ბავშვებს ხელიდან ვერ ვაგდებინებდი პლანშეტს, სანამ საძერწი ცომი არ გავუკეთე. სახლში ჰარმონიამ დაისადგურა

154

ცომისგან ან ბიოკერამიკისგან ხელნაკეთობების დამზადება შემოქმედების სულიერი ფორმაა მთელი ოჯახისთვის. მომზადება მარტივია: ინგრედიენტები შეურიეთ, სუბსტანციას ფორმა მიეცით, გამოაშრეთ და მოხატეთ. ასეთი სუვენირი ოჯახის ნამდვილი ამულეტი შეიძლება გახდეს. პაპარაცი გთავაზობთ, მოამზადოთ საძერწი ცომი ბავშვებისთვის მარტივი რეცეპტით. გაერთობით!

საძერწი ცომი ბავშვებისთვის

როგორ გადავიტანოთ ბავშვის ყურადღება პლანშეტიდან სხვა რამეზე? ძველი–კეთილი ხელნაკეთობები ყოველთვის დაგეხმარებათ. ამ საქმიანობას ბევრი უპირატესობა აქვს. ბავშვი დროს მხიარულად ატარებს, ფანტაზიას და ხელის მოტორიკას ავითარებს, დედა კი ნერვებს ამშვიდებს მძიმე სამუშაო დღის ბოლოს.

იყიდება

საძერწი ცომი არა მხოლოდ ტრადიციული ფქვილისა და მარილისგან შეიძლება გაკეთდეს. გთავაზობთ პოპულარულ რეცეპტს ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან, რომელთაც სამზარეულოში იპოვით. ნაკეთობა გამოვა ძლიერი, მკვრივი და ელასტიკური. ასევე იდეალურად თეთრი, ჩვეულებრივი ცომისგან განსხვავებით.

ინგრედიენტები:

  • 0,75 ჭიქა თბილი წყალი
  • 0,5 ჭიქა სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი
  • 1 ჭიქა სოდა

სახამებლის მასის მომზადების წესი

1. სახამებელი და სოდა აურიეთ. თბილი წყალი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, რომ კურკუტები არ დარჩეს. თუ საკვების საღებავის გამოყენებას აპირებთ, დაუმატეთ საჭირო რაოდენობა სასურველი ფერის მიღებამდე. ჭურჭელი ანტიმიწვის საფარით საშუალო ცეცხლზე დადგით და შესქელებამდე ხარშეთ. დროდადრო აურიეთ, რომ ნარევი არ დაიწვას.

2. როცა ნარევი დარბილდება და ერთ გუნდად შეიკვრება თხევადი ნაწილების გარეშე, ქვაბი ქურიდან გადმოდგით. მომავალი ცომი ცოტა შეაგრილეთ სველი პირსახოცის ქვეშ, რომ არ გახმეს. რამდენჯერმე მოურიეთ.

3. მასა სამუშაო ზედაპირს რომ არ დაეკრას, წვეთი ეთერზეთი ან მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ეს უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი ცომი არც ისე წებოვანი გამოდის. ამ ეტაპზე საღებავი შეგიძლიათ დაუმატოთ. კიდევ ერთხელ კარგად მორევა მოგიწევთ, რომ ერთგვაროვანი ფერი მიიღოთ.

4. შემოქმედების დროა! სასურველი ფიგურები გამოძერწეთ. მაგალითად, დეკორატიული გირცები, როგორიც ფოტოზეა. თუ გეგმავთ, მომავალი სუვენირის თოკზე ჩამოკიდებას, წინასწარ ნახვრეტი გაუკეთეთ.

5. ნამზადები ნიჩბით ფრთხილად გადაიტანეთ გასაშრობად. თანაბრად რომ გაშრეს, რამდენიმე საათის შემდეგ თითოეული ფიგურა გადააბრუნეთ.

6. გამაგრებული ხელნაკეთობები საკმაოდ ძლიერი გამოდის. ახლა აკრილის ან სხვა საღებავით შეგიძლიათ შეღებოთ. აქ ფანტაზია შეგიძლიათ ჩართოთ.

საძერწი ცომი ბავშვებისთვის

ცომის მოსამზადებლად ნებისმიერი სახამებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ სიმინდის სახამებელს გირჩევთ. მისგან გამოდის იდეალურად ქათქათა მასა, ხოლო კარტოფილიდან – ჭუჭყიანი რუხი. თუ გჭირდებათ ძალიან მაგარი მონოლითური სუბსტანცია, რომელსაც მარტივად ვერ გატეხთ, წყლის მითითებულ მოცულობაში ცოტა წებო PVA გააზავეთ. დაახლოებით 1:4 თანაფარდობით.

ხელნაკეთი პლასტილინით მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. ასეთი დასვენება მოეწონებათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ დეპრესიულ უფროსებსაც. ანტისტრესი და არტთერაპია ერთ ფლაკონში მოგადუნებთ და დაგამშვიდებთ.