იაპონურ საკურაზე უფრო ნაზი და მშვენიერი ხის წარმოდგენა ძნელია. მისი აყვავებული ტოტები გულგრილს არავის ტოვებს. ითვლება, რომ კერძო ნაკვეთზე მისი გაზრდა ძალიან რთულია ან საერთოდ შეუძლებელი. მაგრამ ირკვევა, რომ ამ აყვავებული ხის გამრავლება ერთი ტოტიდან მარტივად შეიძლება.
ერთხელ მეგობრებს აგარაკზე ვესტუმრე და მათ ეზოში წარმოუდგენელი რამ ვნახე. ეს იყო აყვავებული საკურა. დავინტერესდი, რამდენად შეიძინეს ხე. თურმე ერთი თეთრიც არ დაუჯდათ. მეგობარმა მიამბო, როგორ შეძლო მოგზაურობისას საკურას დიდი ხიდან ერთი ტოტის მოჭრა ქუჩაში. ასე ერთი ტოტიდან მთელი ხე გაიზარდა.
იაპონური საკურა ერთი ტოტიდან
თუ ჩვენთვის საკურა მხოლოდ დეკორატიული მცენარეა, იაპონელები მას თითქმის წმინდა მცენარედ მიიჩნევენ. საკურას ყვავილობის დროს იაპონიას სტუმრობს უამრავი ტურისტი, რომელთაც სურთ საკუთარი თვალით ნახონ ეს წარმოუდგენელი სილამაზე. არსებობს სპეციალური დღესასწაულიც, რომელიც საკურას ყვავილობით ტკბობას ეძღვნება, – ჰანამი. ითვლება, რომ საკურას მტვრის შემცვლელი ფინჯანი საკეს დალევისას ადამიანი იძენს წარმოუდგენელ ძალას, ჯანმრთელობას და იზიდავს იღბალს.
სინამდვილეში, საკურა ალუბლის სახეობაა, რომელიც უფრო დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. მაგრამ იაპონელები ამ ხის ნაყოფს გახმობის შემდეგ ჭამენ. მისგან ღვინოს ამზადებენ. სხვათა შორის, საკურას ყვავილები და ფოთლები დანამატებად და სანელებლებად გამოიყენება.
აყვავებული საკურას სანახავად იაპონიაში წასვლა არ გჭირდებათ. ხე ადვილად შეგიძლიათ დარგოთ თქვენს ბაღში. საკურას გასაზრდელად გჭირდებათ თესლი ან ნერგი. მეორე მეთოდის გამოყენება უფრო მარტივია. ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდება.
საკურას დარგვამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი:
- საკურას მზის შუქი უყვარს. დარგეთ ისეთ ადგილას, რომელსაც ყველაზე მეტი მზის შუქი ხვდება. მეორე მხრივ, იაპონური საკურა ორპირ ქარს ცუდად იტანს. აირჩიეთ ადგილი, სადაც ხე თავს კომფორტულად იგრძნობს.
- საკურას ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ხის დარგვისას აირჩიეთ დახრილობის მინიმალური დონე, რომ ფესვების გაშიშვლებისგან დაიცვათ.
- ამავე მიზეზით, მცენარის დარგვისას მინიმუმ 40 სმ სიღრმის ორმო უნდა ამოთხაროთ. ხის გადარჩენის შანსები რომ გაიზარდოს, ორმოს ძირში კენჭები ან კერამზიტი ჩაყარეთ.
- საკურა მგრძნობიარეა ნიადაგის მიმართ. ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი, მსუბუქი, ნეიტრალური რეაქციით. საუკეთესოა კომპოსტით და ნეშომპალათი შერეული ნაყოფიერი ნიადაგი.
- იაპონური საკურა მოითხოვს საკმარისი რაოდენობის წყლით მუდმივ მორწყვას. მორწყვას უნდა შეუთავსოთ გამოკვება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის სასუქით.
- საკურა გაზაფხულზე დარგეთ. ასე ხე განავითარებს ფესვების სისტემას და აცივებამდე გაძლიერებას მოასწრებს.
- ჩვეულებრივი ალუბლის მსგავსად, საკურას თავს ესხმის ბუგრები და სხვა მავნებლები. დროულად დაამუშავეთ, ასევე მოაჭერით გამხმარი ტოტები და შეაგროვეთ ფოთლები.
როგორ გავზარდოთ საკურა ტოტიდან
კალმის დარგვის პროცესი საკმაოდ მარტივია:
- აირჩიეთ დაახლოებით 40 სმ სიგრძის და 2 სმ-მდე დიამეტრის საკურას ტოტი. ხეს ტოტი მოაჭერით ყვავილობის დაწყებამდე. გაზაფხულის დასაწყისი საუკეთესო დროა.
- მინიმუმ 40 სმ დიამეტრის და 40 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ.
- ორმოში მომზადებული მიწა ჩაყარეთ, შემდეგ ჩვეულებრივი მიწა დაუმატეთ. ორმოს ძირში პატარა ბორცვი შექმენით.
- კალამი მოამზადეთ. გვერდითა ტოტები მოაშორეთ, ზედა ნაწილი სწორ ხაზზე გადაჭერით.
- ტოტი ორმოში ჩარგეთ. ნერგის გვერდით მიამაგრეთ სქელი ხის ჯოხი, რომელიც კალამს დამატებითი საყრდენით უზრუნველყოფს. ორმოში ჩაყარეთ დარჩენილი მიწა და უხვად მორწყეთ. ტენიანობის შესანარჩუნებლად ნერგის გარშემო მცირე თხრილი გააკეთეთ.