როგორ დავაჩქაროთ ოთახის მცენარეების ზრდა და ყვავილობა: სუპერსასუქი რძით.

4375

აყვავებული ოთახის მცენარის საიდუმლო ძალიან მარტივია: მცენარე უნდა გიყვარდეთ და არა უბრალოდ მორწყათ, არამედ დროულად გამოკვებოთ. როცა მცენარე ხანგრძლივი დროს განმავლობაში მხოლოდ წყალს იღებს, წვნიანი ფოთლების და ლამაზი ყვავილების დანახვას ვერ შეძლებთ.

გასაოცარია, მაგრამ ჩვენთვის ჩვეული რძე მცენარეებისთვის ნამდვილი დელიკატესია! „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და სწორად გამოიყენოთ რძის სასუქი ქოთნის მცენარეებისთვის.

მცენარეების გამოკვება რძის სასუქით

რძით გამოკვების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მცენარეს მიკროელემენტებს არა უბრალოდ აწვდის, არამედ ნიადაგს აჯანსაღებს. ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიები ხვდება, რომელთა გამრავლებაც ფესვების სისტემისთვის საზიანო სოკოს და ობის წარმოქმნას ხელს უშლის. გარდა ამისა, ბაქტერიები ვიტამინების, მინერალების, ფიტოჰორმონების და მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზს ხელს უწყობენ.

რძით გამოკვების შემდეგ განსაკუთრებით ოთახის ვარდი, ნემსიწვერა, აზალია, ფურისულა, ასპარაგუსი და ფიკუსი გარდაიქმნება. ისინი წარმოუდგენლად აყვავებულნი ხდებიან!

ინგრედიენტები:

  • 100 მლ ახალი რძე
  • 1 ლ წყალი
  • 3 წვეთი იოდი

მომზადება და გამოყენება:

  1. რძე და წყალი აურიეთ, იოდი დაუმატეთ. ნარევი შეანჯღრიეთ.
  2. გამოკვებამდე ერთი საათით ადრე ოთახის მცენარე ჩვეულებრივი სუფთა წყლით მორწყეთ. მშრალი ნიადაგის რძიანი წყლით მორწყვა არ შეიძლება.
  3. ქოთნის ზომის მიხედვით 3-6 ს/კ მომზადებული სასუქი მიაწოდეთ. ამ ხსნარით მცენარე 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ.

ამავე ხსნარით შეგიძლიათ მცენარეები დანამოთ. რძიანი წყალი ფოთლების და ღეროების ზედაპირზე თხელ ფირს ქმნის, რაც მცენარეს მავნებლებისგან (ობობის ტკიპა და ფარიანი) იცავს. ამავე მეთოდით შეგიძლიათ ნაცროვან სოკოს ებრძოლოთ, რომ ქიმიური პრეპარატების გამოყენება არ მოგიწიოთ.

მნიშვნელოვანია! რძიანი წყალი პალმის, კაქტუსის და სუკულენტების გამოსაკვებად გამოუსადეგარია.

რძიანი სასუქი არა მხოლოდ ოთახის მცენარეებს, არამედ ბოსტნეულის კულტურებს უყვართ. მაგალითად, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტოს ყველა სახეობა და კიტრი. ნასკვის პერიოდში განსაკუთრებით ღირებულია. აგარაკის მფლობელებმა ეს მეთოდი მხედველობაში უნდა იქონიონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს