7 პროდუქტი, რომლებიც გვასულელებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით

146

მათთვის, ვისაც თავისი ტვინის აქტიური მდგომარეობის შენარჩუნება სურს, ასევე, ზრუნავს დემენციის პროფილაქტიკაზე, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტვინის ვარჯიში, არამედ მისი სწორად გამოკვებაც. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, საკმაოდ ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელთა რეგულარული მოხმარებაც გვასულელებს – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. შეამოწმეთ, არის თუ არა ეს პროდუქტი თქვენს რაციონში და ახლავე შეწყვიტეთ მათი მოხმარება.

1. მცენარეული ცხიმები

ჯერ კიდევ მზესუმზირის ან სიმინდის ზეთზე წვავთ და დარწმუნებული ხართ, რომ ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნაღების კარაქზე? მაშინ გეტყვით: 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა პირდაპირი კავშირი ცხიმოვანი მჟავის, ომეგა-6-ის შემცველი ზეთების მოხმარებასა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას შორის. მიირთვით ზეითუნის ზეთი უმად, ხოლო ცხელი კერძებისთვის გამოიყენეთ ცხოველური ცხიმები.

2. თინუსი

თინუსი და ხმალთევზა – თევზებს შორის ვერცხლისწყლის შემცველობით ყველაზე მდიდარია. ამ ელემენტს ადამიანის ორგანიზმში დაგროვების უნარი აქვს, მისი მომატებული დოზა კი საშიშია ტვინის ჯანმრთელობისთვის. ასე, სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის მქონე ადამიანებს ტვინის კოგნიტური ფუნქციები 5%-ით დაბალი აქვს. დამეთანხმებით, ეს ნამდვილად ძალიან დიდი ციფრია ტვინისთვის.

3. ფრიტურში მომზადებული კერძები

პირველ რიგში, მისი მოზმადებისას, დიდი ალბათობით, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთს გამოიყენებთ. მეორეც, ასეთი ცხიმიანი საკვები იწვევს ტვინში ანთებით პროცესებს. გინდათ, ჭკვიანი და აქტიური იყოთ? მოამზადეთ ეს საკვები გრილზე, გამოაცხვეთ, მოთუშეთ, ოღონდ არ შეწვათ.

4. ტკბილი სასმელები

ტკბილი სასარგებლოა ტვინისთვის, თუმცა არა ასე, ერთმნიშვნელოვნად. ტკბილი გაზიანი სასმლის, წვენებისა და ჩვეულებრივი, შაქრიანი ჩაის რეგულარული მოხმარება, შესაძლოა, ენერგიის ხანმოკლე მოზღვავებასა და ტვინის აქტივობის მომატებას იწვევდეს, თუმცა, ასე ტვინში ანთებითი პროცესების გაჩენით რისკავთ. ეს პროცესები, თავის მხრივ, კოგნიტური ფუნქციების შემცირებასა და დემენციასაც კი იწვევს. სანამ გვიანი არაა, გადადით უშაქრო ჩაიზე.

5. ტრანს-ცხიმები

მსოფლიოში ყველაზე მავნე პროდუქტის ტიტულისთვის კონკურსი რომ ჩატარდეს, ტრანს-ცხიმები უპირობო გამარჯვებული იქნებოდა და გრან-პრისაც მოიპოვებდა. ჩვენი სხეულის თითქმის ყველა სისტემა იანდება, როცა ტრანს-ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქრს მივირთმევთ – არც ტვინია გამონაკლისი. ალცჰაიმერის დაავადების რისკი იზრდება, როცა რაღაც ცხიმიანა და მავნეს ვჭამთ – ყოველთვის გახსოვდეთ ეს.

6. ალკოჰოლი

მკვლევარების თქმით, არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო დოზა. 1 ბოკალი წითელი ღვინოც კი კვირაში ერთხელ, საბოლოო ჯამში, გავნებთ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება: ეს საშიშია ტვინის სტრუქტურისთვის და არღვევს მის ფუნქციონირებას, თანად შეუქცევლად. რაც უფრო მეტს სხამთ, მით უარესდება ჩვენი ტვინის მუშაობა.

7. სწაფი კვება

ნაჯერი ცხიმები, მარილი, სწრაფი ნახშირწყლები, შაქარი – “სწრაფი კვების” პროდუქტი ყველა ამ მავნე კომპონენტს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ტვინის განადგურებისთვის. და, თუ სწრაფი კვებით ხართ გატაცებული, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საკვების ერთ ულუფასაც კი შეუძლია ტვინის უნარის დაბლოკვა, აითვისოს და დაამუშავოს ახალი ინფორმაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს