წიწაკა ბევრი არ არსებობს? არსებობს და თანაც როგორ. გამოცდილმა მზარეულმაც შეიძლება ზოგჯერ შეცდომა დაუშვას და ზედმეტად ბევრი ჩილის წიწაკა გამოიყენოს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, როდესაც კერძი “ცრემლებამდე გემრიელია”? ხომ არ გადავყრით არა…. ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ კულინარიული ხრიკი, რომელიც აზიურ ქვეყნებში დიდი ხანია ცნობილია.
საკმაოდ ბევრ ადამიანს უყვარს ცხარე საჭმელი, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ შევთავაზებთ ცხარე კერძს. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ წიწაკა შემთხვევით გადავამეტეთ? ნუ დატანჯავთ ოჯახს უბრალოდ გამოიყენეთ ჩვენი რჩევა.
პირველ რიგში უნდა გვესმოდეს: რა ხდის მას ასე ცხარეს? ყველაფერში დამნაშავე კაპსაიცინია – ალკალოიდი, რომელიც ჭარბად გვხვდება წიწაკის სხვადასხვა სახეობებში. კაპსაიცინის შემცველობა და ადამიანის რეცეპტორების მგრძნობიარობა ჯამში გვაძლევს ცხარე შეგრძნებებს, რომელიც რათქმუნდა თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია.
ახლა შეგვიძლია დავფიქრდეთ მის ნეიტრალიზებაზეც. კაპსაცინს ასევს თავისი კრიპტონიდიც, მისი სახელია – კაზეინი. ის გარს ეკვრის ცხარე მოლეკულებს და ამით მათზე მგრძნობელობას გვიკარგავს. რთულად ჟღერს მეთანხმებით?, მაგრამ რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივია: კაზეინი საკმაოდ დიდი რაოდენობით არის რძის პროდუქტებში. სწორედ ამიტომ ცხარე საკვები მაგალითად მალაიზიაში მიღებულია მიიღოთ მჟავე რძის სასმელებთან ერთად.
სწორედ ამიტომ ყველაზე მარტივი ხერხი ცეცხლის ჩასაქრობად – კეფირი დაყოლებაა. ან უფრო უკეთესი შეგვიძლია დავუმატოთ ცხარე კერძს არაჟანი. რაც უფრო ცხიმიანი იქნება მით უკეთესი. არაჟანი ან სხვა რძის პროდუქტები სწრაფად შეამცირებს ცხარე შეგრძნებების გრადუსს.
მიუხედავად იმისა, რომ არაჟანი და კეფირი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, შესაძლოა ისინი არ უხდებიან თქვენ კერძს. ამ შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წყალი და შაქარი, ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოახერხებთ ზედმეტი სიცხარის ნეიტრალიზებას.