ვწმენდთ გაჭედილ მილებს ყავის ნალექით – ხელოსნის გამოძახება არ დაგჭირდებათ

1371

გაჭედილი მილები უსიამოვნებაა, რომელიც ნებისმიერ სახლში შეიძლება მოხდეს. როცა ასე ხდება, მაშინვე მაღაზიაში გავრბივართ იმ საშუალების საყიდლად, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. რთულ შემთხვევებში გვიწევს ხელოსნის გამოძახება, რომ გაჭედილი მილები გაწმინდოს. ხდება ისეც, როცა ამ მანიპულაციებისთვის დრო არ გვაქვს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ხალხური საშუალებები. მაგალითად, დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ გაწმინდოთ მილები ყავის ნალექით.

ამ მეთოდის შესახებ სანტექნიკოსისგან შევიტყვე. სანამ სახლში ძველი მილები იყო, მუდმივად იჭედებოდა. ერთ დღეს ხელოსანი გამოვიძახე და მან მირჩია მეთოდი, რომლის გამოყენებით იშვიათად მომიწევს მილების გაწმენდა სპეციალური კაბელით. თურმე ამ მიზნით იდეალურია ყავის ნალექი, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი დაუფიქრებლად ვყრით. გამიკვირდა, რადგან ექსპერტები, როგორც წესი, გვიკრძალავენ ყავის ჩაყრას უნიტაზში. სანტექნიკოსმა მითხრა, რომ ამ მეთოდით მილების გაწმენდისას რამდენიმე წესი არსებობს. და ის მართალი აღმოჩნდა!

როგორ გავწმინდოთ მილები ყავის ნალექით?

უმეტესობა ჩვენგანი ყავის ნალექს ნარჩენად აღიქვამს, მაგრამ ის ღირებული ხალხური საშუალება შეიძლება გახდეს. აზოტის შემცველობის წყალობით ყავის ნალექი ხელს უწყობს აბაზანაში უსიამოვნო სუნის გაქრობას. გარდა ამისა, უნიტაზის ზედაპირს ასუფთავებს, დეზინფექციას უტარებს და სოკოს ებრძვის. ყავის ნალექი უნიტაზის კირის ნადებს შლის. რაც მთავარია, ყავის ნალექი გაჭედილ მილებს უმკლავდება.

ყავის ნალექი მილებისთვის

არსებობს რამდენიმე მეთოდი, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი გაჭედილი მილების გასაწმენდად.

მსუბუქი ბლოკირებისთვის

  1. 4 ლ წყალი აადუღეთ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 4 ს/კ ყავის ნალექი და კარგად აურიეთ.
  2. ნარევი უნიტაზში ჩაასხით და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. დილით უნიტაზი ჩარეცხეთ. ასე უნიტაზის ძირში ნადებს და ცხიმის ზედაპირულ ფენას, ასევე მცირე ბლოკირებას მოაშორებთ.

მძიმე ბლოკირებისთვის

  1. ამ მეთოდით უფრო ძლიერ ბლოკირებას გაუმკლავდებით. გამოდგება არა მხოლოდ უნიტაზის, არამედ სამზარეულოს ნიჟარის ან აბაზანის გასაწმენდად. რამდენიმე კოვზი ყავის ნალექი და იმავე რაოდენობის ჭურჭლის სარეცხი საპონი აურიეთ.
  2. ნარევი ჩაასხით ნიჟარაში ან უნიტაზში, სადაც წყალი არ გადის, შემდეგ დაამატეთ რამდენიმე ლიტრი მდუღარე წყალი. ასე ძლიერ ბლოკსაც შეარბილებთ და დაშლით.

სუნის წინააღმდეგ

სააბაზანო ოთახში უსიამოვნო სუნის გასაქრობად ყავის ნალექი გამოიყენეთ. 1 ლიტრი ცხელი წყალი და 2 ჩაის კოვზი ყავის ნალექი აურიეთ. სითხე უნიტაზში ჩაასხით და 20 წუთი გააჩერეთ. ბოლოს, წყალი ჩარეცხეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს