ბევრი ადამიანისთვის ჭა წყლის ერთადერთი წყაროა სახლთან ახლოს. სტანდარტულად ითვლება, რომ ჭის წყალი სუფთა და სასარგებლოა. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ყოველთვის ასე არ არის. ჭის წყლის ხარისხი სპეციალურ ლაბორატორიაში უნდა შემოწმდეს. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ჩვენი ხრიკები გამოიყენეთ. „პაპარაცი“გიამბობთ, როგორ შეამოწმოთ ჭის წყლის ხარისხი სახლის პირობებში.
როდესაც მე და ჩემმა ოჯახმა სოფელში სახლი ვიყიდეთ, პირველივე შაბათ-კვირას შენაძენის შესასწავლად წავედით. დაუდევრობის გამო სასმელი წყლის ბოთლი სახლში დაგვრჩა. სოფელში ჩასვლისას სასმელი წყლის წყაროს ძებნა დავიწყეთ. საბედნიეროდ, სახლთან ახლოს ჭა ვიპოვეთ. მართალია, ამ ჭიდან წყლის დალევა სახიფათოდ ჩავთვალეთ. მხოლოდ რამდენიმე მარტივი ტესტის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ წყალი დასალევად უსაფრთხო იყო. ძალიან გემრიელიც!
ჭის წყლის ხარისხის შემოწმება ლაბორატორიის გარეშე
სოფელში ბევრ სახლს თავისი ჭა აქვს. ცივი, სუფთა წყალი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია სეზონის და ინფრასტრუქტურის გამართულობის მიუხედავად – აი, რატომ თხრის ბევრი ადამიანი ჭას. მაგრამ ახლა მათთან სიტუაცია არც ისე სასიხარულოა, როგორც ადრე.
ვინაიდან ჭა წყალს იღებს ზედა წყალსატევებიდან, იქ ხშირად ხვდება ის, რაც აქამდე არ იყო და არც უნდა იყოს. მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სწრაფმა განვითარებამ წყალი პოტენციურად სახიფათო გახადა. მიწის წყლებში ხვდება ნიტრატები, პესტიციდები, მძიმე ლითონები და მსგავსი კომპონენტები, რომლებიც წყალს სასარგებლოს არ ხდის. ამიტომაც, უცნობი ჭის წყალი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ.
ჭის წყლის შემოწმება ჭურჭლის სარეცხი სითხით
რა თქმა უნდა, ჯობია წყლის ხარისხი ლაბორატორიაში შეამოწმოთ. საველე და გზის პირობებში ამის გაკეთება ძალიან რთულია. არსებობს რამდენიმე მეთოდი ჭის წყლის ხარისხის შესამოწმებლად. მარტივი ხრიკები გამოიყენეთ.
- იმის გასაგებად, რამდენად მღვრიეა წყალი, ცოტა წყალი გამჭვირვალე ჭიქაში ჩაასხით. წყლის ქვეშ წიგნი მოათავსეთ და წაკითხვა სცადეთ. თუ ასოები კარგად ჩანს და კითხვა არ გიჭირთ, გამოდის, წყალი საკმარისად სუფთა და გამჭვირვალეა.
- თუ ფიქრობთ, რომ წყალს ფერი აქვს (რაც არ უნდა ჰქონდეს), გამჭვირვალე ჭიქა აიღეთ. მასში წყალი ჩაასხით და ჭიქა თეთრი ქაღალდის წინ დადეთ. ფერში განსხვავება მაშინვე გამოჩნდება. წყლის რუხი ან ყვითელი ელფერი ხარისხის ნაკლებობაზე მიუთითებს.
- გამოიყენეთ სარკე წყალში მინერალური მარილების დონის დასადგენად. რამდენიმე წვეთი წყალი სარკეს შეასხურეთ და გაშრობა აცადეთ. თუ ზედაპირზე მღვრიე ლაქა დარჩა, გამოდის, წყალი გაჯერებულია მინერალური მარილებით და სიფრთხილით უნდა დალიოთ.
- ეჭვობთ, რომ წყალში არის ნიტრატები? წყლის გაყინვა სცადეთ. თუ ზედაპირზე ფირი გამოჩნდა, წყალში ნამდვილად არის ნიტრატები. ასეთი წყალი შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ამ ფირის მოხსნის შემდეგ.
- იმის დასადგენად, რამდენად ხისტია ჭის წყალი, ჭურჭლის სარეცხი სითხე გამოიყენეთ. პატარა ჭურჭელში სუფთა წყალი ააგროვეთ და რამდენიმე წვეთი საპნიანი საშუალება დაუმატეთ. ახლა სუფთა კოვზით აქაფება სცადეთ. თუ ქაფი ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არის, წყალი ძალიან ხისტია. ასე ხდება, როცა წყალში არის ბევრი მარილი და ტუტემიწა ლითონი.
- წყლის სიხისტის შესამოწმებლად კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ამისთვის წყალი უნდა აადუღოთ. პატარა ქვაბში წყალი ჩაასხით და 15 წუთი ადუღეთ. თუ ქვაბის კედლებზე მქრქალი ნადები გამოჩნდა, წყალი ძალიან ხისტია.