ნახეთ, რა უპირატესობა აქვს ხელის მასაჟს

0
1498

სანამ ჩვენ უახლოეს აფთიაქში გავრბივართ, კორეელები დაავადების პანაცეას საკუთარ სხეულზე პოულობენ და ხელით თავის ტკივილს, ხველას, გაზრდილ არტერიულ წნევას და გულის დაავადებასაც კი კურნავენ.

ნემსების და აბების გამოყენების გარეშე მკურნალობის მეთოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია და სუ-ჯოკი (კორეულიდან თარგმანი SU-ხელი, JOK-ფეხი) ეწოდება. მეთოდი ტიბეტელმა ბერებმა კი არა, სეულის უნივერსიტეტის პროფესორმა პაკ ჩჯე ვუმ მოიფიქრა.

სუ-ჯოკ თერაპია

რა თქმა უნდა, სუ-ჯოკ თერაპია ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. მასში ჩინური მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილება და რეფლექსოლოგიის თანამედროვე ცოდნაა გაერთიანებული. მეთოდის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ჩვენს ხელისგულებსა და თითებზე ბიოლოგიურად აქტიური წერტილები მდებარეობს, რომლებიც შინაგან ორგანოებს და სხეულის ნაწილებს შეესაბამებიან.

ტექნიკა კანის ნაწილზე უსიამოვნო შეგრძნების სიგნალის პოვნას და მასზე ზემოქმედებას მოიცავს. წერტილოვანი სტიმულაციისთვის შეგიძლიათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება გამოიყენოთ, მაგალითად ასანთის ჩხირი ან ფანქარი, ასევე მცენარის თესლი.

თესლი ბიოლოგიურად აქტიური ობიექტია, რომელიც საკუთარ ენერგიას ფლობს. მტკივნეულ წერტილზე მიმაგრებული თესლი დაავადების გამომწვევ ენერგიას შთანთქავს და სანაცვლოდ ჯანსაღ ენერგიას იძლევა.

ამ მეთოდის უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები არ არსებობს, ხოლო მისი შესრულება სირთულეს არ წარმოადგენს. ერთხელ დაკვირვება საკმარისია, რომ ზონების ადგილმდებარეობის პრინციპი გაიგოთ. რატომ არ უნდა სცადოთ?

სხეულზე ზემოქმედება ისწავლეთ

1. ორ დათვლაში თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ

თავის ტკივილის დროს ცერა თითის ფრჩხილის ფალანგზე ჩვეულებრივი სააფთიაქო რეზინა მჭიდროდ დაიხვიეთ და რამდენიმე წუთით დაელოდეთ. როცა ზედა ფალანგი შეწითლდება, რეზინა უცებ მოუშვით.

თქვენ იგრძნობთ, თითქოს სისხლის თავიდან ამოვარდა. თუ ამას პირველივე მცდელობაზე ვერ იგრძნობთ, მანიპულაცია 3-5 წუთით გაიმეორეთ, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

2. როგორ „შევულოცოთ“ კბილის ტკივილს

კბილის შესაბამისი წერტილები ცერა თითის ფრჩხილის ირგვლივ მდებარეობს. ცერა თითი ფალანგით ქვემოთ დაწიეთ და წარმოიდგინეთ, რომ ფრჩხილი გაღებული პირია. ასე ზედა ყბა ფრჩხილის ზრდის ადგილის შესაბამისი იქნება, ხოლო ქვედა ყბა – ფრჩხილის ის ნაწილი, რომელსაც ვიჭრით.

უწვერო ფანქრით ფრჩხილის ირგვლივ მტკივნეული წერტილი იპოვეთ. 3-5 წუთიანი მასაჟის შემდეგ თუ ტკივილი არ გაქრა, ანუ სწორი წერტილი არ შეგირჩევიათ. მასზე ხორბლის მარცვალი დაიდეთ და პლასტირით დააფიქსირეთ, რომ მისგან ყველა დადებითი ენერგია მიიღოთ.

3. სურდოს დროს

ნეკა თითის, არათითის, შუა და საჩვენებელი თითების ბალიშების აქტიური წერტილები სურდოს მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ თითების ბალიშებზე წიწიბურას მარცვლები პლასტირით დაიფიქსირეთ. დროდადრო მათზე ზეწოლა მოახდინეთ – ასე ცხვირის შეშუპების მოშორებას შეძლებთ და სუნთქვას გაიმარტივებთ.

4. დააჭირეთ და დაიკელით

წონაში დასაკლებად რეცეპტური მიდამოებია – ჭიპის ზონა, ჰიპოფიზი, პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი და მსხვილი ნაწლავი. ცენტრების სტიმულირება მასაჟის დახმარებით (დღეში 2-3 წუთი) შეიძლება, თუმცა ყველაზე მოსახერხებელია ამ წერტილებზე წიწიბურას, ვაშლის ან სხვა მარცვლეულის მიმაგრება.

თქვენს ხელისგულზე მარცვლების გაჩერების დრო რამდენიმე საათიდან 3 დღემდე მერყეობს. კვირაში ერთხელ მარცვლები ახლით უნდა ჩაანაცვლოთ. მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მარცვლები გამოგადგებათ: თანაბარი, დაუზიანებელი, აღმოცენების შესაძლებლობის მქონე.

სუ-ჯოკ თერაპიით ზედმეტი კილოგრამების მოშორებას მადის შემცირების ხარჯზეც შეძლებთ. ამისთვის საკვების მიღების წინ ნეკა თითი (მისი ზედა ნაწილი) დაიმასაჟეთ.

5. თვიური პრობლემების გარეშე

მენსტრუაციულმა პერიოდმა უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს და უსიამოვნო სიმპტომები მოიშოროთ, საშვილოსნოს და საკვერცხეების შესაბამისი წერტილები იპოვეთ. ენერგიულად დაიმასაჟეთ და უკვე რამდენიმე წუთში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გაქრება.

6. მასაჟი პრობლემური მუხლების დროს

მუხლების პრობლემის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, ნეკა თითის და შუა თითის შუა სახსრები უნდა დაიმასაჟოთ. ეს წერტილები მუხლებს შეესაბამება, ამასთან მარჯვენა მუხლს ნეკა თითის სახსრები, ხოლო მარცხენა მუხლს შუა თითის სახსრები შეესაბამება.

უფრო გამოხატული ეფექტის მისაღწევად შუა ან ნეკა თითზე სტაფილოს, წითელი წიწაკას ან პომიდვრის მარცვლები პლასტირის დახმარებით დაიფიქსირეთ.

ალტერნატიული მედიცინის დაჯერება ან უგულებელყოფა თქვენი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ზოგიერთ სერიოზულ პრობლემას სუ-ჯოკ თერაპია სახლის პირობებში ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ჩვეული მკურნალობის მეთოდის შესანიშნავი დანამატი იქნება.

წერტილოვანი მასაჟი ინტენსიური გონებრივი დატვირთვის, ხშირი სტრესის, ძლიერი დაღლილობის დროს დაგეხმარებათ, დაძაბულობას მოგიხსნით და მოდუნების საშუალებას მოგცემთ. ამის გაკეთებას როგორც სამსახურში, ასევე სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნის დროს შეძლებთ. ბევრ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი