5 თანამედროვე იგავი

38

ერთ დღეს, როდესაც ბავშვები მთელი დღის მანძილზე მასწავლებელს უსვამდნენ მთავარ კითხვას: “რა იქნება სიკვდილის შემდეგ?”, მასწავლებელი დუმილით პასუხობდა.
შემდეგ მოსწავლეებმა ჰკითხეს, თუ რატომ დუმდა იგი გამუდმებით და არ პასუხობდა მათ შეკითხვას.
– შეამჩნიეთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლით ინტერესდებიან მხოლოდ ისინი, ვინც არ იციან, თუ რა მოუხერხონ ამ ცხოვრებას და რა გააკეთონ დღეს? მათ სჭირდებათ კიდევ ერთი სიცოცხლე, რომელიც გაგრძელდება სამუდამოდ. – უპასუხა მასწავლებელმა.
– და მაინც, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს? – იკითხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
– არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვილამდე, აი რა არის საკითხავი. – აღნიშნა მასწავლებელმა.

ერთ მშვენიერ დღეს, მონადირე ტყეში სიარულისას წააწყდა შეშის მჩეხელს. ეს ადამიანი დაუღალავად, შეუსვენებლად შრომობდა და ცდილობდა მოჭრილი ხის გახერხვას. ოფლად იღვრებოდად უკვე, აღარც მის ორგანიზმს შეეძლო ფიზიკური შრომა და მონადირემ გადაწყვიტა რჩევით დახმარებოდა მას.
– ოო, თქვენი ხერხი სულ მთლად დაბლაგვებულა! კარგი იქნებოდა, რომ გაგელესათ. – მიმართა მონადირემ მეტყევეს.
– რას ამბობთ! ამისათვის დრო საერთოდ არ მაქვს, ჯერ კიდევ 20 ხე მაქვს მოსაჭრელი! – უპასუხა ხის მჭრელმა და კვლავ მიუბრუნდა სამუშაოს.

მორალი: შრომისმოყვარეობა რა თქმა უნდა კარგი თვისებაა და დასაფასებელია, თუმცა ყოველთვის უნდა დავუსვათ თავს შეკითხვა, თუ რამდენად ეფექტურია იგი და რამდენად დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. იქნება და არსებობს რაღაც სხვა გზა, მეთოდი, რომელიც გაგვიმარტივებს შრომას და გაგვიორმაგებს შედეგს.

ოსტატი: “როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ნავით სეირნობა. პატარა ნავი მქონდა, მარტოდ მარტოდ შევცურავდი ხოლმე ტბის შუაგულში და საათობით იქ ყოფნით ვტკბებოდი. ერთ დღეს, უბრალოდ დახუჭული თვალებით ვიჯექი და ვმედიტირებდი. ლამაზი ღამე უცბად მაგიურ დილად გადაიქცა.
უცბად, ვიღაცა ნავით ჩემს ნავს დაეჯახა. ნეტავ იცოდეთ როგორ გავბრაზდი! გავახილე თვალები და მოვემზადე იმ ადამიანის გასალანძღად და საჩხუბრად, თუმცა ნავი ცარიელი დამხვდა. ჩემ სიბრაზეს გასაქანი არ ჰქონდა, არ ვიცოდი ვიზე ამომენთხია ბრაზი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე დამეხუჭა ისევ თვალები და ბრაზისათვის ბოლო მომეღო, შინაგანი სიმშვიდისათვის მიმეგნო.
მზის ამოსვლის თანავე მე შინაგანად სიმშვიდეს დავეუფლე. ცარიელი ნავი მასწავლებლის როლში მომევლინნა. მას შემდეგ, თუკი ვინმე ჩემს გაბრაზებასა და გაღიზიანებას ცდილობს, გულში ვიმეორებ: “ეს ნავიც ცარიელია”.

ერთ ბაღში იზრდებოდა კედრის ხე. ყოველ წელს ის უფო და უფრო იზრდებოდა სიმაღლეშიც და სიგანეშიც. მისი ფართო და ლამაზი ფოთლები გვირგვინივით ეფარებოდა სხვა ხეებს და ჩრდილავდა მათ. ზრდასთან ერთად, მას ქედმაღლობაც ემატებოდა.
ყვეკას ზემოდან სიამაყით დასცქეროდა და ერთ დღესაც დაიყვირა:
– მომწყდით თავიდან თქვე საცოდავებო!
– მომაშორეთ ყველაფერი თავიდან! ისინი ჩემს სილამაზეს ფარავენ – ბრძანა ჭირვეულმა კედრმა ერთ დღეს.
თავისი თავის კმაყოფილი, ამაყი კედარი ჭირვეულობას არ ეშვებოდა და ერთ დღესაც ბრძანა:
– მომაშორეთ ეს ვაშლია და მსხლის ხეები!
ასე ამაყი და თავმოყვარე კედარი მარტოდ მარტო დარჩა ბაღში და თავად გახდა მისი ბატონ-პატრონი.
თუმცა ერთ დღეს, ძლიერი ქარი ამოვარდა. კედარი მთელი ძალებით ებრძოდა ქარიშხალს და ფესვებით რაც შეიძლებოდა მაგრად ეჭიდებოდა მიწას, თუმცა ძალა გამოცლილი კედარი ადრე, თუ გვიან დანებდა, მიწას ფესვებიანად მოსწყდა და ძირს დაეცა, ხოლო მოპირადპირე ბაღში მდგომი ხეების ერთობლიობა ამაყად და მედიდურად, გაუტოკებლად იდგა ერთ ადგილზე.

ერთ დღეს, ერთი ადამიანი მივიდა კომპანია “მაიკროსოფტში”, რათა დაეწყო მუშაობა მეეზოვედ. კადრების განყოფილებაში, მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, ხოლო შემდეგ პატარა ტესტი ჩაუტარეს და საბოლოოდ გამოუცხადეს:
– თქვენ მიღებული ხართ. დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა შეგატყობინოთ, თუ როდიდან შეძლებთ შეუდგეთ სამსახურს.
– ხო მაგრამ მე არც კომპიუტერი მაქვს და არც ელექტრონული ფოსტა. – უპსაუხა დაღვრემილმა კაცმა.
– სამწუხაროა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია აგიყვანოთ თქვენ სამსახურში, რადგან ვირტუალურად თქვენ არ არსებობთ.
გულდაწყვეტილი კაცი გამოვიდა ქუჩაში. ჯიბეში მას მხოლოდ 10 დოლარი ედო. მან საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: “როგორ გამოვიმუშავო ფული?” და უცბად თავში იდეა მოუვიდა. მან ფერმერისაგან იყიდა 10 კილოგრამი პომიდორი და დაიწყო კარ და კარ სიარული ნაყიდი პომიდორის გასაყიდად. დაახლოებით 2 საათში, მან შეძლო კაპიტალი გაორმაგება, ხოლო 6 საათის შემდეგ, მას უკვე ჯიბეში ჰქონდა 160 დოლარი და გაათვითცნობიერა, რომ ამ შემოსავლით, მას შეეძლო სხვა სამსახურზე უარი ეთქვა. გარკვეული დროის შემდეგ, მან იყიდა მაქნანა, შემდეგ სატვირთო, შემდეგ გახსნა საკუთარი მაღაზია და საბოლოოდ, 5 წლის გასვლის შემდეგ, ჩამოაყალიბა სუპერმარკეტების ქსელი. სწორედ ამ დროს, მან გადაწყვიტა დაეზღვია თავისი ბიზნესი.
მოლაპარაკებების შემდეგ სადაზღვეო კომპანიის აგენტმა სთხოვა მას დაეტოვებინა ელექტრონული ფოსტა, რათა მისთვის შეეტყობინებინათ უფრო სარფიანი შემოთავაზების შესახებ, თუმცა მან, როგორც რამდენიმე წლის უკან, დღესაც უპასუხა, რომ მას არც კომპიუტერი ჰქონდა და არც ელექტრონული ფოსტა.
გაკვირვებულმა აგენტმა შეიცხადა: “თქვენ ამხელა ბიზნესის პატრონი ხართ და კომპიუტერი არ გაქვ?! ხომ წარმოგიდგენიათ რამდენს მიაღწევდით და ვინ იქნებოდით კომპიუტერი რომ გქონოდა!
– კომმპანია “მაიკროსოფტის” დამლაგებელი! – მიუგო კაცმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს