მეგონა, მე და ჩემს ცოლს იდეალური ცხოვრება გვქონდა, სანამ არ მოვისმინე დაქალებთან მისი საუბარი

1510

ახალგაზრდა ოჯახებზე საკმაოდ დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ. დრო მიდის, ირგვლივ ყველაფერი იცვლება, ამავდროულად ახალი ოჯახები ჩნდება, ვითარდება, ზოგჯერ ინგრევა კიდეც. ასეთია ცხოვრება. კარგია, როცა ზოგიერთ მათგანს აქვს ფინანსური უსაფრთხოების ბალიში. არადა ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ოჯახს არავინ ჰყავს დამხმარე. არც მშობელი, არც უფროსი, არც ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ისინი ქორწინების აუცილებლობაზე პროპაგანდას ავრცელებენ.

უდავოდ, ახალშექმნილი ოჯახი დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა ხანდახან დახმარება მათაც სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებენ. მათ არ აქვთ ისეთი ფუფუნება, როგორიცაა თავისუფალი დრო, მოგზაურობა და რომანტიკა. ბევრი უნდა იმუშაონ, რომ ოჯახი წელში გაიმართოს, უძრავი ქონება, მანქანა (სასურველია, რამდენიმე) შეიძინონ, ბავშვები გაზარდონ. ეს ყველაფერი ურთიერთობის დალაგების და ჩხუბზე დროის დაკარგვის გარეშე. სიმართლე ვთქვათ, ნუთუ ვინმე ახერხებს ასეთი იდეალური ცხოვრების მიღწევას?!

ახალდაქორწინებულებზე

როცა გავიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდა, ბრძოლა დავიწყე და საქმე წინ წავიდა. როცა უკან მოვიხედე და გადავწყვიტე, რომ ცხოვრება ასე თუ ისე დალაგდა, სწორედ მაშინ ჩამარტყა მძიმედ. რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა გვაქვს, როგორ ამბობენ დღევანდელი ახალგაზრდები.

მე და ჩემი მეუღლე ძალიან ღარიბი ოჯახებიდან ვართ. ალბათ, ამიტომაც ადრე მივხვდით, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდებოდა. მას ჰყავდა ლოთი მამინაცვალი, რომელიც აწვალებდა მას და დედამისს. დედამისი ყველაფერს ითმენდა, რადგან მასზე დამოკიდებული იყო, ყოველმხრივ.

ჩემი ოჯახი უბრალოდ ძალიან ღარიბი იყო, შეიძლება ითქვას, გაჭირვებული. პატარა ბინა, დედ-მამა, მე, სამი ძმა და ერთი და. დღემდე არ მესმის, რაში დასჭირდათ ამდენი შვილის გაჩენა. ნუთუ ფიქრობდნენ, მთავრობა ბინას აჩუქებდა? მათი მხრიდან დიდი გულუბრყვილობა იყო. გავრცელებული მითის მიუხედავად, დედმამიშვილებს მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს. პირიქით, სხვადასხვა მიმართულებით გავიფანტეთ. რა მეგობრობაზე არის საუბარი, თუ მუდმივად ცხოვრობ დეფიციტში, თან ვიწრო ოთახში? დიახ, საკნებში, ციხეში, ამ ლოგიკით, ყველა უნდა გახდეს კარგი ამხანაგი.

ლელას ძალიან დიდხანს ვხვდებოდი, შემდეგ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე, ლელამ ბუღალტერიის კურსზე ჩააბარა. ერთ-ერთმა მეგობარმა შემომთავაზა ძველი, სარემონტო ერთოთახიანი ბინა გონივრულ ფასად. თვეში ერთხელ გადაიხადე და იცხოვრე, როგორც გინდა. მთავარია, მეზობლებმა პოლიცია არ გამოიძახონ. ეს ჩვენი პირველი სახლი იყო. წლების შემდეგ, როცა ფულის შოვნა ვისწავლეთ და დანაზოგი გაგვიჩნდა, ბევრი საცხოვრებელი გამოვიცვალეთ. მაგრამ ის ბინა დღემდე კარგად მახსოვს.

აი, 30 წელს გადაცილებულები ვართ. თავს კარგად ვგრძნობთ, ფეხზე მყარად ვდგავართ. ავტომობილი, მოგზაურობა, სავსე ცხოვრების ყველა ნიშანი. თითქოს, ცხოვრება დალაგდა. ამ დროს კი მოულოდნელი ამბავი: ლელა უნაყოფოა, დაორსულება არ შეუძლია. წუხილის ნაცვლად, გაორმაგებული ძალით ბიზნესს მივხედეთ. ჩვენი შრომის ნაყოფს ვიმკით, ფული მატულობს. გავიცანი მნიშვნელოვანი ხალხი, რომლებიც მპირდებიან წარმატებას, თუ გადავწყვეტ ფულის ინვესტირებას მათ პროექტებში.

მოდის 2021 წელი. ორივე 40 წელს გადაცილებულები ვართ. ყველაფერი კარგადაა, არანაირი გაკოტრება. არაფერი მსგავსი, მაგრამ ერთ-ერთ წვეულებაზე ყური მოვკარი ჩემთვის მძიმე საუბარს. ჩემი საყვარელი ცოლი დაქალებთან აღიარებდა, რომ ვუყვარვარ მხოლოდ როგორც ადამიანი, ვისთანაც ეს ყველაფერი დაიწყო. ისე კი, თავი მოვაბეზრე. „როგორ შეიძლება იცხოვრო კაცთან, რომლის შესახებ ბევრი რამ იცი? ეს ხომ 10-ჯერ გადაკითხულ წიგნს ჰგავს!“

იმავე საღამოს, ცოტა მოგვიანებით, შევამჩნიე, ვიღაც ირაკლი ურეკავდა ჩემ ცოლს, მაგრამ ლელამ ტელეფონი სწრაფად გათიშა, თითქოს არაფერი მომხდარა. სამსახურის გამო ორივეს ხშირად გვირეკავენ სხვადასხვა ადამიანები ყველაზე შეუფერებელ დროს. მაგრამ იმ საღამოს გარკვეული დასკვნები გამოვიტანე. არანაირი სკანდალი, არანაირი განხილვა. უადგილო იყო.

სამი დღის შემდეგ მე და ლელამ დიდხანს ვისაუბრეთ, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეგვეფერება. გაირკვა, რომ სიყვარული გაქრა. იქნებ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანი ერთად ვართ, იქნებ მიზეზი შვილების არ ყოლაა, თუმცა ეს ჩემი პრობლემა არ არის. ირაკლიც უბრალოდ არ გამოჩენილა. თურმა მასთან დიდი ხანია ურთიერთობა აქვს. მდიდარი არ არის, მაგრამ სიმპათიურია, მხიარული და იცის, როგორ გააოცოს. კარგია, რომ ასე გადავუშალეთ გული ერთმანეთს, რადგან უნდა დავშორდეთ. დაქორწინებისთვის დრო არასდროს გვქონდა, არ იყო საჭიროება, ახლა აი, ასე მოხდა.

ლელა წავიდა. მთელი ქონება შუაზე პატიოსნად გავიყავით, მათ შორის ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება. ნაწყენი არავინ დარჩენილა. მხოლოდ მე ვდარდობდი. ჩემი ცხოვრების სიყვარულმა მიმატოვა და არ მესმოდა, რატომ. მოვბეზრდი? ხომ არავინ აიძულებდა დღეში 100-ჯერ სიყვარულის ახსნას. ჰყოლოდა საყვარელი და საქმე მორჩებოდა. ხომ ცხოვრობენ ასე ადამიანები, ვიცი, რომ ცხოვრობენ. მაგრამ განქორწინება? რა საჭიროა?

რამდენიმე დღის წინ საერთო მეგობრებისგან გავიგე, რომ ლელა თავის ირაკლის დაშორდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ უკვე ერთი თვეა ერთად არ არიან. ჩემთან დაბრუნების სურვილი რომ ჰქონდეს, 3 წლიანი დაშორების შემდეგაც ხელგაშლილი მივიღებ. მაშინაც კი, თუ უკვე უფულო იქნება და 10 წლით დაბერებული. უპრობლემოდ. მაგრამ, როგორც ხედავთ, ასე არ არის.

არ მინდა დავემსგავსო იმ მარტოხელა კაცებს, რომლებიც ღამღამობით მგლებივით ყმუიან „რატომ მიმატოვეეეეეეეეე!“, მაგრამ კითხვები მაქვს. რისთვის მიატოვა ქმარი, ვისთან ერთადაც ავ-კარგი გამოიარა? კაცისთვის, ვისთანაც 99% არაფერი გამოვა? რა ლატარია არის, თან საკმაოდ დიდი ფსონით? მაგალითად, თანამედროვე გოგონებს არ ადარდებთ ემოციები და სიყვარული, მათთვის მთავარია მეტი ფული. აქ კი ზრდასრული ქალის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ეს რა, გამოწვევაა თუ ქალის სულის უკუღმართობა? ამიხსენით, თორემ უკვე არაფერი მესმის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს