ბიცოლამ მიამბო, თუ ქრიზანთემა როგორ გადაარჩინა

0
1909

ბიცოლაჩემი ყოველ შემოდგომას ბევრ ქრიზანთემას აგროვებს და ახმობს. ჩვეულებრივ თეთრ და ყვითელ ქრიზანთემას აგროვებს. იშვიათად ავადმყოფობს, რაც მისი ასაკისთვის უჩვეულოა. მან მიამბო, თუ თავის დროზე ქრიზანთემას დახმარებით რამდენიმე დაავადება როგორ მოიშორო. ახლა ეს ყვავილი მისთვის პირველ ადგილზეა.

მკურნალობა ქრიზანთემით

ქრიზანთემა დიდი რაოდენობით ეთერზეთს შეიცავს, რომლის წყალობით პარკისონის დაავადების მქონე ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს. ხალხური მედიცინა გირჩევთ, ქრიზანთემას ყვავილები ხელებში შეიზილოთ და მისი არომატი ისუნთქოთ.

ჰიპერტონიის და თავის ტკივილის დროს

ნახარში მოამზადეთ: 2 ს/კ ხმელ ან 3 ს/კ ახალ დაქუცმაცებულ ყვავილს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 5-7 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, 30-40 წუთით დააყენეთ. 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. კურსი 2-3 კვირა, ყოველ თვეში, თავის ტკივილის დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე.

თანაბარი პროპორციით მოცხარის ფოთლები, ქაცვის კენკრა და ქრიზანთემას ყვავილები აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და როგორც ჩაი დალიეთ.

რევმატიზმის, ართრიტის და პოლიართრიტის დროს

როგორც დამხმარე საშუალება ქრიზანთემას ზეთოვანი ნაყენი გამოიყენეთ. ქილა ყვავილებით გაავსეთ და ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი დაასხით. ბნელ ადგილას 3 კვირა დააყენეთ. შესაზელად გამოიყენეთ.

სახსრების ტკივილის, დაზიანების დროს ადგილობრივად ქრიზანთემას ფურცლების ნაყენი გამოიყენეთ. მუქი ფერის ქილა ყვავილის ფურცლებით გაავსეთ და არაყი ან სპირტი დაასხით ისე, რომ ფურცლები ზემოდან 3-4 სმ-ით დაიფაროს. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და გრილ, ბნელ ადგილას 6 კვირა გააჩერეთ. ნაყენი მწერების ნაკბენის, გამონაყარის და კანის სხვა გამაღიზიანებლის დროს დაგეხმარებათ.

კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის და თვალის სხვა დაავადების დროს

ქრიზანთემას ფურცლების ნაყენი გამოიყენეთ. 1 ს/კ ხმელ ან 2 ს/კ ახალ ფურცლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ.

ნაყენით თვალები გაიწმინდეთ, ძილის წინ კი შეგიძლიათ ბამბის დისკი ნაყენში დაასველოთ და თვალზე 5-10 წუთით გაიჩეროთ.

თავის ტკივილის დროს

კომპრესები გაიკეთეთ: 1 მუჭა ყვავილებს (ხმელი ან ახალი) მდუღარე წყალი გადაავლეთ და საფეთქლებზე დაიდეთ, სახვევით დააფიქსირეთ. კომპრესები 2-3-ჯერ გამოცვალეთ, სანამ ტკივილი არ შემცირდება. ასევე მოიქეცით სხეულის სხვა ადგილის ტკივილის დროს.

ქრიზანთემას ყვავილები (წვრილად დაჭრილი ფურცლები) შეგიძლიათ ბორშს, სალათებს ან მეორე კერძებს მწვანილის სახით დაუმატოთ.

ყვავილებისგან მურაბებს ხარშავენ და ჩაისთვის იყენებენ

ქრიზანთემა ჩაის მსუბუქ ნაზ გემოს და არომატს ანიჭებს, ამასთან თავად ჩაის ან სხვა კომპონენტების გემოს არ შთანთქავს. ითვლება, რომ სჯობს უკვე მზა ჩაის ყვავილის ხმელი ფურცლები დაუმატოთ ან მთელი ყვავილით ცალკე ჩაი მოადუღოთ. ზემოდან არა მდუღარე წყალს, არამედ ადუღებამდე მიყვანილ წყალს ასხამენ.

ქრიზანთემას ახალი ფურცლებისგან შეგიძლიათ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ჩაი მოამზადოთ: 1 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ფურცლებს 1 ჭიქა ადუღებამდე მიყვანილი წყალი დაასხით, რამდენიმე დაქუცმაცებული ძახველის (ყურძნის ან ცირცელის) კენკრა დაუმატეთ. 5-10 წუთში სასმელი მზად იქნება. თაფლით დაატკბეთ. ასეთი ჩაი ემოციებს ამშვიდებს, სხეულს ატონიზირებს, ამხნევებს და მხედველობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

სურდოს დროს როგორც ოფლმდენი, შარდმდენი და გამწმენდი საშუალება ქრიზანთემა-ცაცხვის ჩაი გამოიყენება. ამისთვის 0,5 ჩ/კ ქრიზანთემას ფურცლებს და ხმელ ცაცხვის ყვავილს 1 ჭიქა წყალი დაასხით, დააყენეთ და როგორც ჩაი დალიეთ.

ქრიზანთემას ქოთანი ყველას სახლში უნდა ჰქონდეს: ეს ყვავილი ბაქტერიოციდული მოქმედების ნივთიერებას გამოყოფს და ამით მიკროკლიმატს აუმჯობესებს.

ყვავილის ფურცლები დიდი რაოდენობით კალიუმის, სელენიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

მასში ასევე შედის ჰიდროკარბონის ნაერთები, ამინომჟავები, ეთერზეთები, გლიკოზიდები და ა.შ. ასეთი შემადგენლობის წყალობით ყვავილების გამოყენება ჯანმრთელობის აღდგენას ხელს უწყობს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი