15 საშინელი შედეგი, რასაც რეგულარული უძილობა იწვევს

531

გარეგნობის შეცვლა

საშინლად ჟღერს, არა? მეცნიერებმა კაროლინის უნივერსიტეტიდან კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ ძილის უკმარისობას დიდი გავლენა აქვს ჩვენს გარეგნობაზე. ფერმკრთალი კანი, პირის კუთხეების გამოშრობა, შეშუპებული ქუთუთოები და ა.შ. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, თუ რა გავლენას ახდენს უძილობა ჩვენს გარეგნობაზე. კვლევის ობიექტს გადაუღეს ფოტო ჩვეულებრივ მდგომარეობაში და ამ ფოტოს გადაღებიდან 31 საათის განმავლობაში მას წუთითაც არ დაუძინია. ამის შემდეგ დაახლოებით 40 ადამიანს ანახეს ამ კაცის ფოტო ნორმალურ მდგომარეობაში და 31 საათიანი უძილობის შემდეგ. ექსპერიმენტში მონაწილე ორმოცივე ადამიანმა თქვა, რომ მამაკაცი მეორე ფოტოზე არა ჯანმრთელად და უბედურად გამოიყურებოდა.

სიმთვრალის ეფექტი

თქვენი მდგომარეობას 17 საათიანი უძილობის შემდეგ ემთხვევა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომლის ორგანიზმშიც 0,05% ალკოჰოლიია. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძილობა ძალიან ჰგავს ალკოჰოლით დათრობას, რის შედეგადაც ვერ ვახდენთ კონცენტრირებას რაიმეზე, ვერ ვფიქრობთ ნორმალურად და გვინელდება რეაქციები…

შემოქმედებითი ნიჭის დაკარგვა

დავუშვათ თქვენ დაგეგმეთ გრანდიოზული ინტერნეტ-პროექტი, როგორიცაა “ფეისბუქი”, ან “თვითერი”, თუმცა თქვენ გჭირთ ქრონიკული უძილობა. მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, თქვენ ამ პროექტის განხორციელების მინიმალური შანსი გაქვთ. შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ სამხედროებს, რომელთაც 2 დღე არ უძინიათ. ამის შედეგად მათ უბრალოდ კონცენტრირების მოხდენა და რაიმე ახალის მოგონების უნარი არ გააჩნდათ. ექსპერიმენტის შედეგები დაიბეჭდა 1987 წელს ბრიტანულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში.

არტერიული წნევის აწევა

დღითიდღე ჩნდება უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ძილის უკმარისობა საგრძნობლად წევს არტერიულ წნევას, რის შედეგადაც საბოლოოდ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს.

ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირება

ძილის უკმარისობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ინტელექტზე. გარდა ამისა ამ დროს გვიუარესდება მეხსიერება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, ასევე პროფესიულ საქმიანობაზე და კარიერაზე.

იმუნური სისტემის დაქვეითება

ძილის დროს იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ციტოკონის ცილებს, რაც მას ეხმარება სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ცილების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, როდესაც საკმარისად არ გვძინავს, შესაბამისად ჩვენი იმუნური სისტემაც ქვეითდება და სხვადასხვა დაავადების წინააღდმეგ ბრძოლის უნარს ვკარგავთ.

ნაადრევი დაბერება

შეგიძლიათ დახარჯოთ უამრავი ფული კოსმეტიკურ პროცედურებში, თუმცა ორგანიზმის ნაადრევად დაბერების პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ აირიდებთ თავიდან, თუ არ გექნებათ ძილის ნორმალური რეჟიმი. სტრესი, რომელსაც ადამიანი განიცდის უძილობის გამო, ზრდის ორგანიზმში კორტიზოლის ჰორმონის რაოდენობას. სწორედ ეს ჰორმონი ზრდის კანის ცხიმის სეკრეციას, რაც იწვევს კანის დაბერებას. როდესაც თქვენ ხარისხიანად გძინავთ, ამ ჰორმონის რაოდენობა ორგანიზმში რეგულირდება და კანის უჯრედებს რეგენერაციისთვის საკმარისი დრო აქვთ. ჩატარდა შესაბამისი ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 40 წლის ორ ქალბატონს შორის იმ ადამიანს უფრო მეტი ნაოჭი ჰქონდა და უფრო გამოირჩეოდა სხვა პათოლოგიებით, რომელსაც არასაკმარისად ეძინა.

ზედმეტი წონა

ადამიანი, რომელსაც აქვს არახარისხიანი ძილის რეჟიმი, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. ამ ფაქტს უამრავი სამეცნიერო კვლევა ამტკიცებს. ტესტებმა აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებსაც სძინავთ 4 საათზე ნაკლები დღეში, 73 პროცენტი ალბათობით დაიტანჯებიან ჭარბცხიმიანობით, რაც განპირობებულია ისევ და ისეც ჰორმონებით. შიმშილის შეგრძნება ჩვენს ტვინში კონტროლდება გრელინისა და ლეპტინის მიერ. გრელინი აგზავნის სიგნალს ტვინში, როდესაც ორგანიზმს ჭირდება ძალები, ხოლო ლეპტინი პირიქით, გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილებში და აქვეითებს მადას. როდესაც თქვენ არახარისხიანად გძინავთ, სისხლში გრელინის რაოდენობა იზრდება, ხოლო ლეპტინის – მცირდება.

გაყინვა

ძილის უკმარისობა ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს (ნივთიერებათა ცვლა), რის შედეგადაც ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა ეცემა. მოკლედ რომ ვთქვათ ადამიანი უბრალოდ მცივანა ხდება…

ფსიქოლოგიური გაღიზიანებადობა

სტატისტიკის მიხედვით პაციენტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ძილის ხარისხიანი რეჟიმი, აქვთ ოთხჯერ მეტი რისკი იმისა, რომ დაემართოთ ფართო სპექტრის ფსიქიკური გაღიზიანება, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ნორმალური დასვენება. თუ უძილობა გაგრძელდება დიდხანს, ამ ფაქტმა შეიძლება პაციენტი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

ძვლების დაზიანება

თეორია ძვლების დაზიანების თაობაზე უძილობის შემთხვვაში ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული სრულად, თუმცა ექსპერიმენტები ვირთხებზე ამ ფაქტს არ გამორიცხავენ… მეცნიერებმა 2012 წელს შეამჩნიეს ამ პატარა არსებების ძვლების მინერალური შედგენილობის ცვლა, როდესაც მათ ძილის გარეშე 72 საათი გაძლეს. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უძილობამ შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს ძვლოვან სისტემაზე.

მოუხერხებლობა

სტენფორდის სამედიცინო მეცნიერების დირექტორმა კლეტა კუშიდმა განაცხადა, რომ უძილობა გვიქვეითებს რეალობის აღქმის უნარსა და რეფლექსებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი მოუხერხებელი და მოუქნელი ხდება.

ემოციონალური არასტაბილურობა

თუ გსურთ, რომ არ იყო ემოციონალურად არასტაბილური, მაშინ გირჩევთ კარგად გამოძინებას. ეს ფაქტი დამტკიცებულია კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა, რომელთაც ქრონიკული უძილობა სჭირდათ. ამ ადამიანებში შიშისა და შფოთბის, ნერვიულობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება

მრავალრიცხვოვანი კვლევები ამტკიცებენ, რომ ძილის არახარისხიანი რეჟიმი სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად ზრდის, რადგან ის ჩვენს ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს იწვევს. თუ არახარისხიან ძილს დავუმატებთ ჭარბცხიმიანობის პრობლემას, ალკოჰოლსა და დეპრესიას, მაშინ მერწმუნეთ შედეგები ფატალური იქნება… 2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით ადამიანებს, რომელთაც დღეში ეძინათ 6 საათზე ნაკლები, ოთხჯერ მეტი შანსი ჰქონდათ გარდაცვლილიყვნენ უახლოეს 14 წელიწადში, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ხარისხიანად ეძინათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს