მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაში

14

გულწრფელად აღიარეთ, რა იყო თქვენი პირველი მოქმედება ამ სურათზე შეხედვისას? ახლა საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რამდენად ხშირად ენდობით ბრმად მიღებულ ინფორმაციას და არ ცდილობთ იპოვოთ მისი დამადასტურებელი ან უარმყოფელი ინფორმაცია? თანამედროვე სამყარო სავსეა ყველა სახის ინფორმაციით. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კიდევ უფრო გაართულა რეალური და გამოგონილი მოვლენების ერთმანეთისგან განსხვავება. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზება. ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი ცოდნაა, რომელსაც დრო უნდა დაუთმოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. „პაპარაცი“ გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდებს როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში ინტელექტის გასავითარებლად.

ინტელექტი რთული სისტემაა, რომელიც მოიცავს მეხსიერებას, აზროვნებას, შეგრძნებას, აღქმას, წარმოსახვას და წარმოდგენას. ინტელექტის განვითარება ადამიანს ეხმარება, მოერგოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას და მშვიდად მიიღოს ახალი ინფორმაცია. მარტივი ვარჯიშების შესრულებით ინტელექტის განვითარებას შეძლებთ. ეს ვარჯიშები ბავშვებსაც ასწავლეთ, რომ რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მათი გამოყენება ცხოვრებაში.

ინტელექტის განვითარება ჯანმრთელობის და წარმატების გარანტიაა

პირველი ვარჯიში გულისხმობს წყნარ და მშვიდ გარემოში დროის გატარებას. მთელი დღე ინფორმაციების და მოვლენების დინებაში ვიმყოფებით, რის გამოც ჩვენი ტვინი ძალიან იღლება და დრო სჭირდება დასვენებისთვის. მაგრამ სახლში ვბრუნდებით და კვლავ ვიძირებით საინფორმაციო ტალღაში: ვკითხულობთ ახალ ამბებს ინტერნეტში, თვალს ვადევნებთ სიახლეებს სოციალურ ქსელებში ან ტელევიზორში. დღეში 15-20 წუთი გამოყავით, ყველა გაჯეტი და მოწყობილობა გამორთეთ და უბრალოდ დრო სიჩუმეში გაატარეთ. ოჯახის წევრებს სთხოვეთ, რომ ხელი არ შეგიშალონ. უკეთესია, თუ ერთად გაატარებთ დროს სიჩუმეში. ასეთი ვარჯიშით ტვინს დაასვენებთ ინფორმაციის მუდმივი ნაკადისგან და განვლილი დღის ახლებურად გააზრებას შეძლებთ. სწორედ ამ დროს თქვენს გონებაში შეიძლება დაიბადოს ახალი იდეები ან პრობლემების გადაჭრის გზები.

მეორე ვარჯიში არის დღის ზუსტი განრიგის შედგენა და საკმარისი დროის გამოყოფა ძილისთვის. ძილი წამალია მთელი ორგანიზმისთვის. ძილის დროს ორგანიზმში ფსიქიკის და ყველა პროცესების აღდგენა ხდება. რეკომენდებულია, დაიძინოთ 22 და 23 საათამდე შუალედში. ძილის რეჟიმის დაცვიდან უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ, რამდენად გაადვილდა დილით ადგომა, გაუმჯობესდა განწყობა და შრომისუნარიანობა მთელი დღის განმავლობაში.

მესამე ვარჯიში დღიურის წარმოებაა. დღის განმავლობაში თავში ტრიალებს მილიონობით აზრი და გეგმა. თუ მათ ქაღალდზე არ დააფიქსირებთ, უკვალოდ გაქრება. ასე მნიშვნელოვანი საქმე ან შეხვედრა შეიძლება დაგავიწყდეთ. ჩვევად გქონდეთ, ძილის წინ მოკლედ ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში მოხდა. ასე ტვინს განტვირთავთ და ადვილად დაიძინებთ. ამ ვარჯიშით ისწავლით თქვენი აზრების მოკლედ და კონკრეტულად გადმოცემას. ჩამოწერეთ დღის როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური მომენტები. ასე რთული სიტუაციიდან გამოსავალს მარტივად იპოვით და თქვენი ქცევის გაანალიზებას შეძლებთ.

მნიშვნელოვანია, ბავშვები უზრუნველყოთ სწორი ინტელექტუალური განვითარებით

მეოთხე ვარჯიში არის წიგნის კითხვა და საგანმანათლებლო თამაშები. ასე გაიმდიდრებთ ლექსიკას და ისწავლით აზრების სწორად გამოხატვას. წიგნებში დამალულია მთელი სამყაროს სიბრძნე, ამიტომ რაღაც ახლის შესასწავლად დღეში მინიმუმ 15 წუთი კითხვას დაუთმეთ. საგანმანათლებლო თამაშები ავარჯიშებს მეხსიერებას, ლოგიკურ აზროვნებას და საზრიანობას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჩამოყალიბებას.

მეხუთე ვარჯიში ხატვის სწავლაა. ხატვის დროს ჩვენი ტვინი ერთდროულად ორ ნახევარსფეროს იყენებს. ასეთი საქმიანობის შედეგად ვითარდება წარმოსახვა, სივრცითი აზროვნება და მეხსიერება. ხატვა კარგი მეთოდია, დამშვიდდეთ, დაისვენოთ და აზრები დაალაგოთ. აირჩიეთ მასალა, რომელთანაც მუშაობა თქვენთვის კომფორტულია. მაგალითად, საღებავი ან ფანქარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რას ხატავთ, მთავარი თავად პროცესია.

მეექვსე ვარჯიში – თვითგანათლება და უწყვეტი სწავლა. ჩვენი ტვინი ფუნქციონირებს, სანამ ახალ ინფორმაციას იღებს. სწავლის წყალობით ვითარდება ჩვენი ინტელექტი, დამახსოვრების და საჭირო ინფორმაციის ძიების უნარი. კარგი შესაძლებლობაა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, იპოვოთ ჰობი ან შეცვალოთ სამსახური და პროფესია.

მეშვიდე ვარჯიში გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას. არა მხოლოდ ტვინს, არამედ კუნთებსაც დატვირთვა სჭირდება. ვარჯიშის დროს ჩვენი ორგანიზმი ივსება ჟანგბადით, ძალით და ენერგიით. დილით მსუბუქი მოთელვა ან სირბილი საკმარისია. ასე განავითარებთ დისციპლინას და თვითკონტროლს, დაისვენებთ გონებრივი აქტივობისგან. ფიზიკური და გონებრივი აქტივობების ერთობლიობა სრულ ინტელექტუალურ განვითარებას მოგცემთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები არ არის სრული სია, რომელიც ინტელექტის გასავითარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა თუ ამ შვიდი ვარჯიშის შესრულებას ჩვევად აქცევთ, ყველა შანსი გაქვთ, იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად, ნათელი მოვლენებით და ემოციებით სავსე ცხოვრებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს