სახლის დალაგება მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული ამოცანაა, რასთან გამკლავებაც ნებისმიერ დიასახლისს უწევს. თუმცა ყველა მზად არაა, რომ მაღაზიაში ნაყიდი საშუალება შეიძინოს, რომლებიც ეფექტურობის მიუხედავად ხშირად განწყობას აუარესებენ, ალერგიულ რეაქციას იწვევენ და ზოგადად ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ დაალაგოთ სახლი ისე, რომ საყოფაცხოვრებო ქიმია არ გამოიყენოთ. ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით პროდუქტებს, რომლებიც შეგიძლიათ საწმენდი საშუალებების სახით გამოიყენოთ. ამასთან, შედეგი არც თუ ისე ცუდი იქნება.
უნივერსალური საწმენდი საშუალება
ვის არ სურს, რომ სახლი სისუფთავით ბრწყინავდეს? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დღესასწაულისთვის მზადებას ეხება. მაღაზიებში უამრავი საშუალება იყიდება, რომლებიც სისუფთავეს გვპირდება, თუმცა ქლორის შემცველი საშუალების შეძენაზე ბევრი ორჭოფობს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ქლორი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიურ იარაღად გამოიყენებოდა. საკუთარი ფულით თავის მოწამვლის სურვილი ვის ექნება?
უსაფრთხო და მრავალფუნქციური საწმენდი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ. ამისთვის ძმარი და საკვები სოდა დაგჭირდებათ. ამ გასაოცარი ნარევით სახლს ისევე კარგად გაწმენდთ, როგორც ძვირადღირებული და სარეკლამო საშუალებების დახმარებით. აი, რაში მდგომარეობაში ძმრისა და სოდის ნარევის უპირატესობა.
1. უსაფრთხოება
მაღაზიაში ნაყიდი საწმენდი საშუალებისგან განსხვავებით, რომლებიც ქიმიური დანამატებით სავსეა, სოდა და ძმარი მომწამვლელი არაა. ნაყიდი საწმენდი საშუალებები არა მხოლოდ ალერგიას იწვევენ, არამედ ხშირად ფოსფორს ან ამიაკს შეიცავენ.
2. კარგი საწმენდი საშუალება
ძმრის ესენცია ცხიმს და ნადებს შლის, მინის, ტყავის და ხის ზედაპირს წმენდს და მათ ბზინვარებას ანიჭებს. ამ სითხით შეგიძლიათ იატაკი გაწმინდოთ და უნიტაზს ყვითელი ნადები მოაშოროთ. რაც შეეხება სოდას, მისი დახმარებით მინის და ფაიფურის ჭურჭელს ცხიმს და ნადებს მარტივად მოაშორებთ. ამასთან სოდა უსიამოვნო სუნს შესანიშნავად ანეიტრალებს.
3. მიკრობებს ებრძვის
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძმარი მავნე ბაქტერიებს და ვირუსებს, მათ შორის გრიპის ვირუსებს, ეფექტურად ებრძვის.
ძმარი საკვებ სოდასთან ერთად კანალიზაციის, სამზარეულოს ნიჟარის და აბაზანის მილების გაჭედვის დროსაც ეფექტურია. ამისთვის საკმარისია წყლის ბოლომდე დაწურვას დაელოდოთ, შემდეგ 1 ჭიქა საკვები სოდა მილში ჩაყაროთ და 1 ჭიქა ძმარი დაასხათ. ნახევარი საათის შემდეგ მილში 1-2 ლ მდუღარე წყალი ჩაასხით და დაბლოკვა წამიერად დაიშლება.
საქმე იმაშია, რომ ძმრის და საკვები სოდის ზემოქმედებით ქიმიური რეაქცია იქმნება – ბუშტუკები წარმოიქმნება, რომლებიც ნებისმიერ ჭუჭყს შლიან და მარტივად უმკლავდებიან.
სოდა ძმართან ერთად შეგიძლიათ ხალიჩების საწმენდად გამოიყენოთ. ამისთვის ორთქლის საწმენდი საშუალების თბილ წყალს ნახევარი ჭიქა ძმარი დაუმატეთ, ხალიჩა ამ სითხით გაჟღინთეთ და დაახლოებით 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ ხალიჩაზე ნახევარი ჭიქა სოდა თანაბრად გადაანაწილეთ და 1 დღე ასე გააჩერეთ. ამის შემდეგ უბრალოდ მტვერსასრუტით სოდა მოაშორეთ.
ცალკე საწმენდი საშუალებების ხელმისაწვდომობა უნდა აღინიშნოს იქნება ეს სოდის და ძმრის ნარევი, სამზარეულოს მარილი, ლიმონის მჟავა თუ სხვა პროდუქტი, რომლებიც გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე მიმზიდველი არომატის მქონე ნაყიდი საწმენდი საშუალებები.
რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია მაცდუნებელი ეტიკეტის მქონე საშუალების შეძენა, რომელიც პრობლემების გადაჭრას გვპირდება, ვიდრე ბებიის წიგნის გადმოღება, სადაც სახლის დასალაგებელი მეთოდები წერია. არჩევანი თქვენზეა, თავად გადაწყვიტეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.