კატლეტის მომზადების ხელოვნება – საუკეთესო რჩევები 

13335

სიტყვა „კატლეტი“, როგორც ბევრი სხვა „გემრიელი“ სიტყვა ჩვენთან ფრანგული ენიდან შემოვიდა. თავდაპირველად ასე ეწოდებოდა ძვალზე მომზადებულ ხორცს. ფრანგები მას ხელში იჭერდნენ და ისე მიირთმევდნენ. დანა-ჩანგლის გამოგონების შემდეგ მისი საჭიროება გაქრა, ამიტომ ძვლის ამოღება დაიწყეს. თანდათან კატლეტის მომზადების ახალი მეთოდები გამოჩნდა. ჯერ ხორცს ბეგვავდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი დაჭრა დაიწყეს. დღეს ყველამ იცის, როგორ მზადდება კატლეტი. ყველა რეცეპტი უკვე პრაქტიკაში გამოცდილია. თუმცა, როგორც ამბობენ, სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს.

კატლეტის მომზადება რთული არ არის, თუ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებთ. „პაპარაცი“ გიზიარებთ რჩევებს, რომელთა დაცვით თქვენი კატლეტი ყოველთვის იქნება შემწვარი, წვნიანი და მადისაღმძვრელი. მზად ხართ ფარშის მოსამზადებლად და კატლეტების გამოსაძერწად?

როგორ მოვამზადოთ კატლეტები?

მზა ფარშის შეძენისგან თავი შეიკავეთ

ფარში გემრიელი კატლეტის საიდუმლოა, ამიტომ სახლში თავად მოამზადეთ. აიღეთ ძროხის ხორცი. თანხის დაზოგვის მიზნით შეიძინეთ ზურგის, კისრის, მხრის ან გულმკერდის ნაწილი. არ იდარდოთ, გემოზე არ იმოქმედებს.

ხორცი თხელი გარსისგან და მსხვილი ძარღვებისგან გაწმინდეთ, სანამ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებთ. ცნობილია, რომ ფარში უფრო გემრიელია, თუ მასში ერთზე მეტი სახეობის ხორცია. ძროხის ხორცის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცი ქონით, ფრინველის ხორცი და ხბოს ხორცი 2:1 პროპორციით. ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში ერთხელ გაატარეთ. საშუალო ზომის თავაკი გამოიყენეთ.

ფარშს აუცილებლად დაუმატეთ კვერცხი და ხახვი

1 კილოგრამ ხორცზე 2-3 კვერცხი საკმარისია. მეტის დამატების შემთხვევაში ფარში გამოვა „რეზინისებრი“. ამ რაოდენობის პროდუქტზე 2 საშუალო ზომის ხახვი დაგჭირდებათ. უმი ხახვი ფარშში შეიძლება კარგად არ შეიწვას. სასურველია ფარშში დამატებამდე წვრილად დაჭრათ, შეწვათ და შემდეგ გააცივოთ.

პური არ დაგავიწყდეთ

ვინც რა არ უნდა თქვას, პურს ფარშში დაზოგვის მიზნით არ ამატებენ. საქმე პურის რბილობშია, რომელიც კატლეტის წვნიანობაზე და სინაზეზე პასუხისმგებელია. კატლეტი გემრიელი რომ გამოვიდეს, პროპორციები უნდა გამოიცნოთ. 1 კილოგრამ ხორცზე აიღეთ 250 გრამი პური და 300 მლ რძე ან წყალი – ასე იდეალური გამოვა. ქათმის ხორცით მომზადებისას ნაკლები პურის რბილობი და კვერცხი დაგჭირდებათ.

სასურველია, გამოიყენოთ გამომშრალი პური ქერქის გარეშე. პატარა ნაწილებად დატეხეთ. თასში მოათავსეთ და ცივი რძე ან წყალი დაასხით. მიღებული „პურის ფაფა“ ფარშს აურიეთ. ასევე ფარშშ დაუმატეთ მარილი, სასურველი სანელებლები და დაჭრილი მწვანილი.

კატლეტები საფანელში ამოავლეთ

ხორცის ნაწარმი წვნიანი რომ გამოვიდეს, ფარში სრულ გაცივებამდე მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ ხელები დაისველეთ და კატლეტების ფორმირება დაიწყეთ.

კატლეტები ორცხობილის საფანელში ამოავლეთ მოწითალო ქერქის მისაღებად. საფანელისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზამის თესლი, ფქვილი, დაჭრილი კაკალი.

შეწვით თქვენი საოცნებო კატლეტები

კატლეტის შეწვა ძალიან მარტივია. ცხელ ზეთში შეწვა უკეთესია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი კარაქი – ასე ხორცის ნაწარმს ექნება მკვრივი კონსისტენცია ხრაშუნა ქერქით.

კატლეტები ხშირად არ უნდა გადააბრუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად წვნიანი გამოვა. სახურავის ახდისას ტენიანობა ორთქლდება და კერძი შრება შეწვის პროცესში. ეს კი უარყოფითად აისახება გემოზე და კონსისტენციაზე.

რა თქმა უნდა, კატლეტი შეგიძლიათ არა მხოლოდ შეწვათ. უფრო სასარგებლო და დიეტური კერძის მისაღებად ხორცის ნაწარმი ორთქლზე ან ღუმელში შეგიძლიათ მოამზადოთ.

იმის  მიუხედავად, რომ ყველა დიასახლისს კატლეტის მომზადების თავისი საფირმო რეცეპტი აქვს, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. მცირე ნიუანსიც დადებითად აისახება კერძის გემოზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს