ამ ხრიკს სანტექნიკოსები მალავენ, რადგან ბლოკირებას რამდენიმე წუთში ხსნის

0
9449

ადრე თუ გვიან, თითოეულ ჩვენგანს გაჭედილ ნიჟარასთან გამკლავება გვიწევს. ინტერნეტში ვნახე მასალები, სადაც გვირჩევენ ყოველ საღამოს ნიჟარის მილში ჩავასხათ ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე. თითქოს პრევენციის მეთოდია. შესაძლოა დაგეხმაროთ, მაგრამ სჯობს მომზადებული იყოთ. გაჭედილი მილების დამოუკიდებლად გაწმენდა დიდ ფულს დაგიზოგავთ.

ბლოკირების მოხსნა

რა თქმა უნდა, ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ. ბევრ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა საშუალება გაჭედილი მილების გასაწმენდად. სავსებით შესაძლებელია, სახლში უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად. გამოდის, ზედმეტი ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ.

პაპარაცი გიზიარებთ, როგორ გაწმინდოთ მილები ხალხური მეთოდებით. ამისთვის უნდა გამოიყენოთ ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც ყველას აქვს სახლში. მართალია, პრობლემის გადაჭრას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. თავად გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია.

მდუღარე წყალი

ძალიან ხშირად ბლოკირების მიზეზი არის მილში გაჭედილი ცხიმი საკვებთან ერთად. მის მოსაშორებლად მდუღარე წყლის გამოყენება საკმარისია. თუ ლითონის მილები გაქვთ, მდუღარე წყალი შეგიძლიათ ჩაასხათ. პლასტმასის მილი რომ არ დააზიანოთ, 65 გრადუსზე ცხელი წყალი არ გამოიყენოთ.

დაახლოებით 1 ლიტრი ცხელი წყალი ნიჟარის მილში ჩაასხით. 20 წუთი დაელოდეთ და ონკანის წყალი მოუშვით. თუ პრობლემა არ მოგვარდა, ვანტუზი გამოიყენეთ. სქემა იგივეა: წყალი ჩაასხით, დაელოდეთ, შემდეგ ვანტუზი მილს რამდენჯერმე დააჭირეთ და მკვეთრად ამოიღეთ.

ხალხური საშუალება

სოდა და ძმარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ბლოკირების მოსახსნელად. როგორც ცნობილია, ერთად იძლევიან რეაქციას ნახშირორჟანგის გამოყოფით. სწორედ ის დაგეხმარებათ ბლოკირების მოშორებაში. 150 გრამი სოდა მილში ჩაყარეთ, შემდეგ იმავე რაოდენობის ძმარი ჩაასხით. მილი საცობით ან ნაჭრით დახურეთ. ნახევარი საათი მოიცადეთ. შემდეგ მდუღარე წყლით ჩარეცხეთ.

გამოცდილი ადამიანების კიდევ ერთი რჩევაა სოდა და მარილი. ნახევარი ჭიქა სოდა და 1 ჭიქა მარილი თბილ წყალში გახსენით და ნიჟარაში ჩაასხით. ცოტა ხნით მოიცადეთ და შემდეგ წყლით ჩარეცხეთ. მეორე ვარიანტი – სოდა და მარილი ნიჟარაში ჩაყარეთ და დილამდე მოიცადეთ, შემდეგ ჩარეცხეთ.

ყველაზე რადიკალური მეთოდი კაუსტიკური სოდის გამოყენებაა (შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში). მართალია, ხშირად არა მხოლოდ ნიჟარას და სიფონს წმენდს, არამედ მილებსაც. დაახლოებით 2-3 კგ ასეთი სოდა უნდა შეიძინოთ.

აიღეთ ლითონის ვედრო, სოდა ჩაასხით და ცივი წყლით შეავსეთ. ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე აურიეთ. ამის შემდეგ ვედრო ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე არ მიიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოდა თავის თვისებებს დაკარგავს. ტემპერატურა 70 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

ხსნარი ცეცხლიდან გადმოდგით და დაახლოებით ნახევარი ხვრელში ჩაასხით. 2 საათი დაელოდეთ და დარჩენილი სითხე ჩაასხით. ისევ 2 საათი  ნიჟარა არ უნდა გამოიყენოთ. ბოლოს მილები წყლით კარგად ჩარეცხეთ.

შეგახსენებთ, რომ ზოგჯერ თვითმოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთი ხალხური მეთოდი არ გამოგადგებათ, როგორც მაღაზიაში ნაყიდი, პროფესიონალი გამოიძახეთ. მას აქვს სპეციალური მოწყობილობა, როგორიცაა სანტექნიკის გვარლი. ამით შეიარაღებული პრობლემას ნამდვილად აღმოფხვრის.