იტალიური ტორტი “მიმოზა” – მარტივი რეცეპტი

948

იტალიის ჩრდილოეთი თავისი კულინარიული თავისებურებებითაა განთქმული. ერთ-ერთი საფირმო იტალიური კერძი, რომელსაც თითოეული საკონდიტროს მენიუში შეხვდებით – ესაა ტორტი “მიმოზა”.

იტალიური ტორტი

ეს ტორტი ნამდვილად გვახსენებს მიმოზას ყვავილს. ფუმფულა და მკვეთრი ყვითელი დესერტი ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას მოუხდება.

იტალიური ტორტი, რომლის რეცეპტსაც ამ სტატიაში გთავაზობთ, შეგიძლიათ მოამზადოთ იუბილეზე ან სხვა მსგავს დღესასწაულებზე.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 8 კვერცხის გული
  • 4 კვერცხი
  • 220 გ შაქარი
  • 200 გ ფქვილი
  • 40 გ სახამებელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 300 მლ რძე
  • 500 მლ ნაღები
  • 200 გ შაქარი
  • 8 კვერცხის გული
  • 60 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრა
  • ვანილინი

ინგრედიენტები დანამვისთვის

  • 100 მლ წყალი
  • 5 გ შაქარი
  • 50 გ ფორთოხლის ლიქიორი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქრით. თქვიფეთ არანაკლებ 10 წუთით, მიქსერის საშუალო სიმძლავრით.

2. დაყავით 8 კვერცხი და დაუმატეთ ათქვეფილ მასას. გააგრძელეთ თქვეფა ფუმფულა მასის მიღებამდე.

3. გაცერით ფქვილი სახამებელთან ერთად და ფრთხილად შეურიეთ კვერცხის მასას. ურიეთ ცომის გლუვი ტექსტურის მიღებამდე.

4. ჩაასხით ცომი ორ ფორმაში. წინასწარ წაუსვით მათ კარაქი და ოდნავ მოაყარეთ ფქვილი. აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთით. მზა ბისკვიტები 5 საათით მაინც უნდა გააჩეროთ.

5. დროა კრემი მოამზადოთ. ამისთვის ჩაასხით სქელკედლებიან ქვაბში რძე, 300 მლ ნაღები და ვანილინი. მასა უნდა დადგათ ნელ ცეცხლზე.

6. კვერცხის გულები შეაზილეთ შაქარს და დაუმატეთ ფქვილი. როცა რძის მასა დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ კვერცხის გულების მასაც. მოურიეთ მხოლოდ მაშინ, როცა რძე დუღილს დაიწყებს (როცა დიდი ზომის ბუშტუკები გაჩნდება).

7. აცადეთ კრემს გაგრილება და შეურიეთ ნაღების მეორე ნაწილიც. იგი წინასწარ უნდა ათქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

8. ერთი ბისკვიტი გაჭერით ორ ფირფიტად. მეორე დაჭერით წვრილ კუბებად.

9. დასანამი სითხის მოსამზადებლად, გაათბეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და ლიქიორი. ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე და აადუღეთ.

10. ტორტის აწყობას დიდი დრო არ სჭირდება. დანამეთ ფირფიტები და კარგად წაუსვით კრემი. ტორტი ზემოდან მორთეთ მეორე ბისკვირის პატარა ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!

იტალია ცნობილია თავისი უჩვეულო ტორტებით, მათ შორის, თხილის ტორტითაც. თუმცა, დამიჯერეთ, “მიმოზა” ნამდვილად მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს