ყველა ფსიქოლოგი თანხმდება, რომ ქალები და კაცები ძალიან განსხვავებული არსებები არიან. ჩვენ განსხვავებულად აღვიქვამთ ერთსა და იმავე მოვლენებს, მოქმედებს და პროცესებს. ქალებისთვის ნორმალური კითხვები მათი რჩეულისთვის გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. გიამბობთ, რომელი კითხვები აღიზიანებს მამაკაცებს.
ჩემმა დაქალმა განქორწინებისას გადაწყვიტა ქმართან განეხილა ყველა უთანხმოება. ასე ვთქვათ ეკოლოგიურად დასაშორებლად. როდესაც თითქმის ყოფილმა ცოლ-ქმარმა პრეტენზიები გააჟღერა, გაირკვა, რომ კაცს აცოფებდა დღეში რამდენჯერმე დასმული კითხვები „სად ხარ“ და „როდის მოხვალ“. ოჯახი ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებენ. კიდევ რომელი კითხვები აღიზიანებს მამაკაცებს? ამას დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.
კითხვები, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებთ
ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათი რეაქციებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ უსიამოვნო კითხვების სია ბევრ მამაკაცს აერთიანებს. დაიმახსოვრეთ, ხშირად გამაღიზიანებელია არა თავად კითხვა, არამედ კითხვის დასმის სიხშირე. აქ კი ზოგიერთი ქალი აჭარბებს. ამიტომაც დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ.
„გიყვარვარ?“
ეს კითხვა მამაკაცების 99%-ს აღიზიანებს. და არა ტყუილად. ამ კითხვის დასასმელად შესაფერისი მომენტის შერჩევა რთულია. თუ რჩეული გრძნობებში ჯერ არ გამოგიტყდათ, ამ კითხვით მასზე ზეწოლას მოახდენთ. აქედან კი კარგი შედეგი იშვიათად გამოდის.
თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ და უკვე მოისმინეთ პარტნიორისგან სასიყვარულო სიტყვები, მაშინ ეს კითხვა უცნაურად ჟღერს. ხომ არაფერი შეცვლილა, რა საჭიროა გამეორება? თან ბევრ მამაკაცს ურჩევნია სიყვარულის გამოხატვა ქცევებით და არა სიტყვებით. დიახ, ზოგიერთი მამაკაცი სიამოვნებით უყვება რჩეულს თავისი გრძნობების შესახებ ყოველდღე, მაგრამ ბევრისთვის ამის თქმა რთულია. ჩვენს კულტურაში ბიჭებს ასწავლიან ემოციების და გრძნობების დამალვას, რაც ზრდასრულ ასაკში იწვევს სიყვარულის სიტყვებით გამოხატვის პრობლემებს.
ხშირად ქალები ამ კითხვას უბრალოდ ყურადღების მისაპყრობად იყენებენ, მაგალითად, როცა კაცი ფეხბურთს უყურებს. ასე არ გააკეთოთ. ცუდი სტრატეგიაა, რომელიც ხშირად ურთიერთობის გაწყვეტას იწვევს. თუ თქვენთვის ეს სიტყვები მნიშვნელოვანია, ამის შესახებ მამაკაცს შესაფერის მომენტში კითხეთ. უთხარი, რომ ამის ხშირად მოსმენა თქვენთვის სასიამოვნოა. ეს მუშაობს.
„რამე მოხდა? მომიყევი, არ გაჩუმდე!“
ფიქრობთ, რომ მამაკაცს რაღაც აწუხებს? ჰკითხეთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა. მაგრამ თუ ხედავთ, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ არის, ცუდი იდეა იქნება მოთხოვნა: „გამიზიარე, ვღელავ!“ ისიც თქვენზე ნაკლებად არ ღელავს. როგორც ჩანს, დრო სჭირდება აზრები რომ დაალაგოს. ეს ქალებს ახასიათებს პრობლემების ერთად მოგვარება, მეგობრის, დედის ან საყვარელი ადამიანის მონაწილეობით. კაცები ამ თვალსაზრისით განსხვავდებიან.
თუ ნამდვილად გსურთ მისთვის კარგი, შეახსენეთ, რომ მის გვერდით ხართ და მზად ხართ მოუსმინოთ და დაეხმაროთ, როგორც კი ლაპარაკს შეძლებს. ასე მამაკაცი იგრძნობს თქვენს მხარდაჭერას, დამატებით თქვენს ემოციებთან გამკლავების აუცილებლობის გარეშე.
„მიღალატებ, თუ?“
ამ კითხვის დასმისას დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა გულწრფელი პასუხის მისაღებად. რა საჭიროა ამის კითხვა? ასე გინდა აიმაღლო თვითშეფასება? თუ მამაკაცის დადანაშაულება? იქნებ, თავად ფიქრობთ მცირე ინტრიგაზე? არა? თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ასე იფიქროს.
დაიმახსოვრეთ, ადამიანი, რომელიც მზად არის ღალატისთვის, ამას პირდაპირ არასოდეს იტყვის. თუ ღალატს არ გეგმავს, ეს კითხვა შეურაცხყოფას მიაყენებს. ეს ხომ შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ ენდობით.
„ვერაფერს ამჩნევ?“
როგორც წესი, ეს კითხვა მიმართულია თქვენი გარეგნობის ან სამოსის ცვლილებისკენ. მამაკაცების უმეტესობა თქვენი იმიჯის ცალკეულ ელემენტებს ვერ ამჩნევს, რომ კომპლიმენტი გითხრათ. დიახ, არიან ისეთები, რომლებიც ხედავენ ახალ ვარცხნილობას ან ლამაზ კაბას. მაგრამ ბევრს ეს კითხვა საგონებელში ჩააგდებს. მასთან „გამოიცანი“ არ ითამაშოთ, არამედ პირდაპირ უთხარით, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და აზრი ჰკითხეთ.
„რა ხდება ჩვენს შორის?“, „რა მომავალი გვაქვს?“
როგორც წესი, ამ კითხვებს სვამენ დასაქორწინებელი ქალები, როცა პარტნიორის სერიოზულობა გაურკვეველია. მაგრამ სწორედ ეს კითხვა მამაკაცს ძალიან აფრთხობს. დააკვირდით არა მის სიტყვებს, არამედ ქმედებებს. თუ მამაკაცი თქვენში ხედავს მომავალს, ამას ქცევით გაჩვენებთ. მსგავსი კითხვის დასმისას ჩათვლის, რომ საკმარისს არ აკეთებს.
„სად ხარ?“, „როდის მოხვალ?“
ეს კითხვა არამარტო მამაკაცებს, არამედ ბევრ ქალსაც აღიზიანებს, რადგან ზედმეტი კონტროლის სუნი ასდის. ერთი საქმეა, როდესაც დედა აკონტროლებს შვილს, რომელიც გვიანობამდე სეირნობს. სხვა საქმეა, როდესაც ცოლი გამუდმებით ურეკავს ქმარს და მსგავს კითხვებს უსვამს. გამონაკლისია, თუ ელოდები მას, რადგან დანიშნულ დროს შეხვედრა გაქვთ დანიშნული. აქაც ერთხელ კითხვა საკმარისია და არა ყოველ 10 წუთში დარეკვა, სანამ გზაშია.
გახსოვდეთ, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ ადამიანს არ სურს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და ეს ურთიერთობის გაწყვეტას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ უბრალოდ მასზე ნერვიულობთ. მამაკაცი ქვეცნობიერად გრძნობს ზეწოლას, რომლის განეიტრალება ადრე თუ გვიან მოუნდება.