მართალია, რომ საბჭოთა დროს ძეხვი იყო უფრო გემრიელი და ხარისხიანი

656

საბჭოთა გასტრონომიულ გემოს განსაკუთრებული ნოსტალგიით იხსენებენ ისინი, რომელთაც სსრკ–ში უცხოვრიათ. მაშინ პურიც განსხვავებული იყო და ნაყინიც, მაგრამ ძეხვი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. თვითმხილველების თქმით, მისი გემო განსაკუთრებული და განუმეორებელი იყო. „პაპარაცი“ ეცდება გაარკვიოს, რისგან მზადდება ძეხვი და რა ადგილი უჭირავს ახლა თანამედროვე ადამიანის სუფრაზე.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ძეხვეულის ასორტიმენტი ძალიან განსხვავებული იყო. პირველ რიგში, ეს განპირობებული იყო რეგიონული მდებარეობით. ჯერ მოსკოვის, ლენინგრადის და რესპუბლიკის დედაქალაქების მაღაზიები მარაგდებოდა, შემდეგ სპეციალური „დახურული“ ქალაქები. ამ ქალაქებში რთული წარმოების გამო სპეციალური მარაგები ჰქონდათ. ამის შემდეგ მოდიოდა სხვა დანარჩენი. გასაკვირი არ არის, რომ დიდი ქვეყნის ბევრი მაცხოვრებელი ძეხვს მხოლოდ დღესასწაულებზე ხედავდა. ისიც თუ გაუმართლებდათ და სასურველი პროდუქტის რიგში ჩადგებოდნენ.

რა თქმა უნდა, ძეხვის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. საკვები პროდუქტების ხარისხს ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ და GOST სტანდარტებს მკაცრად იცავდნენ. ანასტას მიქოიანის ამერიკაში მივლინების შემდეგ, სსრკ–ში თანდათან გამოჩნდა კვების მრეწველობის სხვადასხვა ქარხანა.1933 წელს მოსკოვში გაიხსნა პირველი ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც მოგვიანებით სახალხო კომისრის მიქოიანის პატივსაცემად სახელი შეარქვეს. თავად ქარხანა, როგორც ბევრი სხვა, ამერიკაში დაპროექტდა, შემდეგ კი გადმოიტანეს საბჭოთა კავშირში. ქარხანასთან ერთად ამერიკის მთავრობამ ხორცპროდუქტების წარმოების რეცეპტიც გასცა.

რისგან მზადდებოდა ძეხვი, რომელიც სსრკ–ში იყიდებოდა?

მოგვიანებით ქარხნის ტექნოლოგებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს ათობით სახეობის ძეხვი, რომლებიც ასე უყვარდათ სსრკ–ს მაცხოვრებლებს. ასე გამოჩნდა ძეხვები „საექიმო“, „სამოყვარულო“ და „უმად შებოლილი“. ყველა ეს ძეხვი დიდი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო. ძეხვი ნამდვილად მზადდებოდა ხორცისგან, გამაფხვიერებლების და საღებავების დამატების გარეშე. სპეციალურ დიეტურ რაციონშიც რთავდნენ. თანდათან ქვეყნის მაცხოვრებლების ცილოვანი პროდუქტებით მომარაგების საკითხი დალაგდა. დიასახლისები საყვარელ სალათასაც „ოლივიე“ მხოლოდ ძეხვით ამზადებდნენ. თუ შეხვდებოდათ „საექიმო“, ქონის გარეშე, მაშინ სალათა შეუდარებელი გამოდიოდა.

70–იან წლებში საბჭოთა კავშირში ძეხვეულის ასორტიმენტი გაფართოვდა. გამოჩნდა საზღვარგარეთული ძეხვი ფინეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან და ესპანეთიდანაც. გერმანული ძეხვი, ამერიკული სოსისი – ამ ყველაფრის გასინჯვა საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა. მართალია, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. თუ ვინმე ახერხებდა რეგიონულ ქალაქში ან დედაქალაქში გამგზავრებას, ძეხვს მთელი ოჯახისთვის ყიდულობდა. გემოს გასასინჯად, „სამოყვარულოს“ გარდა. იმ დროს მატარებლებს ძეხვის სუნი ასდიოდათ, რადგან ყველას ჩანთაში ერთი უმად გამხმარი ან უმად შებოლილი ძეხვი მაინც ჰქონდა.

დღეს სუპერმარკეტებში მაცივრები სავსეა სხვადასხვა სახის ძეხვით და სოსისით. ხორცპროდუქტების წარმოების ტექნოლოგიამ ცვლილებები განიცადა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 90–იან წლებში ბევრი ქარხანა დაიხურა. ათ წელზე მეტი დასჭირდა ძეხვის წარმოების პროცესის ჩამოყალიბებას. დიახ, ძეხვის გემო ძალიან განსხვავდება სსრკ–ს ჩვეული ძეხვის გემოსგან. თუმცა არიან კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე მიაახლოვონ წარმოება დიდი ხნის დავიწყებულ GOST სტანდარტებს.

ძეხვის ყველა მოყვარული მაღაზიაში იპოვის პროდუქტს, რომელიც დააკმაყოფილებს. დღემდე ადამიანთა უმეტესობა აგრძელებს ძეხვის ჭამას, ხოლო ბავშვები სოსისით უბრალოდ აღფრთოვანებული არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს