სახამებელი ორგანული ნივთიერებაა, რომელიც შეიძლება ბევრი მცენარის შემადგენლობაში იპოვოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ მისი სასარგებლო თვისებები და ყოფაცხოვრებაში გამოყენების მეთოდები გვაინტერესებს.
როგორც აღმოჩნდა, სახამებელი სახლში შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა. მისი დახმარებით ბევრი კერძის მომზადებას და სახლის საქმის გაკეთებას შეძლებთ. სახამებლის სარგებელი დიეტოლოგების მიერ მაღალ შეფასებულია, რადგან დაბალი კალორიულობა და მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. თუმცა ეს ყველაფერი არაა.
სახამებელი პროდუქტებში
სახამებლის 3 ძირითადი სახეობა არსებობს, რომელთაც კულინარიაში გამოიყენებენ. ესაა კარტოფილის, სიმინდის და ბრინჯის სახამებელი. სიმინდის და ბრინჯის სახამებელს ყველაზე ხშირად დესერტების და ტკბილეულის მოსამზადებლად იყენებენ. კარტოფილის სახამებელი კი სოუსების, კოტლეტების და წვნიანების მოსამზადებლად გამოგადგებათ.
თუ კონკრეტულ პროდუქტში სახამებლის არსებობის შემოწმება გსურთ, რამდენიმე წვეთი იოდი დააწვეთეთ. სახამებლის არსებობის შემთხვევაში პროდუქტი გალურჯდება. თუ არაა, ფერს არ შეიცვლის.
საწებლის მომზადების დროს სახამებელი აუცილებელია. ის მასას ასქელებს და საწებელს უფრო გაჯერებულს ხდის. თუ ხორცის სოუსს ამზადებთ, სახამებლის ხორცში დამატება არ დაგავიწყდეთ. ამ შემთხვევაში ეს შესანიშნავი კომბინაციაა.
თუ ქაღალდის, ქსოვილის ან მუყაოს ქაღალდის შეწეპება გსურთ, წებოვანი პასტა გამოიყენეთ. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი სახამებლის წებოა, რომელსაც ჯერ კიდევ მშობლები იყენებდნენ. ის შპალერის გასაკრავად იდეალურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კედელი შეღებილი იყო.
გსურთ, რომ ტორტის ბისკვიტი უფრო ფუმფულა და ფქვილის გემოს გარეშე იყოს? ცომს სახამებელი დაუმატეთ, 1 ნაწილი სახამებელი 10 ნაწილ ფქვილზე. ასეთი კულინარიული მეთოდით ცომი უფრო რბილი და ფხვიერი გახდება, ზუსტად ის, რაც შესანიშნავი ბისკვიტისთვის გჭირდებათ.
თუ სახამებლის და სანელებლის ნარევში ხორცს ამოავლებთ და შეწვავთ, ხორცი შიგნით წვნიანი და რბილი დარჩება, ქერქი კი უფრო თხელი და ხრაშუნა იქნება. ასეთი მეთოდი თევზის და სხვა ზღვის პროდუქტების ამოსავლებადაც გამოგადგებათ.
ნებისმიერი სახეობის სახამებლის რამდენიმე კოვზი წყალს დაუმატეთ და სუფრის ვერცხლეული ახალივით იბრწყინებს. საქმე იმაშია, რომ სახამებლის ნაწილები ბუნებრივი აბრაზული მასალაა. ის ისე მოქმედებს, როგორც პატარა ზუმფარის ქაღალდი. მისი ქიმიური თვისების დახმარებით ნაწარმზე მუქი ნადების მოშორებას შეძლებთ.
რამდენიმე გრამი სახემებელი აიღეთ და ნებისმიერი ეთერზეთი დააწვეთეთ. შეანჟღრიეთ. სახამებელი სუნს იწოვს და თქვენ არომატულ, ნატურალურ პუდრას მიიღებთ, რომელიც მავნე დანამატებს არ შეიცავს.
თუ კერძს სახამებლით ამზადებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ის გემოს ნაწილს შეიწოვს. სწორედ ამიტომ, მარილი, შაქარი, სანებელი ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დაუმატეთ. გარდა ამისა, მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს. ზომაზე მეტად სახემებლის დამატების შემთხვევაში, მაგალითად ბლითებში და ცომი რეზინის მსგავსი გახდება.
როგორც ხედავთ, სახამებელი ნებისმიერი დიასახლისისთვის ნამდვილი მხსნელია. ის არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ.