როგორ მოიშოროთ გველები, რომლებმაც რატომღაც აირჩიეს თქვენი სახლი ან ნაკვეთი და რამ გამოიწვია მათი ვიზიტი

9471

ხალხმა იცის მრავალი მეთოდი სხვადასხვა მავნებელთან და სხვა ცხოველთან საბრძოლველად, რომელთაც შეუძლიათ მოსავლის განადგურება. რატომღაც როცა საქმე გველს ეხება, ბევრ ადამიანს პირველყოფილი შიში იპყრობს. ბოლო დროს გველი ხშირად ჩნდება ადამიანის სახლებში. გიამბობთ, რა იწვევს მათ გამოჩენას და როგორ მოიშოროთ ისინი.

რომელი სახეობის გველები არის საშიში საქართველოს ტერიტორიაზე?

ჯერ გავარკვიოთ, რომელი გველები შეიძლება შეგხვდეთ საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ვსაუბრობთ შხამიან გველებზე, ეს არის გველგესლას რამდენიმე სახეობა. ამასთან, მისი ნაკბენი ადამიანისთვის უკიდურესად საშიშად არ ითვლება. მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ, ანტიჰისტამინური საშუალება დალიოთ შეძლებისდაგვარად და საავადმყოფოში წახვიდეთ, სადაც საჭირო ოდენობის ანტიდოტს მოგცემენ.

გველგესლას ნაკბენი შეიძლება იყოს უსიამოვნო და გამოიწვიოს სხვადასხვა  გართულება. გახსოვდეთ, უმეტეს შემთხვევაში მომაკვდინებელ საფრთხეს არ წარმოადგენს ზრდასრული ადამიანისთვის. რისკის ქვეშ არიან ბავშვები ან ადამიანები სუსტი იმუნიტეტით.

როგორ ამოვიცნოთ გველგესლა სხვა გველებთან შედარებით. რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, გველგესლას აქვს რომბის ფორმა ზურგზე, შავი ფერის განსაკუთრებულ ფორმებზე. მეორეც, ვერტიკალური გუგები აქვს.

რაც შეეხება არაშხამიან გველებს, შეიძლება შეგხვდეთ ანკარა, მცურავი ან სპილენძა. ყველა მათგანი უვნებელია, თუმცა გველები შეიძლება აგრესიულები იყვნენ. სიგრძეში 2 მეტრზე მეტი შეიძლება გაიზარდოს. ბუნებამ შხამით არ დააჯილდოვა, მაგრამ ორ ათეულზე მეტი კბილი აქვთ. თავდასხმისას გველები ხტებიან და ცდილობენ დაკბინონ ადამიანი სახის ან კისრის არეში. ნაკბენი უსიამოვნოა, მაგრამ არა საშიში.

რატომ ჩნდებიან გველები სახლებში?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გველები არა მხოლოდ სადღაც სახლთან, არამედ სახლშიც გვხვდება. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, ხალხში ხშირად ამბობენ, რომ სახლში გველის გამოჩენა ნიშნავს, რომ უნდა იყიდოთ საწამლავი ვირთხებისთვის.

ნამდვილად, გველი სახლში შეიძლება გამოჩნდეს, თუ იქ საჭმელი ეგულება. მეორე მხრივ, ზოგს უხარია სახლში ანკარას დანახვა. გამოდის, მოსავალი უსაფრთხოდ იქნება. ასევე გველი შეიძლება გამოჩნდეს იმ ადგილებში, სადაც ბალახი მაღალია. ეს გველებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს.

როგორ მოვიშოროთ გველები?

პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში გველებსაც არ სურთ თქვენთან შეხვედრა. თუ უკვე თქვენს სახლშია და ვერ არჩევთ მის სახეობას, შესაბამისი სამსახური გამოიძახეთ. მათი ტელეფონის ნომრები ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ. ან დარეკეთ 112–ში.

გამოცდილ მეაგარაკეს, რომელმაც ანკარა და სპილენძა დაინახა, მარტივად შეუძლია მათი ჩასმა ტომარაში ნიჩბის ან ბარის გამოყენებით და ტყეში გაშვება. თუ გველებთან შეხვედრა საერთოდ არ გსურთ, ხალხური საშუალებები ან სამეცნიერო მიღწევები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უნდა გესმოდეთ, რომ გველი აბსოლუტურად ყრუა (გამარჯობა ყველას, ვისაც სჯერა, რომ კობრას ჰიპნოზირება შესაძლებელია ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრით), მაგრამ მეორეს მხრივ, მგრძნობიარენი არიან ვიბრაციის მიმართ. სწორედ ამ ფაქტს იყენებენ სხვადასხვა გველის საწინააღმდეგო ნივთის შემქმნელები. ნაკვეთზე რამდენიმე ადგილას უნდა ჩამარხოთ. ისინი ვიბრაციებს გამოსცემენ და გველებს მოგაშორებენ.

ასევე ხალხი ცდილობს ქვეწარმავლებს ებრძოლოს სუნით. რამდენიმე ჩვარი ნავთში დაასველეთ და ნაკვეთზე მიმოფანტეთ ან დამარხეთ. ეგზოტიკური მეთოდი ზღარბებს უკავშირდება. ეს არის გველების ბუნებრივი მტრები. თუ მოახერხებთ ზღარბების ოჯახის გამოკვებას, სავარაუდოდ, თქვენს ნაკვეთზე გველი არ გამოჩნდება.

ვიმედოვნებთ, შეძლებთ გველთან გამკლავება, თუ მასთან შეხვედრა მოგიწევთ. მთავარია გახსოვდეთ, რომ უმეტესობა მათგანი გადაშენების პირას მყოფ სახეობად ითვლება. არ არის საჭირო მათი მოკვლა ან რაიმე სახის ზიანის მიყენება. შიში დაამარცხეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს