„რატომ ვქორწინდები?“ – გაიფიქრა თენგომ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ქორწინების რეგისტრატორი უკვე სიტყვით გამოდის, პატარძალი თეთრებში გამოწყობილია, სტუმრები ბედნიერებისგან ტირიან. ნენე უყვარდა, მაგრამ ნენემდე ხომ იყო ქეთი, მანამდე ნინო. რატომღაც არავინ მიათრევდა რეესტრში. თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ მოხდა ეს. შემოდგომის ერთ საღამოს ნენე მოვიდა და უთხრა: „ან ცოლად მომიყვან ან ვშორდებით“. მაშინ მოეჩვენა, რომ ქორწილი არაფერს ცვლიდა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ძველებურად აღარ იქნებოდა.
მათი ქორწინება მხოლოდ 2,5 წელი გაგრძელდა. საკმაოდ დიდი დროა მისთვის, ვისაც საერთოდ არ უნდოდა დაქორწინება. თენგო ნამდვილად ცდილობდა, კარგი ქმარი ყოფილიყო, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო, გვერდზე გადაუხვია. განქორწინების შემდეგ მისი კვალიც გაქრა. დღეს გიამბობთ იმ ნენეს ცხოვრებაზე, რომელიც თენგომ მიატოვა.
მამაკაცები, რომლებმაც არ იციან პასუხი კითხვაზე „რატომ ვქორწინდები?“
ნენე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და კარგად იცოდა, როგორი იყო მოწყობილი ეს სამყარო. საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო. უნივერსიტეტში უფასოდ მოეწყო, სტიპენდიაც ჰქონდა, ნახევარ განაკვეთზე სამსახური თავად იპოვა. დაქალთან ერთად ოთახს ქირაობდა საერთო საცხოვრებელში. უმცროს და-ძმებსაც ეხმარებოდა. აი, თენგოზე, მის პირველ სიყვარულზე, დაქორწინება დედამ დაარწმუნა. დედას თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს სერიოზული, სიკვდილამდე, შვილებით და სხვა ყველაფრით. ნენეც ოცნებობდა ოჯახზე, მაგრამ მშობლები რომ არა, დაოჯახებას არ იჩქარებდა.
მხოლოდ სიხარული დარჩენოდა, რომ თენგოსთან არაფერი გამოვიდა, რადგან ბავშვით ხელში მაგისტრატურის დამთავრება გაუჭირდებოდა. დაშორებაზე მეტად აწუხებდა ის, რომ თენგომ უღალატა. დაკოდილი ქალის ეგო ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ქმარმა იპოვა ის, ვინც მასზე მეტად მოსწონდა. ხანდახან ბნელ ღამეებში საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა. ნეტავ, თენგო თავიდანვე დაფიქრებულიყო, რატომ ქორწინდებოდა, და ქალი ტანჯვისთვის არ გაეწირა.
ფიქრობდა, რომ ამდენი ზეწოლა საჭირო არ იყო. ძალიან არ უნდა წაეყვანა რეესტრის ოფისში. ასე ხშირად კამათიც საჭირო არ იყო. დიდი ამბავი, თუ წინდები მთელ სახლში მიმოყრილია. ზოგის ქმარი საერთოდ სვამს და მთელ ფულს აზარტულ თამაშებში ყრის.
მოგვიანებით მათ პატარა ქალაქში ხორცპროდუქტების ქარხანა გაიხსნა და თანამშრომლებს ძალიან მიმზიდველ ხელფასებს სთავაზობდნენ. ნენემ პროფესიით სამსახური ვერ იპოვა და მცირედით დაწყება გადაწყვიტა, რომ ნაქირავებ ბინაში გადასვლა შეძლებოდა. სჭირდებოდა რაღაც უფრო სერიოზული, ვიდრე ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ბიბლიოთეკაში და კათედრაზე.
ქარხანაში გაიცნო ლუკა- მეორე ქმარი, რომელთანაც ყველაფერი „ნამდვილად“ იყო. მაშინ შეძლო თენგოს დავიწყება. ხორცპროდუქტების ქარხნის დირექტორი, რომელსაც ნენე ერთი ნახვით შეუყვარდა, სხვა საქმე იყო.
ყველაფერი ძალიან სწრაფად დაიწყო და დატრიალდა. აი, უკვე ერთად მიდიან ზღვაზე დასასვენებლად. აი, უკვე გადადის მის ოთხოთახიან ბინაში ქალაქის ცენტრში. სულ რაღაც 4 თვის შემდეგ ცალ მუხლზე ჩაიმუხლა და ნენეს ხელი სთხოვა. მათი დაოჯახება ნენეზე მეტად დედამისს უხაროდა. როგორც იქნა, ქალიშვილის ცხოვრება დალაგდება! ბედის საჩუქარია. მაგრამ ცხოვრებას თავისი გეგმები ჰქონდა.
მომდევნო ორი წელი ნენეს ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი იყო. საერთოდ არ მუშაობდა, მხოლოდ სახლზე ზრუნავდა, ქმართან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებოდა, მოგზაურობდა, წიგნებს კითხულობდა და ბავშვს უვლიდა. მშვენიერი ვაჟი შეეძინათ და ყველაფერი იდეალურად იყო. მანამ, სანამ არ გამოაშკარავდა სიმართლე, რატომ იჩქარა ლუკამ დაოჯახება. ნენემ იცოდა, რომ ლუკას მანამდე ჰყავდა ცოლი, მაგრამ დაშორების მიზეზი არასდროს უკითხავს.
ერთ დღეს ქმარი სახლში მოვიდა და სთხოვა ნივთების ჩალაგება და უკან დედამისთან გადასვლა. მიზეზს არ ასახელებდა, ცოლის თხოვნას და ცრემლებს ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ ცივად და მტკიცედ განქორწინება მოითხოვა. ნენე სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ მაინც გაარკვია სიმართლე მესამე პირისგან.
თურმე ლუკას ცხოვრებაში იყო მხოლოდ ერთი ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. იმდენად, რომ ძლივს ახერხებდა საღი აზრის შენარჩუნებას. პირველი ცოლი ისე მართავდა, როგორც უნდოდა. თითქმის 8 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოფილ ქმარს უფლებას აძლევდა ნებისმიერ დროს მოსულიყო და წასულიყო. მათი ბოლო დაშორება მოხდა სწორედ მაშინ, როცა ქარხნის უფროსმა ახალგაზრდა და ოპტიმიზმით სავსე ნენე გაიცნო. კაცს ეგონა, რომ ეს იყო სიყვარული, მაგრამ სინამდვილეში მარტოობას ვერ იტანდა და უბრალოდ შემცვლელი იპოვა. ამბობდნენ, ნენე მისი პირველი მსხვერპლი არ იყო, უბრალოდ წინამორბედებზე არ დაქორწინებულა. კარგი იქნებოდა კაცს საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა „რატომ ვქორწინდები?“
ნენეს ძალიან ეშინოდა, მაგრამ უფრო პატარა ვაჟის გამო. დედამ მის ბიჭზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. თავად უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. ასე 6 თვეში ერთხელ რამდენიმე თვით მიდიოდა და კაპიტალს აგროვებდა. კარგი ბიჭი ეზრდებოდა. გულმოდგინედ სწავლობდა და უფროსებს ყველაფერში უჯერებდა.
ნენემ საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა მანამ, სანამ მისი შვილი უფროს კლასებში გადავიდოდა. თითქოს ორჯერ უფრო სწრაფად დაბერდა. პოლონეთში ქარხანაში მუშაობისას ზურგი დაიზიანა, იტალიაში კი ნაადრევად გაჭაღარავდა. მაგრამ ახლა ბედნიერია, როცა უყურებს, როგორ მოდის მისი შვილი სკოლიდან საკუთარ სახლში. რა კარგი ბიჭი ჰყავს. რა თქმა უნდა, შეეძლო ყოფილი ქმრისთვის ფული ეთხოვა, სასამართლოში ეჩივლა, მაგრამ სიამაყე ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. მისგან არაფერი სურდა. აი, მისი ძვირფასი ბიჭი უკვე უნივერსიტეტში აბარებს.
ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ნენე ბოსტანში მუშაობდა, უცენ გაიგონა ნაცნობი ხმა, რომელიც მას ღობის გადაღმა ეძახდა.
– ნენე, გამარჯობა. შემომიშვებ?
თენგო იდგა, მისი პირველი ქმარი და პირველი განქორწინება. ისიც დაბრუნდა უცხო ქვეყნიდან, სამუდამოდ. როგორღაც გაარკვია, სად ცხოვრობს ახლა ნენე, თუმცა პატარა ქალაქში ამის გარკვევა რთული არ იყო. ყველამ იცოდა, სად ცხოვრობდა ხორცპორდუქტების ქარხნის დირექტორის ყოფილი ცოლი. თენგომ გაიგო მისამართი და მისი მონახულება გადაწყვიტა. სახლში შესვლისას მშვიდად თქვა:
– მაპატიე ნენე. ახალგაზრდა და სულელი ვიყავი. არ ვიცოდი, რატომ ვქორწინდებოდი. მოგვიანებით მივხვდი, შენზე უკეთესი ცხოვრებაში არავინ შემხვედრია და ვერც შევხვდები. სხვადასხვა ადგილას ყოფნა და მუშაობა მომიწია, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი ვარ. სახლიც უფრო დიდი მაქვს. შენი ვაჟი უკვე სრულწლოვანია, მალე ცოლის მოყვანა დასჭირდება. მოდი, სიბერეში ერთად ვიცხოვროთ.
ნენეს თვალწინ წარმოუდგა მთელი მისი ცხოვრება. ეს ხომ მისი თენგო იყო! ის, რომელიც სკოლის მერხთან აწვალებდა. მაგრამ მან ერთხელ უკვე უღალატა, ვინ დაუჯერებს ახლა? ნენეს ადგილას ბევრი უყოყმანოდ დათანხმდებოდა. როგორ ფიქრობთ, მიიღო მისი წინადადება?