პენსიონერმა მზვერავმა გაამხილა, როგორ ათქმევინოთ ნებისმიერი სიმართლე ნებისმიერ პირს

607

ხალხის გამოტეხვა და საჭირო ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვანი უნარია არა მხოლოდ ჯაშუშებისთვის ფილმებიდან. ასეთი უნარები გამოგადგებათ ბიზნესში, ვაჭრობაში და ცხოვრების სხვა სფეროებში. „პაპარაცი“ გიზიარებთ მზვერავების სპეციალურ მეთოდს, როგორ გაარკვიოთ სიმართლე, თუ მის დამალვას ცდილობენ. ნამდვილად სასარგებლოა.

როგორ გავარკვიოთ სიმართლე „ქვიშის საათის“ მეთოდით?

ნამდვილი მზვერავები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს საჭირო ინფორმაციის შეუმჩნევლად გასაგებად. მეთოდი დეტალურად აღწერა CIA-ს ყოფილმა აგენტმა ჯეისონ ჰანსონმა წიგნში „გავლენის აგენტი“. გიამბობთ, რა არის ტექნიკის არსი და როგორ გამოვიყენოთ.

„ქვიშის საათის“ მეთოდის არსი

უმეტეს შემთხვევაში, კომუნიკაციის დროს ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და იმახსოვრებს მხოლოდ დიალოგის დასაწყისს და დასასრულს. ყველაფერი, რაც შუალედში იყო, ნაკლებად ამახსოვრდება. ამ ტექნიკის გამოყენებით საუბარი ნამდვილად გვახსენებს ქვიშის საათს: იწყებ საუბარს ზოგადი თემით, თანდათან აკონკრეტებ და ავიწროებ კითხვების თემატიკას შუაში, შემდეგ ისევ უბრუნდები რაღაც ნეიტრალურს დასასრულისკენ. ასე ადამიანი იმახსოვრებს თქვენს სიტყვებს ამინდზე და ეჭვიც არ ეპარება, რომ მისგან რამე ინფორმაციის მოპოვება სცადე. სიმართლის გარკვევის ეს მეთოდი ფსიქოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.

სიმართლის გარკვევის ტექნიკის პრაქტიკული გამოყენება

1. დაისახეთ მკაფიო მიზანი. არაფერი გამოვა, თუ თავად არ იცით, რა ინფორმაცია გჭირდებათ. თემიდან თემაზე გადახტომა მხოლოდ ეჭვს გამოიწვევს. საუბრის შუაში ყველა კითხვა უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული, რომ ბუნდოვანი პასუხი არ მიიღოთ. კითხვები წინასწარ მოამზადეთ. გაარკვიეთ, რა იცის ადამიანმა ამ თემის შესახებ. დაგვეთანხმეთ, უცნაურია კურიერი გამოჰკითხოთ საწარმოს ფინანსების შესახებ.

2. დაიწყეთ საუბარი შეუმჩნეველი გამოწვევით. კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში ეს ნიშნავს უვნებელ, ნეიტრალურ განცხადებას. მაგალითად, „პირველად ვესწრები ამ ღონისძიებას“ ან „წელს აირჩიეს საინტერესო ადგილი კონფერენციისთვის“. მსგავსი ფრაზები დაგეხმარებათ საუბრის დაწყებასა და საერთო თემის პოვნაში. მთავარია, მათში იყოს ემოციური ელემენტი. თუ პირდაპირ იტყვით, რომ რაღაც მოგწონთ ან არ მოგწონთ, ამან საუბარს შეიძლება დაგაშოროთ.

3. თანამოსაუბრის რეაქციას დააკვირდით. მიმიკას და სხეულის პოზიციას შეუძლია ბევრი რამ თქვას, თუ რამდენად მზადაა ადამიანი სასაუბროდ. არ გამოგრჩეთ მომენტი, როცა შესაძლებელია უფრო კონკრეტული კითხვების დასმა. ამისთვის თანამოსაუბრე უნდა იყოს მოდუნებული. მისი ჟესტები და მიმიკები მიგანიშნებთ საუბრის გაგრძელების განწყობაზე. თუ ადამიანს აქვს ხელები გადაჯვარედინებული, მზერა გარიყული და არაკონცენტრირებული, ტერფები გასასვლელისკენ მიმართული, სავარაუდოდ, მეთოდი ჩავარდება. მეტად უნდა განაწყოთ თანამოსაუბრე.

4. თემის შევიწროება დაიწყეთ. თუ ხედავთ, რომ ადამიანი ღიაა კომუნიკაციისთვის, კითხვების დასმა შეგიძლიათ დაიწყოთ. ჯერ დაინტერესდით კომპანიის ზოგადი საქმიანობით, შემდეგ ჰკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვს სამსახურის მიმართ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ფასი, სიჩქარე, მომსახურება და გარანტია. დაკითხვას რომ არ ჰგავდეს, თქვენი გამოცდილება და აზრიც გაუზიარეთ. ასე დიალოგი უფრო ბუნებრივი გამოჩნდება.

5. ზოგად თემებზე გადადით. თუ განიხილეთ კონკრეტული კომპანიის შემოსავალი, საუბარი გადაიტანეთ ეკონომიკის მდგომარეობაზე, ნეიტრალური მტკიცებულებები გამოიყენეთ. ანუ ვიწრო თემიდან გლობალურზე უნდა გადახვიდეთ, რომელიც თანამოსაუბრესთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. საუბარი დაასრულეთ ყოველდღიურ რუტინაზე, ფილმებზე, საყვარელ მუსიკაზე ლაპარაკით.

ახლა იცით, როგორ გაიგოთ სიმართლე და საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანისგან. „ქვიშის საათის“ მეთოდს ნამდვილად იყენებენ არა მხოლოდ ჯაშუშები, არამედ ბიზნესმენები გარიგების დადებამდე. იმის ცოდნა, როგორ მუშაობს ტექნიკა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფანდები, როცა ვიღაც ცდილობს მის გამოყენებას თქვენზე.