ზრდასრულ შვილებს არ ვუყვარვარ და პატივს არ მცემენ, არადა მათთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა

1773

რა არის მშობლების მიმართ სიყვარული? მადლიერების და მიჯაჭვულობის ღრმა გრძნობა, რომელიც ბავშვობაში ყალიბდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარებას აგრძელებს. ეს სიყვარული გამოიხატება პატივისცემით, ზრუნვით, თანადგომით და გაგებით. შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და სიტუაცiით, ყოველდღიური წვრილმანებიდან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოქმედებებამდე.

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თანამედროვე ადამიანებს ავიწყდებათ, როგორი უნდა იყოს შვილების მადლიერება დედ-მამის მიმართ. პრეტენზიები, ახირებები ზრდასრულ ასაკშიც, უმადურობა. ეს და კიდევ ბევრი რამ ნორმა ხდება ბავშვების მშობლებისადმი დამოკიდებულებაში. დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო გამწვავდება. როგორ გამოვასწოროთ და რა გავაკეთოთ ამისთვის? ერთ-ერთი ერთგული მკითხველი ამ პრობლემის გადაჭრის თავის ხედვას გვიზიარებს.

რა არის მშობლებისადმი სიყვარული?

55 წელზე მეტის ვარ, მაგრამ დღემდე მოხუცი მშობლების მიმართ მოკრძალებულ შიშს განვიცდი. აბა როგორ, მათ ხომ აღმზარდეს, ყველაფერი მასწავლეს და მათი წყალობით ამქვეყნად გავჩნდი. ვთვლი, რომ აქ არაფერია გასაკვირი. ვიცი, რა არის მშობლების მიმართ სიყვარული.

რა თქმა უნდა, ერთ დროს ჩვენს შორისაც იყო უთანხმოება. ეს ნორმალურია. მაგალითად, ძალიან ახალგაზრდა ასაკში გამათხოვეს. ჯერ ქორწილზე ფიქრიც არ შემეძლო, მაგრამ ასე იყო საჭირო. მაშინ პატარა სოფელში ვცხოვრობდით და შინაბერა შეიძლება დავრჩენილიყავი. რა თქმა უნდა, ეს არ მესმოდა და არ მინდოდა ბესოზე დაქორწინება, მაგრამ 30 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად და ორი შვილი გავზარდეთ. როგორ თვლით, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახის ღირსეული გაგრძელებაა? ვთვლი, რომ ასეა. მოითმენ და შეიყვარებ.

აი, ჩემს შვილებს საერთოდ არ ვუყვარვარ. პატივსაც არ მცემენ, სხვა რა უნდა ვთქვა. ერთ სიტყვას ვეტყვი, ათს უკან მიბრუნებენ. რჩევას ვაძლევ, წუწუნებენ, რომ დრო შეიცვალა და არაფერი მესმის. მუდმივად მითითებენ, რომ ქალაქში არ გავიზარდე და ახლა უბრალოდ ვერ ვეგუები. არ ესმით, რომ მშობლების გარეშე დღემდე სოფელში დარჩებოდნენ და ხარებს მოუვლიდნენ.

არა, ახლა უკვე გაიზარდნენ. ისწავლეს, სამსახური იპოვეს. ამისთვის „მადლობა“ შემიძლია ვთქვა, ინტერნეტში საიტების მოძებნა და ყურება მასწავლეს. მაგრამ ვთვლი, რომ ეს საკმარისი არ არის. ინტერნეტში ცხოვრების ჭეშმარიტებას ვერ იპოვიან. ეს მე უნდა ვუთხრა. მაგრამ რა აზრი აქვს მოყოლას, თუ არავინ მისმენს?! არ იციან, რა არის მშობლების სიყვარული?

მაგალითად, ქალიშვილი ვერ დასერიოზულდა. ახალგაზრდა მამაკაცს ხვდება, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობს. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, არადა შეეძლო მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. განა ერთად ცხოვრებაში არ ვლინდება ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები? მე ასეთი შესაძლებლობა არ მქონდა. ჯერ ბეჭედი გამიკეთეს, შემდეგ დავიწყე ქმრის შეცნობა. ირინას არ ესმის, რომ ადამიანი სტრესში თავს უკეთ და სწრაფად გამოავლენს, მაგრამ დედა მისთვის არაფერს წარმოადგენს.

ნიკო საერთოდ ნელ-ნელა ჭკუიდან გადადის. საცხოვრებლად გადავიდა ქალთან, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე თვე იცნობს. მანამდე ხვდებოდა სხვა ქალს, რომელმაც გული ატკინა. ამიტომაც გადაწყვიტა ურთიერთობის დაწყება ქალთან, რომელსაც უკვე ჰყავს შვილი. არ არის სულელი? ვეუბნები, რომ იმ ქალის შვილისთვის მამა ვერასდროს გახდება. ვერც ქმარი, თუ ქალი მისგან არ დაორსულდება. ეს ხომ სიმართლეა! ის კი იმეორებს, რომ მათი მდგომარეობის არაფერი მესმის.

გთავაზობთ თქვენ, მშობლებს, სიტუაცია შეცვალოთ და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნოთ. როცა ქალი და კაცი განქორწინებას ითხოვს, დაზარალებულს უფლება აქვს ალიმენტი მოითხოვს. ვინ არის დაზარალებული მშობლების და ზრდასრული შვილების შემთხვევაში? ვთვლი, რომ კანონით შვილის ხელფასიდან რაღაც პროცენტი მოხუცების რჩენას უნდა მოხმარდეს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, ახლა პენსია ნამდვილად მცირეა. მიზერული. ჯერ კიდევ ვმუშაობ, მაგრამ მე განსაკუთრებული შემთხვევა მაქვს. ახლა ბევრი პენსიონერია, რომლებმაც უმადური შვილები აღზარდეს. მათ უკვე ახლა დახმარება სჭირდებათ. ეს პირველია.

მეორეც, 20 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები თავიანთი ფულის უმეტეს ნაწილს არასწორ საქმეებზე ხარჯავენ. ზრდასრულები, ენერგიული ადამიანები, საზღვარგარეთ მოგზაურობენ, უსარგებლო ნივთებს ყიდულობენ და ხვალინდელ დღეს კრიტიკული თვალით არ უყურებენ. მოგვიანებით ხვდებიან, მაგრამ უკვე გვიანია. შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და დანაზოგი დახარჯეს, გამოცდილი მშობლების რჩევებს ყურადღება არ მიაქციეს.

ჩემი აზრით, შვილების მიერ გაღებული თანხა მშობლებზე, არა მხოლოდ მოხუცებს დაეხმარება, არამედ შვილებს დისციპლინას ასწავლის. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ფინანსებს, ეკონომიას და სირთულეებთან გამკლავებას ისწავლიან. ბევრჯერ მსმენია, რომ იპოთეკა ან ბავშვის გაჩენა ოჯახს აძლიერებს და აერთიანებს. ჩემი წინადადებაც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, როგორც მშობლებისთვის, ასევე შვილებისთვის. უბრალოდ ყველაფერი კარგად უნდა გამოთვალოთ.

ჩემი გაკრიტიკება არ სცადოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ჩემი ცხოვრებით არ გიცხოვრიათ, მე კი თქვენი პერიოდი უკვე გამოვიარე. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მხარის შესანიშნავად მესმის და ადეკვატურად ვმსჯელობ. თუ მშობლები გიყვართ, ჩემს სიტყვებში არასწორს ვერაფერს ნახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ არ გაინტერესებთ. თქვენთვის სწორი დასკვნები გამოიტანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს