ნაღვლის ბუშტის პრობლემები სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს. ხშირად ადამიანს აწუხებს საჭმლის მონელების პრობლემები, ხშირი შებერილობა და უსიამოვნო სიმწარე პირში. მათ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ როგორც ტრადიციული, ასევე ხალხური მეთოდებით. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გააუმჯობესოთ ნაღვლის გადინება.
ნაღვლის გადინების გაუმჯობესების მეთოდები
ტრადიციული თერაპია ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად
- პირველ რიგში, ექიმები გვირჩევენ მეტი წყლის დალევას. ნაღვლის დიდი ნაწილი სწორედ მისგან შედგება. მშრალი კომპონენტი მხოლოდ 2%-ია.
- გაზარდეთ ცხიმის რაოდენობა რაციონში. რა თქმა უნდა, ტრანსცხიმებს არ ვგულისხმობთ. უნდა მიირთვათ მეტი კაკალი, არარაფინირებული მცენარეული ზეთი, თესლი, ავოკადო და ცხიმიანი თევზი.
- დაუმატეთ საკვებს ნაღვლმდენი სანელებლები და ბალახები. ეს კიდევ ერთი მეთოდია ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, მათ მიეკუთვნება კურკუმა, ვარდკაჭაჭა, ბაბუაწვერა, დარიჩინი. ასევე შეგიძლიათ დალიოთ ჭარხლის და კომბოსტოს წვენი.
- ხილ-ბოსტნეულიდან რეკომენდებულია უპირატესობა მიანიჭოთ უმ კომბოსტოს, მწვანილს, სატაცურს, ჭარხალს, ავოკადოს და ციტრუსს. მათ ასევე ნაღვლმდენი თვისებები აქვთ.
ნაღვლის გადინების გაუმჯობესება წერტილოვანი მასაჟით
როგორც ცნობილია, აღმოსავლურ მედიცინას აქვს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მოგვარების გზები. ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად სპეციალური მეთოდი აქვთ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩვეულებრივი წერტილოვანი მასაჟი დაგვეხმარება. ჩვენს სხეულზე არის განსაკუთრებული წერტილი, რომელიც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობაზე პასუხისმგებელია.
მას „ჩინგისხანის წერტილი“ ეწოდება ამ მმართველის შესახებ ძველი ლეგენდის გამო. ამ წერტილს იპოვით ცერა თითის ძირში, სხივ-მაჯის ღარის გადაკვეთაზე. ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად ამ წერტილს საჩვენებელი თითით დააწექით და საათის ისრის მიმართულებით წრიულად დაიზილეთ. ეს მანიპულაცია 2 წუთი შეასრულეთ. თუმცა ეს ხალხური მეთოდი სამკურნალო არ არის, არამედ სიმპტომებს დროებით ხსნის. თუ ხშირად გაწუხებთ ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ახლა იცით, როგორ გააუმჯობესოთ ნაღვლის გადინება. ვიმედოვნებთ, ამ მეთოდების გამოყენებით მოიშორებთ უსიამოვნო შეგრძნებებს და მტკივნეულ მდგომარეობას. ასევე შეგიძლიათ ხალხური მეთოდები ტრადიციულ თერაპიასთან კომბინაციაში გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, მანამდე სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია. ჯანმრთელობას გისურვებთ!