით მოქმედებს, აკონცენტრირებს მზის სხივებს და ზრდის დამწვრობის ხარისხს. თუ წვენი კანზე მოხვდა, თუმცა ღამით ან საღამოს, შეიძლება არაფერი დაგიზიანდეთ მანამ, სანამ მზეზე არ გახვალთ. დამახასიათებელი სიმპტომები ამბროზიით დამწვრობის დროს – ქავილი, წვა, წყლულები, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ციება, კვინკეს შეშუპება. თუ დაზიანების ადგილი დიდი ზომისაა, შეიძლება შეუხორცებელი წყლულებიც გაჩნდეს. სხეულის 80%-ზე მეტის დამწვრობისას შესაძლებელია ლეტალური შედეგი. თუ წვენი თვალში მოხვდება, შეიძლება სრული სიბრმავე გამოიწვიოს.

როგორ მოვიქცეთ ამბროზიით დამწვრობის შემთხვევაში

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ სცადოთ წვენის გამობანა სათლში ან ნიჟარაში. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის შეხვევა ნებისმიერი ქსოვილით, მზისგან თავის დაცვა. შემდეგ, ხელოვნურ, არამკვეთრ შუქზე ფრთხილად ჩამოიბანეთ ადგილები, რომელზეც შეიძლება წვენი მოხვედრილიყო, თბილი, სოდიანი წყლით, რადგან ეთერზეთები რთულად ჩამოირეცხება. მსუბუქი დამწვრობის დროს, შეიზილეთ დაზიანებული მონაკვეთები სინტომიცინის ან თუთიის მალამოთი. წყლულების გახეთქვა კატეგორიულად დაუშვებელია – ჭრილობაში შეიძლება ინფექცია შეიჭრას.

გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია მზეზე გასვლა მინიმუმ 2 დღის განმავლობაში, ამბროზიასთან კონტაქტის შემდეგ! თუ ფიქრობთ, რომ წვენი კანზე არ არის, იგი მაინც შეიძლება იყოს დარჩენილი უჯრედულ დონეზე, დამწვრობა კი არ დააყოვნებს.

თუ ამბროზიით ბავშვი დაშავდა, თუ დამწვრობა სხეულის 10%-ზე მეტს აღწევს, თუ ტემპერატურა გემატებათ, თუ  წყლულები ერთ დიდ წყლულად იქცევა ან სუნთქვა ხშირდება და რთულდება – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ ვებრძოლოთ ამბროზიას

თუ ნაკვეთზე ეს მონსტრი გაჩნდა, გახსოვდეთ, რომ იგი მოღრუბლულ ამინდში უნდა გაანადგუროთ, ან მზის ჩასვლის შემდეგ. ეცადეთ, იპოვოთ მაქსიმალურად სქელი ტანსაცმელი, გრძელი სახელოებითა და შარვლებით, მოიმარაგეთ შეუღწევადი ხელთათმანები და ბოტები. კანი დაიმუშავეთ მზისგან დამცავი კრემით. არ გამოიყენოთ სეკატორი ან ტრიმერი, რათა წვენის შხეფები არ მოგხვდეთ. თუ მუშაობას წყვილში ამჯობინებთ, დაიცავით დისტანცია ერთმანეთთან.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამბროზიის განადგურება ძალიან რთულია – მცენარის ფესვი 12 წლამდე ცოცხლობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს