ისეთ მარტივ მოვლენას, როგორიც არის „ზურგის გაციება“, მედიცინაში თავისი სახელი აქვს – მიოზიტი ან ზურგის კუნთების ანთება. მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა ნებისმიერი კვალიფიციური ნევროლოგი გეტყვით, რომ ეს სრულიად გაუმართლებელია. მას უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიქცეთ ზურგის გაციების შემთხვევაში.
ზურგის გაციების შემთხვევები უფრო ხშირად გვხვდება ზაფხულში, რაც უკავშირდება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და ტანსაცმლის დაუდევრად შერჩევას. მაგალითად, სირბილის შემდეგ მაისური გაიხადეთ და შედით შენობაში, სადაც კონდიციონერი ჩართულია, ან ცხელ ამინდში ორპირ ქარში დაჯექი. ასე ანთება გარანტირებულია. დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ.
რა არის მიოზიტი?
უპირველესად აღსანიშნავია, რომ მკურნალობა სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე სასურველი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა სახლში მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ტკივილი გაცივებიდან მეორე-მესამე დღეს ჩნდება. თუ მკურნალობის დაწყებიდან მესამე დღეს შვებას ვერ გრძნობთ, ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
აქ მოცემულია ქმედებების ჩამონათვალი, რომელიც უნდა განახორციელოთ მიოზიტის დროს. ასევე ის, რისი გაკეთებაც არ ღირს. თავდაპირველად, მიოზიტის სიმპტომებს გადავხედოთ.
- ყრუ და გაჭიანურებული ტკივილი. დასვენების შემდეგ ტკივილი არ ქრება;
- შეხებისას ტკივილი ძლიერდება;
- დისკომფორტი იზრდება მკვეთრი მოძრაობის და ფიზიკური ვარჯიშის დროს;
- შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მატება;
- კუნთების ანთება, დაჭიმულობა;
- შესაძლო შეშუპება;
- კრეპატურას მსგავსი შეგრძნება;
როგორ ვუმკურნალოთ ზურგის კუნთების ანთებას?
- არის ზომები, რომლებიც უნდა განახორციელოთ. პირველ რიგში, ზურგი დაასვენეთ. წოლითი რეჟიმი კუნთებს სწრაფად აღდგენაში დაეხმარება. მყარი ლეიბი შეარჩიეთ.
- მეორეც, ნაკლები დალიეთ, ასევე გამორიცხეთ მარილი რაციონიდან. ასე შეშუპებას შეაფერხებთ და გამოჯანმრთელებას დააჩქარებთ.
- ექიმები ნიშნავენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ესაა დიკლობერლი, მოვალისი, ინდომეტაცინი, რევმოკლიკამი.
- ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დასაშვებია სპაზმის მომხსნელი ტკივილგამაყუჩებელი – კეტოროლი, სპაზმალგონი. თბილი კომპრესები და პლასტირები მისასალმებელია.
რა არ უნდა გააკეთოთ მიოზიტის დროს?
- კატეგორიულად აკრძალულია ცხელი აბაზანის მიღება. ერთი შეხედვით, გახურება რეკომენდებულია, მაგრამ ცხელი აბაზანა გამოიწვევს შეშუპებას და ანთების გავრცელებას.
- საუნაში ვიზიტი კატეგორიულად აკრძალულია.
- რეკომენდებული არ არის ინტენსიური მასაჟი.
ამ წესების ან სიმპტომების უგულებელყოფამ შეიძლება დაავადება ქრონიკული ფორმაში გადაიყვანოს, ანუ კუნთების ანთება შესაშური რეგულარობით შეგაწუხებთ. გარდა ამისა, მიოზიტი ამწვავებს სხვა ქრონიკული დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია ზურგთან და გამომყოფ სისტემასთან. ფრთხილად იყავით და იზრუნეთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე!