კაცობრიობა ყოველთვის ცდილობს, ახსნას მის გარშემო არსებული მოვლენები და საგნები. თუმცა ეს განმარტებები ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. პიარ აგენტები ხშირად ალამაზებენ ინფორმაციას მარკეტინგული მიზნების მისაღწევად. პოპულარული მითები არსაიდან ჩნდება. ხშირად ისტორიული მონაცემები ჩვენამდე აღწევს შეცვლილი ან არაზუსტი სახით, რადგან ამ ფორმატში უფრო ადვილი დასამახსოვრებელია.
დღეს „პაპარაცი“ გააქარწყლებს 14 პოპულარულ მითს, რომლებიც ჩვენს გონებაში ბავშვობიდან ფესვგადგმულია.
პოპულარული მითები
საპონი ბაქტერიებს კლავს
საპონი ბაქტერიებს არ კლავს. ის მხოლოდ აშორებს ბაქტერიებს კანის ზედაპირს. საპნით ხელის დაბანა ეფექტურად აშორებს ცხიმს, რომელიც კარგი ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად. ცხიმის მოშორება კი ბაქტერიების მოცილებას ხელს უწყობს.
გომბეშოზე ხელის მოკიდება მეჭეჭებს აჩენს
სინამდვილეში, მეჭეჭი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსით. ბაყაყს და გომბეშოს მასთან არაფერი აქვს საერთო.
ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან ჩანს
ჩინეთის დიდი კედლის სიგრძე 7000 კმ–ს აჭარბებს, თუმცა მისი დანახვა კოსმოსიდან უკიდურესად რთულია. მისი ფერი მიმდებარე ლანდშაფტს ერწყმის და კედლის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული განათების და ამინდის პირობებში, ისიც დაბალი ორბიტიდან.
ტელევიზორთან ახლოს ჯდომა მხედველობისთვის საზიანოა
ტელევიზორის ხანგრძლივმა ყურებამ თვალების გადაღლა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მხედველობას გრძელვადიან ზიანს არ აყენებს. თვალებს უბრალოდ სჭირდება დასვენება ხანგრძლივი სტრესის შემდეგ.
ადამიანები თავის ტვინის მხოლოდ 10%–ს იყენებენ
ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმის შემთხვევაშიც ტვინის 10%–ზე მეტი აქტიურდება. მეცნიერებმა ვერ იპოვეს ტვინის ერთი ნაწილი, რომელიც არ არის აქტიური ან არ ახდენს გავლენას ჩვენს აზრებზე, მოძრაობებსა და ემოციებზე.
საშლელის ლურჯი ნაწილი კალამს შლის
საშლელის ლურჯი ნაწილი შექმნილია სქელი ქაღალდიდან ფანქრის ნაწერის მოსაშლელად. მელნის წასაშლელად არ შეუქმნიათ, თან თხელი ქაღალდი შეიძლება დააზიანოს.
საღეჭი რეზინის მონელებას 7 წელი სჭირდება
ადამიანის ორგანიზმი საღეჭი რეზინის მონელებას 7 წლის შემდეგაც ვერ ახერხებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საღეჭი რეზინი სხეულში რჩება. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლით ბუნებრივი გზით გამოდის, როგორც ნებისმიერი სხვა საკვები.
სირაქლემა თავს ქვიშაში ყოფს
სირაქლემამ შიშისგან თავი ქვიშაში რომ ჩაყოს, შესაძლოა დაიხრჩოს. ამის ნაცვლად, მიწაზე წვება და თავს და კისერს მიწას ადებს, თუ საფრთხეს გრძნობს.
სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს
სტაფილო თვალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და თვალის კუნთების დეგენერაციის შეფერხება შეუძლია, მაგრამ მხედველობას ვერ აუმჯობესებს.
ჯანსაღი კბილები იდეალურად თეთრია
სინამდვილეში,ადამიანის კბილების ბუნებრივი ფერი მოყვითალოა. თოვლივით თეთრი კბილები სტომატოლოგიური პროცედურების და გათეთრების შედეგია.
ძაღლი სამყაროს შავ–თეთრ ფერებში ხედავს
ძაღლი ფერად სამყაროს ხედავს, თუმცა მის მიერ აღქმული ფერები არ არის ისეთი კაშკაშა, როგორც ადამიანების შემთხვევაში.
სპილო ძალიან ხმაურიანია
სპილოები ძალიან მშვიდად მოძრაობენ და თითქმის არ გამოსცემენ ხმას რბილი ძირების გამო.
ხარი აგრესიულად რეაგირებს წითელ ფერზე
ხარს ფერზე რეაქცია არ აქვს. ის რეაგირებს მისი მხედველობის არეში მკვეთრ მოძრაობებზე, რაც მის აგრესიას იწვევს.
ქამელეონი იცვლის ფერს, რათა შეერწყას მიმდებარე გარემოს
ქამელეონი იცვლის ფერს, ძირითადად, კომუნიკაციისა და თერმორეგულაციისთვის. მისი კანის ფერი ხშირად ასახავს მის ემოციურ მდგომარეობას და არა მის სურვილს, შეერწყას გარემოს.
ახლა იცით, რომ ეს არ არის სიმართლე. ვიმედოვნებთ, მოგეწონათ ამ სამყაროს აღმოჩენა ჩვენთან ერთად.