წლების წინ უცხოელთან ურთიერთობის შედეგად ვაჟი შემეძინა. ვუთხრა თუ არა ახლა ბავშვის შესახებ

3434

წლების წინ აშშ-ში წავედი სასწავლებლად. იქ 6 თვის განმავლობაში რომანი მქონდა მამაკაცთან, რომელიც სერიოზული ურთიერთობით არ დასრულებულა. ჩემს წამოსვლამდე და მომავალზე საუბრისას გაირკვა, რომ პარალელურად სხვა გოგოსაც ხვდებოდა და მასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. პატიება მთხოვა, მითხრა, რომ ჩემთვის გულის ტკენა არ უნდოდა, შემდეგ კი შეუყვარდა.

აცრემლებული დავბრუნდი სამშობლოში და გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ბავშვის დატოვება გადავწყვიტე, რადგან ქალურ ნაწილში პრობლემები მქონდა და აბორტის გაკეთების შემეშინდა. მისთვის არაფერი მითქვამს, დამცირებად ჩავთვალე. პირველი ორი წელი ნამდვილი კოშმარი იყო: ფული არ მყოფნიდა, ბავშვი გამუდმებით ტიროდა და ჰიპერაქტივობით მაღიზიანებდა. ორ სამსახურში ვმუშაობდი, მხოლოდ მეგობრები მეხმარებოდნენ.

მოგვიანებით დაქალთან ერთად ბიზნესი გავხსენი, კარგი ფულის შოვნა დავიწყეთ და ცხოვრება დალაგდა. ჩემი ამერიკელი წამოსვლიდან პირველი თვე დაკავშირებას ცდილობდა, მოგვიანებით 2 წელი სრულიად გაუჩინარდა. ცოტა მოგვიანებით დაიწყო დაბადების დღის ღია ბარათების და მოკლე მესიჯების გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაში. რამდენჯერმე მხოლოდ „მადლობა“ მივწერე და მორჩა.

ახლახან მივიღე წერილი: „ლეა, საქმეზე ჩამოვდივარ თბილისში. ჩემი დანახვა არ გინდა, მაგრამ გთხოვ შემხვდი. ის ქალი შეცდომა იყო. უკვე 2 წელია მარტო ვარ და მხოლოდ შენ მახსენდები. შანსს არ გთხოვ, მხოლოდ ერთ შეხვედრას, სადილს ან ვახშამს, როგორც შენ გინდა“.

 

თავში ორი კითხვა მიტრიალებს: დავთანხმდე თუ არა შეხვედრას და ვუთხრა თუ არა, რომ ვაჟი ჰყავს? ახლა მის მიმართ მხოლოდ წყენას ვგრძნობ. ჩვენი შვილი 6 წლისაა. მამას ძალიან ჰგავს. ახლა 32 წლის ვარ და მამაკაცთან მუდმივი კავშირი არ მაქვს. მეორე დღეა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავდივარ. როგორ მოვიქცე?

თავში სხვადასხვა სცენარს ვავითარებ. უკეთეს შემთხვევაში, ვაჟის არსებობა გაუხარდება, მაგრამ ჩვენ ურთიერთობა ვეღარ გვექნება (მეორედ იმავე შეცდომას აღარ დავუშვებ). სიტუაციის სხვაგვარი განვითარება მაწუხებს: გახარებული ბავშვთან ურთიერთობას დაიწყებს, შემდეგ ისევ გაფრინდება თავის ბოსტონში. რა რეაქცია ექნება ბავშვს? ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მამა ძალიან შორს ცხოვრობს და მასთან ვერ ჩამოვა.

უცებ კი მამა მოდის სანახავად. ბუნებრივია, ბავშვთან ურთიერთობას ვერ შეძლებს. ბიჭი ინგლისურად არ ლაპარაკობს, მან ქართული არ იცის. კარგი იქნება, თუ თავს ჩემს მეგობრად გააცნობს და მალე წავა. თუ დაიწყებს ბავშვის ჩახუტებას ბედნიერებისგან თვალებაცრემლებული? ეს ადამიანი წლები არ მინახავს, აღარ ვიცნობ, მაგრამ ემოციური იყო. ვშიშობ, რომ ახლაც ასე მოიქცევა და შემდეგ შვილს კითხვები გაუჩნდება: „მამაა? როდის მოვა მამა?“

იქნებ, წინასწარ ვუთხრა და დასაფიქრებლად დრო მივცე? როგორ ვენდო? პირობას მომცემს, რომ შვილის ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, შემდეგ დაივიწყებს. თავში ათასი აზრი მიტრიალებს. გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს