პირველმა ქორწინებამ ისე შემცვალა, ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო. აღარ მინდა ასე

592

ოჯახში პარტნიორებს შორის როლების განაწილება ყოველთვის ადვილი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახური ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო: ერთ-ერთი პარტნიორის ახირებით ან ადრეული ორსულობის გამო. მაგალითად, ქმარი ყოველთვის შესანიშნავი ლიდერი არ არის. ცოლი სამზარეულოში ფუსფუსზე და საოჯახო საქმის შესრულებაზე თანახმა არ არის. ასე ვიღებთ ყველა ქალზე განაწყენებულ კიდევ ერთ მამაკაცს და კიდევ ერთ ყოფილ დიასახლისს. სამწუხაროა.

თანაცხოვრებისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათად მოხდეს. თითზე ბეჭდის გარეშეც, მაგრამ ერთ სივრცეში სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრებით, შეგიძლიათ ისწავლოთ ბევრი ამქვეყნიური სიბრძნე. ახლა, 21-ე საუკუნეში აუცილებელი არ არის პასპორტში შტამპის ქონა, რომ ერთად იცხოვროთ. სამაგიეროდ კარგი შანსია, რომ საყვარელი ადამიანი უკეთ გაიცნოთ, არა მხოლოდ რომანტიკული მხრიდან. ეს არის თანამედროვე ცხოვრების რეალობა.

ყოფილი დიასახლისი

ყოველდღიურ საოჯახო რუტინაზე მეტად არაფერი მაგიჟებს. კუთხეებში მტვრის გადაწმენდას და კბილების გამოხეხვას არ ვგულისხმობ. არა, ვსაუბრობ ქალების „მოვალეობაზე“, რომელსაც კაცები საუკუნეების განმავლობაში აწერდნენ ქალებს და დღესაც ავალებენ. ეს არის სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, გარეცხვა, ბავშვებზე ზრუნვა და სხვა საქმე, რომელიც ქალს მკვდარი ტვირთივით აკიდებული აქვს. ხომ გესმით, რას ვგულისხმობ? ეს იგივეა.

ამიტომაც ახლა განქორწინებული ვარ. აღარ მყავს ქმარი, რომელიც ყოველდღე სამსახურიდან უკმაყოფილო და ბრაზიანი ბრუნდებოდა. აღარ მაქვს ვალდებულება, ცალმხრივად ვანუგეშო სხვა ადამიანი, ისევ და ისევ გავიმეორო, როგორი ყოჩაღია, როგორ ახერხებს კარიერულ განვითარებას. დიახ, რამდენიმე დადებითი მომენტიც გაქრა, მაგრამ თუ შევადარებთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეს, დარწმუნებული ვარ, განქორწინება საუკეთესო რამ არის, რაც ბოლო დროს მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

სულ რაღაც 5 წელიწადში გამხდარი და მხიარული გოგოსგან გადავიქეცი უხასიათო ქალად დაღლილი მზერით, ჭარბი წონით და ხშირი ქოშინით. ყოფილმა ქმარმაც 15-20 კგ მოიმატა. რატომღაც ოჯახური ცხოვრება მოდუნებას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, მორალურად მუდამ დაძაბული ხარ. წვრილმანებზე ვფეთქდებოდი. ქმარი აღარ მაფასებდა არც მე, არც ჩემს შინაგან სამყაროს და არც ჩემს, თუნდაც შელახულ, გარეგნობას. აი, ასეთია მოგონებები იმ დროზე.

განქორწინების გადაწყვეტილება

შვილები არ მყავს. ალბათ, უკეთესიც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინების გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ბავშვი თითქოს ჯაჭვია, რომელიც ცოლ-ქმარს აერთიანებს. წარმოდგენაც არ მინდა, როგორი ვიქნებოდი ორსულობის შემდეგ, თუ მის გარეშეც ასე მოვიმატე. უბრალოდ მაღალ ნახშირწყლოვანი კვებით და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით. ან ყოველდღიური ცხოვრებით ხარ დაკავებული ან სკამზე ზიხარ ან დივანზე წევხარ. თვეში მხოლოდ ერთხელ გავდიოდით სასეირნოდ. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთს დავითანხმებდით.

მშვიდად განვქორწინდით, რაც მიხარია. გასაყოფი არაფერი გვქონდა, უბრალოდ ერთად ცხოვრება არ გვეწერა. არ იყო სკანდალები, საყვარლები ან სხვა პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ადვოკატებმა და ფსიქოლოგებმა ხელი ვერ მოითბეს. ესეც კარგია.

ყოფილი დიასახლისი

სად ვარ ახლა, დავდივარ თუ არა პაემნებზე 36 წლის ასაკში თუ ცივ ბალიშზე ტირილში ვატარებ გრძელ ღამეებს? არაფერიც. ვიპოვე რაღაც გასაოცარი და ჩემთვის სრულიად შესაფერისი. რა? ამჯერად სატვირთო მანქანის ბედნიერი მძღოლი ვარ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვმუშაობ და ხანდახან ახალ შეყვარებულთან ერთად გავდივარ რეისში. დიდი ხანია ამ საქმეშია და სწორედ ის დამეხმარა საჭირო მოწმობის აღებაში და სამსახურის დაწყებაში. ახლა ერთად ვართ.

ამ რთული საქმის შესწავლა ადვილი არ იყო. ჯერ მიშასთან ერთად სიარული და ჩავლილი პეიზაჟების ყურება მომწონდა. რაღაცნაირად მომხიბვლელი და გონების გამწმენდია. მოლაპარაკე კაცები არ მიყვარს, ხოლო მიშასთან მოგზაურობისას დიდხანს მოგვიწია ჩუმად ყოფნა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ხელის გაწვდენაზე.

ახალი ცხოვრება

დიახ, ასეთ ცხოვრებას შეიძლება სპარტანული უწოდოთ. დიახ, ერთ პოზაში ჯდომა კომფორტული არ არის. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკანალი მომშორდა. მაგრამ ეს წვრილმანია. დასვენებისას, შხაპის მიღების და კარგად გამოძინების შემდეგ, თავს ამქვეყნად უბედნიერეს ადამიანად გრძნობ. მუდმივად სხვადასხვა ადგილას იმყოფები. ქარს, მზეზე ცის მოძრაობას გრძნობ. უბრალო, მაგრამ გაჯერებული ცხოვრებით ცხოვრობ.

ახლა მითხარით, როგორ უნდა დავუბრუნდე, თეორიულად მაინც, ოჯახის საძულველ კონცეფციას, სადაც მამაკაცი მთავარია, ხოლო ქალი უუფლებო მოახლე და ზოგჯერ საყვარელი? უკან მოხედვისას შემიძლია ვთქვა, რომ შინაგანად უკვე ყოფილ ქმარზე უფრო ძლიერი ვარ. საოფისე სამსახური არ მაქვს, ჩემი შეხედულებები ამ საკითხზე შეიცვალა. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ასე იქნებოდა, ჩემი მომავლის შემეშინდებოდა და სულ ტყუილად. ახლა მესმის, რომ ქალი შეიძლება იყოს ცოცხალი და ძალით სავსე. ამავდროულად, საჭირო არ არის წინსაფარი ჰქონდეს ამოფარებული და ხელში ცოცხი ეჭიროს.

ყველა თავის არჩევანს აკეთებს. როგორც მინიმუმ, თვლის, რომ აკეთებს. როგორც მე ვთვლიდი. ვფიქრობდი, რომ ქორწილი, ბავშვები და ოჯახური ცხოვრება ყველაზე ლოგიკური და ნორმალურია. თურმე არაფერია ამაზე უფრო მოსაწყენი, დამღლელი და დამამცირებელი. ყველაფერი შედარებით იზომება. ამჟამინდელ ცხოვრებას არაფერში გავცვლი და არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მამაკაცი ჩემ გვერდით. გზა ჩემი გატაცებაა. ძრავის ხმაური და სახეზე ქარის ნიავი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მენდეთ, არანაირი ოჯახური კომფორტი ამას ვერ შეედრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს