ქორწინების 10 გიჟური ფორმა, რომელიც დღესაც კი ფუნქციონირებს – ეს საინტერესოა!

136

1. პოლიანდრია

პლოანდრია – ქორწინების ფორმა, რომელის მიხედვითაც ერთი ქალბატონი ქორწინდება რამდენიმე მამაკაცზე. კაცობრიების ისტორიის მანძილზე მსგავსი ფორმა ყოველთვის იშვიათობა იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და 21-ე საუკუნეშიც არსებობს რამდენიმე ტიბეტური სოფელი, სადაც ეს პრაქტიკა დღემდე შემორჩენილია. როგორც წესი პოლიანდრია გამოიყენებოდა ისეთ სოფლებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი ძალზედ დაბალი იყო და ქალბატონების რიცხვი საგრძნობლად ჩამორჩებოდა აქ მოსახლე მამაკაცების რიცხვს. ხშირ შემთხვევაში ერთი ქალი ქორწინდებოდა რამდენიმე ძმაზე, რის შემდეგაც ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ერთად. ბავშვები უფროს ძმას მოიხსენიებდნენ მამად, ხოლო უმცროს ძმებს – ბიძებად.

2. ლევირატი და სორორატი

ქორწინების ეს ორი ფორმა გულისხმობს არა კავშირს ორ ადამიანს, არამედ კავშირს მთელ სანათესაოსა და ოჯახებს შორის. ლევირატის მიხედვით მამაკაცი ვალდებული იყო ცოლად მოეყვანა საკუთარი გარდაცვლილი ძმის ქვრივი და ეზრუნა მასზე. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში მის ოფიციალურ მამად ქალბატონის გარდაცვლილი, პირველი მეუღლე მოიხსენიებოდა. ლევირატი დღემდე ფუნქციონირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ინდოეთისა და ავსტრალიის რამდენიმე ტომში.

სორორატის მიხედვით, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდოეთში არსებულ ტომებში, გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავები მამაკაცს სთავაზობენ მისი ყოფილი მეუღლის დას. ზოგიეთ კულტურაში სორორატს ასევე მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ პირველი მეუღლე უნაყოფოა.

3. დროებითი ქორწინება

ძველ ისლამურ მსოფლიოში ძალზედ პოპულარული იყო დროებითი ქორწინება. მამაკაცსა და ქალბატონს შორის იდებოდა გარიგება, კონტრაქტი შეზღუდული პერიოდით ერთად ცხოვრების შესახებ. არსებობდა რამდენიმე შეზღუდვაც: მაგალითად, ქალბატონს შეეძლო ცოლად გაყოლოდა მუსულმანს, ქრისტიანს, ან ებრაელს, ხოლო მამაკაცებს შეეძლოთ მოეყვანათ ცოლად მხოლოდ მუსულმანი ქალბატონებუ. დროებითი ქორწინების ორი მახასიათებელი თვისება იყო მისი განსაზღვრული ვადა და დიდი რაოდენობით მზითვები. მსგავსი პრაქტიკა დღეს-დღეობით გამოიყენება ირანში და მას ქალბატონების სუსტი ყოფაქცევის დასამალად მიმართავენ.

4. ქორწინება აჩრდილთან

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მიღებულია გარდაცვლილ ადამიანზე დაქორწინება, ან ორ მიცვალებულს შორის ოფიციალური ქორწინება. ჩინეთში მამაკაცის გარდაცვალებისას მას საკუთარ მეუღლესთან ერთად მარხავდნენ, რათა თავი არ ეგრძნო მარტო შემდგომ ცხოვრებაში. ქორწინება აჩრდილთან – ძალზედ უცნაური პრაქტიკაა, რომელსაც დღეს-დღეობითაც კი საკმაოდ ხშირად მიმართავენ. ერთ-ერთ ტომში არსებული წესის მიხედვით უმცროს ძმას არ ჰქონდა უფლება მოეყვანა ცოლი იქმადე, სანამ ამას უფროსი ძმა არ გააკეთებდა. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი ძმა ისე იღუპებოდა, რომ იგი ცოლის მოყვანას ვერ ასწრებდა, მას აქორწინედნენ მოჩვენებაზე, რათა მის გაბრაზებულ სულს უმცროს ძმაზე შური არ ეძია წესის დარღვევის გამო. მსგავსი პრაქტიკა ასევე ფუნქციონირებს სამხრეთ სუდანში, ნუერისა და ატუტის ტომებში. თუ მამაკაცი გარდაიცვლება ისე, რომ ვერ დატოვებს მემკვიდრეს, მისი ძმის ერთ-ერთი ცოლი ვალდებულია გაჰყვეს ცოლად გარდაცვლილი მამაკაცის აჩრდილს. თუ ამ ქორწინების შემდეგ გაჩნდა ბავშვი, ოფიციალურად ითვლება, რომ მისი მამა გარდაცვლილი ძმაა.

5. სრულყოფილი ქორწინება

ჯონ ჰამფრი ნოიესმა შექმნა უტოპიური საზოგადოება ნიუ-იორკში, რომელიც ”ონეიდას” სახელწოდებითაა ცნობილი. ეს საზოგადოება დაფუძნებული იყო ბიბლიის ციტატებზე. თვითონ ჰამფრი მიიჩნდევდა, რომ ცათა სასუფეველი სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა კაცობრიობას, ხოლო ადამიანები ცდილობდნენ ამ სამყაროში სრულყოფილების მიღწევას. ამ მამაკაცმა განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებაში ყველა მამაკაცი უნდა დაქორწინებულიყო ყველა ქალბატონზე, თანაც ამბობდა, რომ მონოგამია და ეჭვიანობა სირცხვილად, ცოდვად ითვლებოდა.

ამ საზოგადოების წევრები სასტიკად სჯიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მონოგამიას ეწეოდნენ. იმისათვის, რომ შეემცირებინათ შობადობა და გაეზარდად სიამოვნება ქალბატონებისთვის, ნოიევმა შემოიღო პრაქტიკა სახელწოდებით “თავშეკავება მამაკაცებში”, ან ინტიმური ურთიერთობები ეაკულაციის გარეშე. ქალბატონებს შეეძლოთ უარი ეთქვათ სექსზე ნებისმიერი მამაკაცისთვის, ან პირიქით – დათანხმებოდნენ თითოეულ მათგანს. ეს სისტემა არსებობდა დაახლოებით 30 წელი.

6. დევადასი

დევადასი – ჩრდილოეთ ინდოეთში მიღებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალბატონი ქორწინდებოდა ღმერთზე, ან ტაძარზე. ხშირ შემთხვევაში ეს ქორწინება გოგონას დაბადებამდე ხდებოდა. სიტყვა ”დევადასი” ითარგმნება როგორც ”ღმერთის მსახური”. ეს ქალბატონები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მიმზიდველები, შრომისმოყვარეები, ჭკვიანები და კარგი მოცეკვავეები. მათ ვალდებულებებში შედიოდა ყოველ დილას და საღამოს ცეკვა და სიმღერა, ასევე საკუთარი ტაძრის მოვლა და აქ შემოსული შემოწირულობის გაკონტროლება. როგორ წესი დევადასები ყოველთვის სარგებლობდნენ დიდი პატივისცემით და მათ საზოგადოების სხვა ქალბატონებზე ბევრად მაღალი სტატუსი ჰქონდათ. ნამდვილად დიდი პატივია, როდესაც ცოლად ღმერთს მიყვები, არა? თუმცა ქორწინების ამ ფორმის პრინციპები დროთა განმავლობაში შეიცვალა და დღეს დევადასებს გამოიყენებენ არისტოკრატი მამაკაცები და მღვდლები სექსუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

7. ქორწინება ბავშვებს შორის

ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენ პრაქტიკად ითვლება ქორწინება ბავშვებს შორის, რომელიც მიღებული იყო შუასაუკუნეების ევროპაში. აქ როგორც წესი გოგო-ბიჭები ქორწინდებოდნენ 12 წლის ასაკში, რადგან სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი ძალზედ დაბალი იყო. მართალია ქორწინების ეს ფორმა გაუქმდა ევროპაში, თუმცა მსოფლიოს უამრავ მხარეში არსებობს განვითარებადი ქვეყნები, დაჯგუფებები და ტომები, სადაც ქორწინება პატარა ბავშვებს შორის დღემდე მიღებულია.

8. ”Tongqi”

ჩინეთში აუცილებელია, რომ მამაკაცმა მოიყვანოს ცოლი, რომელიც მას მემკვიდრეს აჩუქებს. ჰომუსექსუალიზმის მიმართ ამ ქვეყანაში გაცილებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ჰომუსექსუალი მამაკაცისთვის ამ პრობლემის გადაჭრის გზად ითვლება ქორწინება ჰეტეროსექსუალ ქალბატონთან. ერთ-ერთი ჩინელი სექსოლოგი ირწმუნება, რომ ქორიწნების ისეთ ფორმაში, როგორიც არის ”tongqi”, მამაკაცების 90% ჰომუსექსუალია. ტრადიციული ორიენტაციის ქალბატონს თავიდან წარმოდგენა არ აქვს იმ ფაქტის შესახებ, რომ მისი მეუღლე ჰომუსექსუალია, რის შედეგადაც ქორწინების შემდეგ იგი იტანჯება არახარისხიანი ინტიმური ცხოვრებით.

9. იმქვეყნიური მეუღლე

ბაულეს ტომში ითვლება, რომ თითოეულ ადამიანს ჰყავს სულიერი მეუღლე, რომელთანაც მან იქორწინა სხვა სამყაროში მანამ, სანამ იგი ამ ყვეყანას მოევლინებოდა. ისინი მოიხსენიებიან ბლოლო ბიანად (იმქვეყნიური ქმარი) და ბლოლო ბლად (იმქვეყნიური ცოლი). ხშირ შემთხვევაში ოჯახურ უთანხმოებებში სწორედ სულიერ მეუღლეებს სდებენ ბრალს.

10. ერთსქესიანი ქორწინება

ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ერთსქესიანი ქორიწინება ახალი პრაქტიკაა, თუმცა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ქორწინების ეს ფორმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ყოველივე ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ძველბერძნულ, ძველეგვიპტურ და ძველბაბილონურ ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად წრდნენ ერთსქესიან ადამიანებს შორის ინტიმური კავშირის შესახებ. მეტიც, ძველ რომში იმპერატორმა ნერონმა იქორწინა საჭურისზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს