3 კვებითი ჩვევა, რომელიც 10 წლით აბერებს თქვენს კანს და ორგანიზმს

13

ძვირადღირებული კოსმეტიკის გამოყენება და კოსმეტოლოგთან მუდმივი ვიზიტი საკმარისი არ არის ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად. ეს მხოლოდ ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტია, რომელიც ახალგაზრდულ გარეგნობას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჯანსაღი ძილი. სხვათა შორის, ზოგიერთი კვებითი ჩვევა ახალგაზრდობაზე ძალიან მოქმედებს.

კოსმეტოლოგმა მითხრა, რომ კვებას მნიშვნელობა აქვს. ჩემი კანის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დანახვისას მკითხა, როგორი იყო ჩემი მოვლის რუტინა ბოლო პერიოდში. როცა გაიგო, რომ რუტინა არ შემიცვლია, კვებაზე მკითხა. არ გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ სამსახურში სტრესული პირობების გამო მივატოვე ნორმალური კვება და ვჭამ ყველაფერს, რაც შემხვდება. თურმე, გარკვეული კვებითი ჩვევები კანზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

კვებითი ჩვევები, რომლებიც გვაბერებს

ზოგიერთი კვებითი ჩვევა ჩვენს კანზე და გარეგნობაზე გავლენას ახდენს და ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტებს იშვიათად მიიღებთ, სერიოზულ ზიანს არ მოგიტანთ. რაციონში მუდმივი ჩართვით კი რისკავთ, რომ მალე თქვენი კანი უბრალოდ ვეღარ იცნოთ.

პაკეტის საკვები

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დამუშავებული საკვები ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერია ჩვენი კანისთვის. პირველ რიგში, ასეთი საკვები ყოველთვის შეიცავს ბევრ დამატკბობელს, გემოს ხელოვნურ გამაძლიერებელს და სხვა დანამატს. უმეტესობა მათგანი ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ კანზე, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე.

გარდა ამისა, პაკეტის და ყუთის საკვები ყოველთვის შეიცავს ბევრ რაფინირებულ შაქარს და ცხიმს. ასეთმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გამონაყარი კანზე, ელასტიკურობის დაკარგვა, ნაადრევი ნაოჭები.

რაციონში უჯრედისის ნაკლებობა

ფიქრობთ, რომ ჯანსაღი კვების მიმდევრები მიირთმევენ ბოსტნეულს მხოლოდ გასახდომად? არა. საქმე იმაშია, რომ ბოსტნეული, ხილი და კენკრა შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელიც ნაწლავების ბაქტერიების საკვებად ითვლება. უჯრედისში არის საკვები ბოჭკოები, რომელთა წყალობით ჩვენი მიკრობიოტა უფრო მრავალფეროვანი ხდება.

უჯრედისის დეფიციტი პირდაპირ გავლენას ახდენს კანის და გარეგნობის სილამაზეზე. თუ რაციონში ცოტა უჯრედისი შედის, კანზე ჩნდება ალერგიული რეაქციები, აქერცვლა და სხვა უსიამოვნო სიმპტომი. უჯრედისი წმენდს ნაწლავებს წიდებისგან და ტოქსინებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უჯრედისს შეიცავს მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ხილი და კენკრა.

ბევრი შაქრის მიღება

ცოტა ხნის წინ ყველა დიეტოლოგი ამბობდა, რომ შაქარი თეთრი შხამია. ახლა სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. თავად შაქარი არც ისეთი ბოროტებაა, რადგან ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს. მაგრამ ბევრი შაქრის მიღება ორგანიზმზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. პირველ რიგში, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მატებას, რაც ნეგატიურად მოქმედებს მთელი ორგანიზმის მუშაობაზე.

ტკბილი საკვების დიდი რაოდენობით მიღება სისხლძარღვების კედლებს აზიანებს. გარდა ამისა, შაქარი აფერხებს კოლაგენის გამომუშავებას, რის გამოც კანი სწრაფად კარგავს ახალგაზრდულ იერს.

როგორც ხედავთ, ამ კვებითი ჩვევების აღმოფხვრა რთული არ არის, მაგრამ შედეგი ძალიან მალე გამოჩნდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს